მიუხედავად სიცხისა, მაინც ვაცხობ გემრიელობებს ჩაიზე მისაყოლებლად. ვზელ მოხარშულ ცომს, რათა მოვამზადო უგემრიელესი ნამცხვარი “პარი-ბრესტი”. ძალიან მიყვარს ეს სასუსნავი კიდევ იმიტომ, რომ მარტივი მოსამზადებელია და აქვს საინტერესო ისტორია.ნამცხვრის ფორმა მაგაგონებთ ველოსიპედის ბორბალს და ეს ტყუილად არ ხდება. 1891 წელს პირველად შედგა ველოსიპედისტების მარათონი პარიზი-ბრესტი-პარიზი, რომლის ორგანიზატორი იყო ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი პიერ ჟიფარი. ამისათვის მას მოუწია 71 საათი და 35 წუთი ძილის და დასვენების გარეშე ველოსიპედის პედლების ტრიალი. 1901 წელს მარათონი გახდა საერთაშორისო და გაიყო მოყვარულების და პროფესიონალების ნაწილებად.1910 წელს კონდიტერმა ლუი დიურანმა პიერ ჟიფარის დაკვეთით შექმნა საფირმო დესერტი “პარი-ბრესტი”, რომელსაც ველოსიპედის ბორბლის ფორმა ჰქონდა.
მოხარშული ცომი
დღეს პაპარაცის რედაქციაამ ნამცხვრის მომზადებას გასწავლით. ეს არის ფრანგული ცომეულის კლასიკა, რომელზეც ძალიან უყვართ ექსპერიმენტების ჩატარება ცნობილ კონდიტერებს.
ინგრედიენტები: 100 გრ. წყალი; 100 გრ. რძე; 80 გრ. კარაქი – 82%; 130 გრ. ფქვილი; 4 კვერცხი; მწიკვი მარილი და შაქარი;
ინგრედიენტები კრემისთვის: 220 გრ. ნაღები – 35%; 180 გრ. რძიანი შოკოლადი – 33%; 50 გრ. თხილის პასტა; 250 გრ. ნაღების ყველი;
მომზადების წესი
1 . სქელძირიან ქვაბში ადუღეთ რძე და წყალი, ცოტა მარილი, შაქარი. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი. გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე და პერიოდულად ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოიღეთ და მაშინვე ჩაყარეთ ფქვილი. სილიკონის ნიჩბით მოზილეთ ცომი. ის უნდა გამოვიდეს გლუვი და ერთგვაროვანი. შემდეგ ისევ დადგით გაზზე და ურიეთ 1-2 წუთი, ცომი ოდნავ უნდა გამოშრეს. გადაიტანეთ ღრმა ჯანში და გააგრილეთ.
2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი. ათქვეფილი კვერცხი თანდათან დაუმატეთ ცომს და კარგად მოზილეთ ნიჩბით ან მიქსერით. ცომის გამოყენება შეგიძლიათ მაშინვე მაგრამ სამუშაოდ უკეთესია გააცივოთ. ამიტომ მოათავსეთ ჭურჭელში, დააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში 3 საათით.კრემის მოსამზადებლად შოკოლადს დაასხით გაცხელებული ნაღები. არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილის სიროფი ან თხილის პასტა. თუ არცერთი არ გაქვთ, უმაგისოდაც შეიძლება. ათქვიფეთ კარგად შოკოლადი და ნაღები, შემდეგ გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 6 საათით.
3 . გადაიტანეთ მოხარშული ცომი საკონდიტრო ტომარაში. დააფინეთ საცხობ დაფაზე პერგამენტის ქაღალდი, ან მრავალჯერადი ტეფლონის დასაფენი. მონიშნეთ ფქვილით წრეები და დასვით ცომი. წრეების მოსანიშნად ჩაყავით ფქვილში ფორმა და უბრალოდ დადეთ საცხობზე.დასვით ცომი წრის ფორმებზე, დატოვეთ წრეებს შორის მცირე მანძილი, რადგან ცხობის დროს ნამცხვარი იმატებს. ზემოდან მოაყარეთ ნუშის ფანტელი და დაფქული თხილი. აცხვეთ თავიდან 200 გრადუსზე – 20 წუთი, შემდეგ – 180 გრადუსზე – 10-15 წუთი.
4. გაცივებული კრემი კარგად ათქვიფეთ მიქსერით. ცალკე ათქვიფეთ ნაღების ყველი და დაუმატეთ შოკოლადიან მასას. გაჭერით უკვე ბოლომდე გაცივებული ნამცხვრები შუაზე. ქვედა ნაწილზე წაუსვით კრემი საკონდიტრო პარკის დახმარებით. დააფარეთ მეორე ნახევარი და მოაყარეთ თხილი და შაქრის პუდრა. სულ ეს არის! საოცრად გემრიელი და არომატული ნამცხვარი მზად არის. დემრიელად მიირთვით!
როგორც ხედავთ, რეცეპტში მოცემული მოხარშული კრემი ეს არის ჩვენთვის ცნობილი შუს და ეკლერის ცომი. მისი მომზადება ერთი შეხედვით ჩანს რთული, ამ დროს, ძალიან მარტივია. შიგთავსი კი ყველანაირი უხდება – მოხარშული, ნაღების კრემი, ან სულაც თევზი და კრემ-ყველი. არჩევანი თქვენზეა!