ჭარხლის მკლავი თავად ჭარხალზე არანაკლებ სასარგებლო და გემრიელი საკვებია. მასში ბევრი ვიტამინი და მიკროელემენტი შედის, ამიტომ მის გადაგდებას არ გირჩევთ. უბრალოდ ახალგაზრდა ღეროების სწორად მომზადება უნდა იცოდეთ. დღეს Paparazzi ჭარხლის მკლავით ყველაზე საინტერესო რეცეპტებს გიზიარებთ. ეს ძალიან მარტივი, გემრიელი და სასარგებლოა!
რეცეპტები ჭარხლის მკლავით
აღმოჩნდა, რომ ჭარხლის მკლავი შეიცავს უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას, ვიდრე ძირნაყოფი. ღერო და ფოთლები მდიდარია A, C, E ვიტამინებით, ფოლიუმის და პანთოტენორუს მჟავებით. ასევე შეიცავს ფოსფორს, კალციუმს, თუთიას, მაგნიუმს, იოდს და სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს. ჭარხლის მკლავი საჭმლის მომნელებელ სისტემას და ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, სისხლძარღვების ელასტიურობას ზრდის, წონის შემცირებას ხელს უწყობს. მასში შემავალი იოდი და კობალტი მეხსიერებას აუმჯობესებს და ორგანიზმის დაბერებას ანელებს. მოკლედ, ჭარხლის მკლავი თქვენს რაციონში ჩართვას ნამდვილად იმსახურებს.
მოთუშული ჭარხლის მკლავი – რეცეპტი მარტივი და სწრაფია, მაგრამ იდეალურ გარნირს ან სრულყოფილ ვეგეტარიანულ კერძს მიიღებთ. გაოცდებით, იმდენად გემრიელია!
ინგრედიენტები: 2-3 კონა ახალგაზრდა ჭარხლის მკლავი; 1 ს/კ ზეითუნის ზეთილ; 2-3 კბილი ნიორი; სეზამი ან კედრის კაკალი; მარილი, წიწაკა გემოვნებით;
მომზადების წესი: ტაფაზე ზეითუნის ზეთი გააცხელეთ, წვრილად დაჭრილი ნიორი დაუმატეთ. აურიეთ და რამდენიმე წუთით თუშეთ, რომ ზეთმა სუნი შეიწოვოს.ახლა ჭარხლის მკლავი, წიწაკა და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. რამდენიმე წუთით თუშეთ, სანამ მწვანილი ცხელი და არომატული არ გახდება.კერძი თეფშზე გადმოიტანეთ, კაკლით ან სეზამის თესლით მორთეთ. კერძი მზადაა!
ოლადები ჭარხლის ფოთლებით – კიდევ ერთი შესანიშნავი რეცეპტი, რომლის შემდეგ ჭარხლის მკლავი თქვენი კერძების ინგრედიენტი მუდმივად გახდება.
ინგრედიენტები: 15 ჭარხლის ფოთოლი; 3 კვერცხი; 2-3 ხახვი; 1-2 ფირფიტა ნიორი; 0,5 ჭიქა ფქვილი; მარილი, წიწაკა გემოვნებით; მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება: ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ.ჭარხლის ფოთლები კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. სქელი ღეროები გადაჭერით. ფოთლები მცირე ნაჭრებად დაჭერით.თასში კვერცხი ათქვიფეთ. კვერცხს ჭარხლის მკლავი, ხახვი და ნიორი დაუმატეთ. ასევე მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.თანდათან მცირე ულუფებით ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ, რომ გოროხები არ იყოს.ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ.ოლადები საშუალო სისქის ფენად (ზუსტად 1 სმ) დააწყვეთ, ოდნავ დააჭირეთ. თითოეული მხრიდან რამდენიმე წუთით შეწვით, როგორც ჩვეულებრივი ოლადები.სუფრაზე არაჟნით ან სხვა საყვარელი სოუსით გაიტანეთ.
მითითებული რაოდენობით 10-11 ოლადი გამოვა. ის ძალიან არომატული, ნაზი და გემრიელია. მთელი ოჯახის სავახშმოდ იდეალურია – სწრაფად მზადდება და განსაკუთრებულ ოსტატობას არ მოითხოვს. ასევე შეგიძლიათ რეცეპტი გაამრავალფეროვნოთ. მაგალითად, მწვანილი (ოხრახუში ან კამა) დაუმატეთ. გემრიელად მიირთვით!