ამ რეცეპტით თურქი მეზობელი ამზადებს ლიმონათებს და ყიდის ბაზარში, ჭირდება მხოლოდ ორი ლიმონი

2725

სახლში მომზადებული ლიმონათი ლიმნით და პიტნით – მარტივი, ბიუჯეტური სასმელი, რომელიც ზაფხულის გამთანგველი სიცხისაგან გიხსნით, მოგიკლავთ წყურვილის გრძნობას და გამოგაცოცხლებთ, მითუმეტეს თუ გარეთ +30 გრადუსია. ასეთ სიცხეში ღუმელთან დგომა არავის უნდა და განსაკუთრებულად მოსახერხებელია რეცეპტები, რომელსაც არც გაცხელება სჭირდება, არც ხარშვა. გამოიღე მაცივრიდან ლიმონი და ყინული, გახეხე, აურიე და დალიე! პაპარაცის რედაქცია სწორედ ასეთ რეცეპტს გთავაზობთ ამჯერად:

ლიმონათი პიტნით და ლიმნით

ინგრედიენტები: 2-3 ლიმონი; 5 ლ. წყალი; 500 გრ. შაქარი; პიტნა გემოვნებით; ყინული

მომზადების წესი:

1 . შედეთ 2 ცალი ლიმონი საყინულეში. დაელოდეთ, რომ კარგად გაიყინოს, რადგან უფრო მარტივად გახეხავთ სახეხზე. გახეხეთ ცედრასთან ერთად. ჩაყარეთ გახეხილი ლიმონი ხუთლიტრიან ჭურჭელში. აქ შეიძლება პირველ სირთულეს გადაეყაროთ: თუ ჭურჭლის თავი ვიწროა, გამოიყენეთ ჩაის კოვზი და ფრთხილად, სათითაოდ ჩაყარეთ, ან დაასხით ლიმონს წყალი და ძაბრით ჩაასხით.

2 . გახეხილ ლიმონს დააყარეთ შაქარი.შაქარს და ლიმონს დაასხით წყალი. კარგად აანჯღრიეთ და დადგით ასე 2 საათით. თუ შაქარი არ გადნება, პერიოდულად ბოთლი გვერდზე გადაატრიალეთ ხოლმე.აიღეთ პიტნის ფოთლები, დაჭერით დარჩენილი ლიმონი რგოლებად  ჩაყარეთ შუშის ჭურჭელში, ჩააგდეთ რამდენიმე ნატეხი ყინული.

3 . გაფილტრეთ ლიმონათი. ჩაასხით შუშის ჭურჭელში გაფილტრული ლიმონათი, გააცივეთ და მიიტანეთ მაგიდასთან.მაცოცხლებელი შინაური ლიმონათი პიტნით და ლიმნით მზად არის. აქვს მკვეთრი და სასიამოვნო არომატი. შეგიძლიათ სცადოთ ფორთოხლით ან ლაიმით.

რედაქციისგან

იმისათვის, რომ პიტნა დიდხანს შეინახოთ ცოცხლად, შეახვიეთ სველ ხელსახოცში, ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და შედეთ მაცივარში. ასე შენახული პიტნა 2 კვირაზე მეტხანს გაძლებს.

იმედი გვაქვს, გასინჯავთ ლიმნის და პიტნის ლიმონათს და მისი მომხმარებელი გახდებით. გელოდებით კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს