ფეხმძიმობის მეშვიდე თვეს, ქალმა 5 ბავშვი 1 წუთში გააჩინა. ასეთი ტყუპები ექიმებს ჯერ არ უნახავთ

810

ჯეიმი და სკაილერ სკოტები ყოველთვის ოცნებობდნენ დიდ ოჯახზე. პირველად, მათ შეეძინათ შეიდენი და ლენგონი.

თუმცა, ბიჭებისთვის დის ან ძმის ჩუქების მცდელობაში, გაირკვა: ჯეიმის ჩასახვის პრობლემები გაუჩნდა. ხუთწლიანი წარუმატებელი ძალისხმევის შემდეგ, მეუღლეები მიხვდნენ, რომ ექიმების დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ.

უნაყოფობის მკურნალობის პირველი კურსი უშედეგოდ დასრულდა. ჯეიმიმ და სკაილერმა თითქმის იმედი სულ დაკარგეს, თუმცა მაინც გადაწყვიტეს, ყველა პროცედურა ჩაეტარებინათ. მხოლოდ მეორე კურსმა გამოიღო შედეგი.

ჯეიმის მესამე ფეხმძიმობა, დასაწყისში, პირველ ორზე უფრო მარტივად მიმდინარეობდა. ქალს გულისრევაც კი არ აწუხებდა, რაც პირველ ფეხმძიმობაზე მუდმივი პრობლემა იყო. თუმცა, მისის სკოტის მუცელმა ძალიან სწრაფად იწყო ზრდა. ჯეიმის გამოცდილებამ უკარნახა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

სიტუაციის ერთად განხილვის შემდეგ, ცოლ-ქმარმა გაიგო, რომ სამყაროს არა ერთი, არამედ ორი ან სამი ბავშვიც კი მოევლინებოდა. თუმცა, უბგ-ს შემდეგ, მეტყველების უნარი წაერთვათ არამხოლოდ ჯეიმისა და სკაილერს, არამედ ექიმებსაც. ულტრაბგერითი გამოკვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ქალი ერთბაშად 5 ბავშვს ატარებდა.

ექიმებმა შეამოწმეს: ყველა ემბრიონი ცოცხალი იყო. თუმცა, პატარები სამყაროს ჯანმრთელები და უვნებლები რომ მოვლენოდნენ, დედას ძალიან დიდი ძალისხმევის გაღება მოუხდა. საწყალი დღეში კალორიების ფანტასტიკური რაოდენობით ყლაპვა უწევდა., ფეხმძიმობის მეხუთე თვისთვის კი ჯეიმი საერთოდ ვეღარ დადიოდა, უზარმაზარი მუცლის გამო.

პატარა დეიზი, ლილი, ვაიოლეტი, ლინკოლნი და ლოგანი სამყაროს ვადაზე 2 თვით ადრე მოევლინენ. მშობიარობის შემდეგ, თითოეული პატარა არაუმეტეს კილონახევარ იწონიდა, თუმცა, ჯანმრთელმა და ძლიერმა ახალშობილებმა ძალიან სწრაფად იწყეს წონაში მატება. მალე ისინი ჩვეულებრივ ბავშვებს დაემსგავსნენ.

სპეციალისტების თქმით, უნაყოფობის მკურნალობამ მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობის შანსი გაზარდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ხუთი ტყუპი ძალიან იშვიათობაა. გარდა ამისა, ხუთივე ბავშვი ცოცხალი და ჯანმრთელი დაიბადა. ექიმები ირწმუნებიან, რომ ასეთი შემთხვევის ალბათობა დაუჯერებლად მცირეა.

თვითონ ჯეიმი და სკაილერი ძალიან ბედნიერები არიან. ისინი ამბობენ, რომ შვიდ ბავშვთან ერთდროულად გამკლავებას ნამდვილად შეძლებენ. ხოლო, თუ გაუჭირდათ, უამრავი მეგობარი და ნათესავი მზადაა მათ დასახმარებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს