ურთიერთობა ახლობელ ადამიანებს შორის, შეიძლება სულ უბრალო მიზეზის გამო გაფუჭდეს. ხშირად პრობლემის მიზეზი ფულია. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ ჩვენი მკითხველის ამბავს, რომელსაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის ერთადერთ შვილთან, მაგრამ როცა უარი განაცხადა თავისი ორ ოთახიანი ბინის გაცვლაზე რძლის ერთ ოთახიანში, დაძაბულობა გაჩნდა.
ორ ოთახიანი ბინის გაცვლა
“ლუკა ჩემი ერთადერთი შვილია. მე და ჩემი ქმარი არაფერს ვაკლებდით, მივეცით კარგი განათლება, მთელი რესურსი მას მოვანდომეთ. ის ჭკვიანი, მშრომელი ბიჭი იყო, აიღო დიპლომი, მოეწყო კარგ სამსახურში და თანდათან წინ მიდის.” – გვწერს ნატალია.სამი წლის წინ ჩემი ქმარი გარდაიცვალა. ლუკა ერთადერთი იყო, რაც გამაჩნდა. მისთვის ცალკე ბინის ყიდვა ვერ შევძელით, ეს ორ ოთახიანიც ძლივს მოვახერხეთ 40 წლის ასაკში. მეორე ბინაზე უკვე აღარ გვეყო რესურსი, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი შვილი შეძლებს თავისი სახლისთვის ფულის შეგროვებას.როდესაც ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, ძალიან გამიხარდა, რძალი ძალიან მომეწონა, უკვე შვილიშვილზე ვოცნებობდი, მაგრამ ქორწილის შემდეგ გოგონას ხასიათი საგრძნობლად შეეცვალა.”
ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრება – “თავიდან ახალგაზრდები საზღვარგარეთ წავიდნენ საქორწინო მოგზაურობაში, დახარჯეს უამრავი ფული. შემდეგ რძალმა რატომღაც სამსახურს თავი დაანება და უკვე მეორე წელია ახალი არც უძებნია.კიდევ კარგი, ბინის ქირის გადახდა არ უწევთ, რადგან რძალს თავისი პატარა ერთოთახიანი ბინა აქვს ქალაქის გარეუბანში.”საქმე იმაშია, რომ რძალს ფულის ხარჯვა უყვარს. მუდამ სალონებში დადის თავის მოსაწესრიგებლად. ჩემი შვილი ამბობს, რომ ფორმაში უნდა იყოს, ხშირად უწევს გასაუბრებებზე მისვლაო. სად დადის არ მესმის, სამსახურში აშკარად არ აყავთ.ერთხელ სტუმრად ვიყავი მათთან, საუბარი ბავშვებზე ჩამოვარდა. რძალმა ამოიოხრა და მითხრა, რომ მის სახლში არ იყო ამის პირობები, პატარა ფართი ჰქონდათ, ახლის საყიდლად კი ფული არ იყო.
არახელსაყრელი წინადადება – “ერთ დღეს რძალი და შვილი თავად მესტუმრნენ. მეგონა ჩემს სანახავად მოვიდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბინის გაცვლა უნდოდათ. სუფრასთან შვილმა შემომთავაზა, რომ მე მათ ბინაში გადავსულიყავი, ისინი კი ჩემს სახლში იცხოვრებდნენ.მათი ბინა ჩემთვის მოუხერხებელია, სამსახურიდან ძალიან შორს არის, მეზობლებთან შეჩვეული ვარ, ბინაც საჩემოდ მაქვს მოწყობილი. ჩემს ასაკში გარემოს შეცვლა არ არის მარტივი, ამიტომ უარი ვუთხარი.ჩემს შვილს ეს აზრი აშკარად ცოლმა მიაწოდა, თითონ ამას არ გააკეთებდა, ჩემს უარს გაგებით არ მოეკიდნენ და აქეთ გამინაწყენდნენ. მას მერე აღარ მეკონტაქტებიან…”რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს გარემოს შეცვლა ბევრად მარტივად შეუძლიათ, მათთვის ეს ახალი თავგადასავალია, მაგრამ ასაკოვანი ადამიანისთვის, რომელიც დამკვიდრებულია თავის ტერიტორიაზე, რთული საქმეა. ამიტომ ნატალიას გაგება შეიძლება, მაგრამ რამდენად გაითვალისწინებენ მის პოზიციას შვილები? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.