ხანდახან ტკბილის გარდა გვინდება რამე მწარე და მარილიანი, წიწაკა ცხარეა და ბევრს ვერ შეჭამ აი, ნივრის მარინადი კი საინტერესო იქნება. პაპარაცის რედაქცია გასწავლით ორიგინალურ რეცეპტს მარტივი და არომატული მარინადის მოსამზადებლად. ნივრის ნაკლი მისი სპეციფიკური გემო და სუნია, რომელიც დიდხანს სდევს ადამიანს ჭამის მერე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. თქვენ გიყვართ ნიორი? თუ კი, მაშინ განაგრძეთ კითხვა.
როგორ მოვამზადოთ ნიორის მარინადი
ამ რეცეპტით გაკეთებული ნიორი შეიძლება მიირთვათ პირველ კერძად, თუმცა მეორე კერძადაც მშვენიერია მოხარშულ ან შემწვარ კარტოფილთან. ზამთარში ხომ პირდაპირ აღმოჩენაა არომატების და სასარგებლო ნივთიერებების.
ინგრედიენტები
1 კგ. ნიორი
- 1 წითელი ჭარხალი
- 2 ს/კ მარილი
- 2 ს/კ შაქარი
- 100 მლ. ძმარი
- 5-6 შავი წიწაკის ბურთულები
- 3-4 ცლი მიხაკი
ნიორის მარინადის მომზადების წესი:
- ნიორი გაფცქვენით, მოაჭერით ზედმეტი ნაწილები და გაასუფთავეთ კარგად. ჭარხალიც ასევე, გათალეთ და დაჭერით ნახევარ რგოლებად.
- აადუღეთ ქვაბში წყალი და ჩაყარეთ შიგნით ნიორი მთლიანად ერთი წუთით. შემდეგ მაშინვე გადაიტანეთ ცივ წყალში. იგივე პროცედურა ჭარხალზე არ არის აუცილებელი.
- ჩააწყვეთ გამზადებული ბოსტნეული წინასწარ გასტერილებულ ქილებში. ამ პორციაზე დაგჭირდებათ 2-3 ნახევარ ლიტრიანი ქილა, გააჩნია ნივრის ზომას. შეგიძლიათ ნიორი გაჭრათ უფრო პატარა ნაჭრებად, მგრამ მთლიანები უკეთესი გამოდის.
- ერთ ლიტრ წყალში გააზავეთ მარილი და სანელებლები. ეს მარინადი უნდა დაასხათ ნიორს. აადუღეთ და ჩაასხით ქილებში. დაახურეთ ქილებს თავსახურები და ჩადგით სტერილიზაციისათვის ცხელ წყალში კიდევ 5 წუთი.
- ამოიღეთ ქილები და დახუფეთ. გადააბრუნეთ და შეფუთეთ მანამდე, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, ზამთარში კი გახსენით და დატკბით განუმეორებელი გემოთი.
რედაქციისგან: ხშირად გვეკითხებიან ხოლმე: შეიძლება თუ არა დახუფვა ხრახნიან ქილებში? რა თქმა უნდა, შეიძლება. მოუჭირეთ თავსახური ცხელს მაგრად და მზად არის! ისღა დაგვრჩა, გავსინჯოთ და გავუზიაროთ შთაბეჭდილებები. თუ ადრე გიცდიათ ნივრის დამარინადება, გაგვიზიარეთ თქვენი მეთოდი.როგორ დავამარინადოთ ნიორი, თუ გვინდა მისი ზამთრისთვის შენახვა? მიყევით ჩვენს ინსტრუქციას და ყველაფერი გამოგივათ. თან არანაირი სუნი არ შეგაწუხებთ. გისურვებთ წარმატებას, გემრიელად მიირთვით!