ვხარშავ გემრიელ შინაურ კეტჩუპს უზარმაზარ თასში, იმისათვის, რომ ბავშვებს პიცა ნატურალური სოუსით მოვუმზადო

242

მებოსტნეებს პომიდვრის მოსავლის აღების შემდეგ კითხვა უჩნდებათ ხოლმე: როგორ გადაამუშაონ ის ზამთრისთვის შესანახად? მარინადები დახუფეს, გატარებულიც შეინახეს. კიდევ? დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ შინაური კეტჩუპი პომიდვრისგან. ის შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა კერძში და არ იდარდოთ მავნე ინგრედიენტებზე, რომელიც ნაყიდ პროდუქტებში უხვად არის.

როგორ გავაკეთოთ შინაური კეტჩუპი პომიდვრისგან

ამ რეცეპტით კეტჩუპის მომზადება ძალიან მარტივია. გამოდის მარკეტში ნაყიდზე ბევრად უკეთესი, რადგან მთლიანად ნატურალურია.

ინგრედიენტები

  • 4 კგ. პომიდორი
  • 0,5 კგ. ხახვი
  • 0,5 კგ. ვაშლი
  • 2-3 ცალი მწარე წიწაკა
  • 1 ს/კ შაქარი
  • 200 მლ. ძმარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 6 ცალი მიხაკი

მომზადების წესი:

  1. გაფცქვნილი ხახვი და ვაშლი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა ხარშეთ 20 წუთი.
  2. დაუმატეთ ასევე გატარებული პომიდორი და მწარე წიწაკა.
  3. ხარშეთ ერთად დაახლოებით 2 საათი. სითხე უნდა ამოშრეს და მასა გასქელდეს.
  4. როდესაც მასა გაცივდება, გაწურეთ წვრილ საწურზე. ბოლოს დაუმატეთ შაქარი, ძამრი, მარილი, დაფქული შავი პილპილი და დარიჩინი, მიხაკი.
  5. ყველაფერი ერთად ხარშეთ 15 წუთი. ჩაასხით სტერილურ ქილებში და დახუფეთ.

მითითებული რაოდენობის ინგრედიენტებით გამოდის 5 ნახევარ ლიტრიანი კეტჩუპი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის ძმარი, რაც სხვანაირ გემოზე წაიყვანს. სუნელებითაც შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ. მაგალითად, დაუმატოთ პაპრიკა, ბაზილიკი, იტალიური ბალახები, კარი…ზოგიერთი დიასახლისი კეტჩუპში უმატებს ბულგარულ წიწაკას, ის სხვა ინგრედიენტებთან ერთად უნდა გაატაროთ. თუ მოგწონთ ერთგვაროვანი კონსტიტენცია, შეგიძლიათ ათქვიფოთ ბლენდერით და შეანელოთ თქვენი გემოვნებით.

თუ გაგიმართლათ და პომიდვრის კარგი მოსავალი მიიღეთ, შეგიძლიათ მოამზადოთ მწარე სოუსი. ის საუკეთესო იქნება ბორშთან, მაკარონთან და სხვა კერძებთან კომბინაციაში. სცადეთ, ძალიან მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს