დავიბადე და გავიზარდე კავკასიაში, გაჩვენებთ როგორ ამზადებენ ჩვენთან ძროხის ნეკნებს

334

ცოტა ხნის წინ ერთი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა კავკასიაში. ეს მოხდა ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე და როგორც ხდება ხოლმე ზაფხულის სუფრებზე, დღესასწაული ვიზეიმეთ მწვადის გარემოში.შევამჩნიე, რომ სანამ ჩვენი მეგობარი ხორცს ამზადებდა, ამინი (სწორედ ის, ვისზეც ზემოთ გითხარით) ერთი წუთით არ შორდებოდა, სწორედ ის ხელმძღვანელობდა მთელ კულინარიულ პროცესს.ახალი ნაცნობი მოგვიყვა, რომ მისი მამა მზარეული იყო და მან ასწავლა ხორცის სწორად მომზადება. საუბარში ბევრი კულინარიული საიდუმლო გამიმხილა. სწორედ მაშინ გავიგე, როგორ უნდა მომზადდეს საქონლის ნეკნები კავკასიურად. დღეს კი პაპარაცის რედაქციის ამ სტატიაში თქვენც გაგიზიარებთ ამ რეცეპტს!

როგორ მოვამზადოთ საქონლის ნეკნები

ინგრედიენტები

  • 1 კგ. ნეკნები
  • 350 მლ. ხორცის ნახარში
  • 3 თავი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • სანელებლები გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი
  • მარილი
  • 3 კბილი ნიორი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • მწვანილები
  • ზეთი

მომზადების წესი:

  1.  პირველ რიგში დაჭერით ნეკნები და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან. შესაწვავად გამოიყენეთ ზეთი ან კარაქი.
  2. შემდეგ გადაიტანეთ ნეკნები სქელძირიან ქვაბში. გაასუფთავეთ და დაჭერით ბოსტნეული, ხახვი – რგოლებად, სტაფილო წვრილად სიგრძეზე ან მსხვილად – როგორც გირჩევნიათ.
  3. შემდეგ დაყარეთ ხახვი და სტაფილო იმ ტაფაზე, სადაც ხორცი შეწვით და შუშეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. ამის მერე გადაიტანეთ ნეკნებიან ქვაბში.
  4. მზადების დასასრულს ჩაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, დაფნის ფოთოლი და სანელებლები, რომელიც გიყვართ, მარილი და დაფქული შავი პილპილი.თუ გსურთ ხორცის გამოკვეთილი გემო, მშინ სუნელებს ნუ დაუმატებთ. კავკასიელი მზარეულები გემოს გასაძლიერებლად უმატებენ მხოლოდ ტომატ პასტას ან ცოცხალ პომიდორს.
  5. ბოლოს დაუმატეთ ქვაბში ხორცის ნახარში, დააფარეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე მაღალ ცეცხლზე. ამის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და ხარშეთ 2-2,5 საათი.

თუ არ გინდათ წყლის ან ხორცის ნახარშის დამატება, უნდა უქნათ ბევრად მეტი ხახვი. ექსპერტები გვირჩევენ, სქლად ჩავუფინოთ ძირზე ხახვის ფენა. ამ მეთოდით ის იმდენ წვენს გამოყოფს, რომ საკმარისი იქნება ხორცის მოსახარშად. .

თქვენ როგორ ამზადებთ საქონლის ნეკნებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს