ბორში უნდა იყოს ისეთი, რომ შიგნით ჩარჭობილი კოვზი არ უნდა წაიქცეს! ეს კერძი ჩვენს ოჯახში მაშინვე იჭმევა, ხოლო სხვა წვნიანები მაცივარში ხანგრძლივად იწყენენ. ყველა დიასახლისს ბორში სხვადასხვანაირი გამოსდის. ერთი და იმავე რეცეპტით გაკეთებულიც სხვადასხვანაირია. ზოგი გრძლად ჭრის ბოსტნეულს, ზოგი ხეხავს, მაგრამ ხანდახან ორი ჭარხლის დაჭრა და სატრენაჟორო დარბაზში შესვლა ერთი და იგივეა. დედამთილმა კი ერთი კარგი ხერხი მასწავლა ბორშის მოსამზადებლად. ეს არის მზა კონსერვი ბორშისთვის. პაპარაცის რედაქცია სწორედ ამ რეცეპტს გაგიზიარებთ დღეს:
მზა კონსერვი ბორშისთვის
ყველამ ვიცით ბორშის მომზადება, მაგრამ როცა ნაკლები თავისუფალი დრო გაქვთ, ეს ხერხი ძალიან გამოგადგებათ. 20 წუთში ქურაზე უკვე მზა კერძი გექნებათ.
ინგრედიენტები:
- 3 კგ. ჭარხალი
- 1 კგ. სტაფილო
- 4 თავი ხახვი
- 1 კგ. ბულგარული წიწაკა
- 1 კგ. პომიდორი
- 200 გრ. შაქარი
- 200 მლ. ზეთი
- 125 მლ. ძმარი
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ყველა ბოსტნეული, დაჭერით ხახვი რგოლებად.
- დაჭერით ჭარხალი და სტაფილო ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- დაჭერით ბულგარული წიწაკა გრძლად, პომიდორს დაასხით მდუღარე და გააცალეთ კანი. შემდეგ დაჭერით კუბებად.
- ჩაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული დიდ ქვაბში და დააყარეთ მარილი, ძმარი, ზეთი.
- დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და როდესაც ბოსტნეული წვენს გაუშვებს, ხარშეთ 25 წუთი.
- სტერილურ ქილებში ჩაასხით მიღებული მასა და დახუფეთ. სულ ეს არის!
როდესაც გადაწყვეტთ ბორშის მომზადებას, მოხარშეთ ხორცი ან თუ უხორცო გინდათ, აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ კარტოფილი და დაჭრილი კომბოსტო და მოხარშეთ, ბოლოს გახსენით დახუფული ქილა და ჩაასხით მასა ქვაბში. აურიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 10 წუთი. დაუმატეთ ახალი ნიორ და მწვანილი. გემრიელად მიირთვით!
თქვენ აკეთებთ ასეთ კონსერვს ბორშისთვის თუ უპირატესობას ახალ ბოსტნეულს ანიჭებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.