უხეში შეცდომები კრასულას მოვლისას, რომელთაც უშვებენ გამოუცდელი დილეტანტები.

2735

ბარაქის ხე უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც შესანიშნავად წმენდს ჰაერს და საჭიროებს მინიმალურ მოვლას. ამის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე უხეში შეცდომა, რომელთა შედეგად კრასულა შეიძლება გაუხეშდეს. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ მორწყათ ბარაქის ხე და რას უნდა ერიდოთ.

როგორ მოვრწყათ ბარაქის ხე

კრასულას მოვლისას უმთავრესი შეცდომა- ეს არასწორი მორწყვაა. მოცემული მცენარე განეკთვნება სუკულენტების ჯიშს, შესაბამისად, მას არ სჭირდება ნიადაგის დატენიანება. ფოთლებში სინოტივის დაგროვების უნარი მცენარეს უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის წყლით ხანგრძლივი დროით.ზაფხულობით მცენარე უნდა მორწყათ დაახლოებით კვირაში ერთხელ, ზამთარში კი თვეში- ორჯერ. ზედმეტი დატენიანების შემთხვევაში ბარაქის ხის ფესვები დაიწყებს ლპობას. იდეალურ ვარიანტში ნიადაგი უნდა დარჩეს დანოტიოებული შუა ნაწილში, ზედა ფენებში კი- გამომშრალი.

ასევე არ შეიძლება კრასულას მორწყვა ონკანის ცივი წყლით. მანამდე ბოთლი აავსეთ წყლით და აცადეთ მას გათბობა ოთახის ტემპერატურამდე. ასევე იგი უნდა შეინახოთ ღია ჭურჭელში, რათა აორთქლდეს ქლორი. ბარაქის ხეს ნამდვილად არ აწყენს, თუ ზაფხულობით მიასხურებთ ხოლმე წყალს პულვერიზატორიდან. ზამთარში მცენარე სველი ტილოთი გაწმინდეთ.როგორც ცნობილია, ბარაქის ხე კარგად წმენდს ჰაერს. სწორედ ამიტომ ადამიანთა დიდი ნაწილი აწყობს კრასულას ტურნეს მთელს ბინაში. ამის გაკეთებას არ გირჩევთ, რადგან მცენარე გაუხეშდება. სხვა ოთახში გადატანის შემთხვევაშიც კი ბარაქის ხეს შეიძლება ჩამოცვივდეს ფოთლები. შეარჩიეთ მისთვის ჩრდილო-სამხრეთის ან სამხრეთის ფანჯრების, მოარიდეთ იგი  მზის პირდაპირ სხივებს.

ბარაქის ხის ფოთლებს უნდა ჰქონდეს მწვანე შეფერილობა. თუ მათ შეიცვალეს ტონალობა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მისი მოვლისას შეცდომები დაუშვით. თუ ფოთლებზე გაჩნდა ვერცხლისფერი ნადები, ესე იგი ოთახში კრასულათვის არახელსაყრელი პირობებია.ფოთლებზე ბუშტუკების წარმოქმნა მეტყველებს ჭარბ მორწყვაზე ან მცენარეზე ფარის არსებობაზე. თუ მათ მიიღეს მოწითალო ან მოიისფრო შეფერილობა, ეს მიუთითებს მზის სხივების მოქმედებაზე ან სასუქებით ჭარბად განოყოერებაზე.

ახლა უკვე იცით, თუ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ ბარაქის ხის მოვლისას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს