ჩემმა ბიძაშვილმა სოფლიდან მასწავლა როგორ მოვამზადო ნამდვილი ნაყინი

215

მაღაზიის ნაყინის შემადგენლობას რომ ნახავ, შეიძლება იტირო. ნატურალური ნაყინი ძალიან ძვირი ღირს, ხოლო იაფიანებში იმდენი დანამატია, რომ შეგეშინდება. არადა სიცხეში გაგრილება ყველას უნდა. საბედნიეროდ, შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყინი სახლში ნატურალური ინგრედიენტებით. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ ნატურალური ნაყინი სწრაფად და მარტივად.

როგორ მოვამზადოთ ნაყინი სახლში

თუ ნაყინის მომზადების ტექნოლოგიას ზუსტად დაიცავთ, მთელ დღეს დაკარგავთ, ამასთან, ხშირად უნდა შეიხედოთ საყინულეში, რათა თავიდან აიცილოთ მისი კრისტალიზაცია. მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო სწრაფად. მოცემული რეცეპტები იმით არის კარგი, რომ საათობით არ ჭირდება მედიტაციები. ჭირდება ინგრედიენტები და სასურველია, ბლენდერი. ეხლა კი გასწავლით როგორ უნდა მოამზადოთ ბანანის და შოკოლადის ნაყინი სახლში შაქრის გარეშე.

შოკოლადის ნაყინი – იმის გამო, რომ იყენებთ მხოლოდ ორ-სამ ინგრედიენტს, ზუსტად შეძლებთ მიღებული პროდუქტის კალორიულობის გამოთვლას. შეგიძლიათ ეს ნაყინი ღამეც მიირთვათ, თუ რაიმე ტკბილი და გემრიელი მოგინდებათ.

ინგრედიენტები

  • 500 მლ. ნაღები
  • 2 ს/კ კაკაო
  • 3 ს/კ თაფლი
  • 15 გრ. შავი შოკოლადი

მომზადების წესი:

  1.  აურიეთ კაკაო და თაფლი, შემდეგ დაუმატეთ 50 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2.  ჩაუშვით დარჩენილი ნაღები საერთო მასაში და კიდევ ურიეთ.
  3. მიღებული მასა ათქვიფეთ მიქსერით შესქელებამდე დაახლოებით 10 წუთი, სანამ არ გახდება ჰაეროვანი.
  4.  გადაიტანეთ ათქვეფილი ნაღები კონტეინერებში და შედგით საყინულეში 6 საათით. უმჯობესია ნაყინის გაკეთება დაიწყოთ საღამოს და მეორე დღისთვის უკვე მზად იქნება. როდესაც საყინულედან გამოიღებთ, მოაყარეთ გახეხილი შავი შოკოლადი და გემრიელად მიირთვით.

ბანანის ნაყინი – ძალიან მიყვარს ბანანის ნაყინი, რადგან ის ძალიან არომატულია და მარტივად მზადდება. ის არ ვნებს თქვენს ფორმებს და შეგიძლიათ მიირთვათ ყოველ დღ. რეცეპტი ასეთია: არ ჭირდება დიდხანს თქვეფა და ლოდინი. არის მათთვის, ვისაც უყვარს მსუბუქად გაყინული ნაყინი.

ინგრედიენტები:

  • ბანანი
  • 50 მლ ნაღები

მომზადების წესი:

  1. გაფრცქვენით საშუალო ზომის ბანანი და დაჭერით რგოლებად. გაყინეთ საყინულეში მთელი ღამით ან ორი საათით.
  2. ჩაყარეთ გაყინული ბანანი ბლენდერში და დაასხით მაღალპროცენტიანი ნაღები. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ ბოლომდე არ დააბლენდეროთ და მსხვილი ნაწილები დატოვოთ – ასე უფრო გემრიელია.
  3. გადაიტანეთ ბანანის ნაყინი თეფშზე, გააფორმეთ და დატკბით მისი არომატით. გემრიელად მიირთვით.

სიმართლე გითხრათ, ხანდახან მხოლოდ გაყინული ბანანიც გემრიელია. არანაირი დამატკბობელი არ სჭირდება, რადგან თავად აქვს საკმარისი სიტკბო. ყველა ტკბილის მოყვარული დადებითად შეგვიფასებს მას. თქვენ რომელი რეცეპტი უფრო მოგეწონათ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს