მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვებში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. როგორც ყველა ნებისმიერი სხვა დაავადებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის დროულ დიაგნოსტირებას, აღმოჩენას. paparazzi-ს რედაქციამ სპეციალურად მშობლებისთვის მოამზადა მეტად საჭირო ინფორმაცია, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ ავირიდოთ თავიდან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ბავშვურ ასაკში ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური დაავადებას მიოპია წარმოადგენს, რომელიც ყველასთავის ცნობილია ახლომხედველობის სახელით. ამ დროს ადამიანი შესანიშნავად ხედავს ნივთებს, რომელიც მისგან ახლოს მდებარებოს, ხოლო შორს მდებარე ობიექტებს ვერ ხედავს. ასეთი დაავადება შეიძლება იყოს როგორც შეძენილი ასევე მემკვიდრეობითიც.
ახლომხედველობის ნიშნები ბავშვებში:
- ბავშვი მუდმივად ცდილობს რაც შეიძლება ახლოს დაჯდეს მონიტორთან
- სახესთან ახლოს მიაქვს ტელეფონის ეკრანი
- ზედმეტად დაბლა იხრება როდესაც წერს ან კითხულობს
- ხშირად ჭუტავს თვალებს რათა დაინახოს რა მდებარეობს მოშორებით
შორსმხედველობა ბავშვებში იშვიათად გვხვდება.
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკა:
- სწორად უნდა მოვაწყოთ სამუშაო სივრცე, ისე, რომ იყოს ნათელი და კომპიუტერი საჭირო სიმაღლეზე მდებარეობდეს.
- შეზღუდეთ გაჯეტების გამოყენების ხანგრძლივობა
- გააკეთეთ თვალის სავარჯიშოები
- მიიღეთ ვიტამინები და მინერალების კომპლექსი
- რეგულარულად მიმართეთ ოფთალმოლოგს.
ასევე უნდა ვიცოდეთ ახლომხედველობის შესახებ – ბავშვებში:
ახლომხედველობა თვალის რეფრაქციის ანომალიაა, რომლის დროსაც ბავშვი ვერ არჩევს შორს მყოფ საგნებს, რადგან საგნებისაგან მომავალი პარალელური სხივები ერთდება ბადურის წინ, შესაბამისად შორს მყოფი საგნის გამოსახულება ბუნდოვანია. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია თვალის წინა-უკანა ღერძის დაგრძელებით.
ბავშვებში დაბადებისას თვალის კაკლის წინა-უკანა ღერძი მოკლეა, რაც განაპირობებს ჰიპერმეტროპიას, თუმცა ზრდასთან ერთად ჰიპერმეტროპია სუსტდება და ზოგ შემთხვევაში გადადის მიოპიაში. თანდაყოლილი მიოპია შესაძლოა დაკავშირებული იყოს დღენაკლულობასთან, განპირობებული იყოს მემკვიდრული ფაქტორებით ან პათოლოგიური პროცესებით. უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევებში თანდაყოლილი ახლომხედველობა ხასიათდება თვალის ფსკერზე ძალზედ მცირე ცვლილებებით.
ბავშვებში ახლომხედველობის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს: აკომოდაციის პირველადი სისუსტე, ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობა (კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომა), მხედველობის ჰიგიენის დარღვევა, ორგანიზმის დასუსტება არასწორი კვების შედეგად, გადაღლილობა, სხვადასხვა დაავადებები.
ასევე ვიდეოში ნახავთ რას ამბობს სპეციალისტები მიოპიას შესახებ: