ყველამ არ იცის, როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება უბრალო ნივთებით. არადა ადრე საკმაოდ ეფექტურად ვწმენდდით ფანჯრებს გაზეთებით, ვიყენებდით სახამებელს შპალერის გასაკრავად და კიდევ ათასი რამ. მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ეს ხრიკები გავიხსენოთ და ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობას.
ჭურჭლის გამოყენება
როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელია კაპრონის კოლგოტის გამძლეობის გაზრდა. ამისთვის ის უნდა დაასველოთ წყალში, მოათავსოთ სპეცილურ საკეტიან პაკეტში და შედოთ საყინულეში. შემდეგ გამოიღოთ, გააშროთ და გამოიყენოთ ჩვეულებრივად. ამით მისი გამძლეობა მნიშვნელოვნად იზრდება.ავტომობილებისთვის: ზამთარში არ არის აუცილებელი მანქანის საქარე მინების აწევა. შეგიძლიათ შემოახვიოთ მილების საიზოლაციო ქსოვილი. ეს დაიცავს მას თოვლისა და ყინვისგან, თან ძალიან იაფი ღირს.ბოთლიდან საცობის ამოღების რამდენიმე ხერხი არსებობს. ყველაზე მარტივია შტოპერით ამოღება, მაგრამ ყოველთვის არ გვაქვს ხოლმე. მანდილოსნებს ეს მარტივად გამოუვათ თმის უთოს საშუალებით. ჩართეთ ხელსაწყო და პირებს შორის მოათავსეთ ბოთლის ყელი. მაღალი ტემპერატურის გავლენით საცობი თავად ამოვარდება ბოთლიდან.
როდესაც მობილურში შენახულ რეცეპტებს კითხულობ და თან რამეს ამზადებ, ხელი ფქვილიანი ან ცომიანი გაქვს. ტელეფონი რომ არ დასვაროთ, შემოახვიეთ სამზარეულოს ცელოფანი და აღარ იდარდოთ აპარატის სისუფთავეზე.მარტივია ბევრი ახალი მოხარშული კვერცხის ერთდროულად გაფცქვნა. აიღეთ პატარა ჯანი, ჩაასხით ძირზე ცოტა წყალი, მოათავსეთ კვერცხები, დააფარეთ თავზე და კარგად შეანჯღრიეთ.კაკალს კაკლის სამტვრევით ამტვრევენ, მაგრამ სხვა უკეთესი ხერხიც არსებობს. დაგჭირდებათ ჩაქუჩი, მაკრატელი, კვერცხის ჩასალაგებელი და მოსახერხებელი, მყარი ზედაპირი. ჩაალაგეთ კაკლები კვერცხის ჩასაწყობ ღრმულებში და ჩაქუჩით დაამტვრიეთ. არც ნაჭუჭი გაიფანტება და ვერც ააცილებთ. თხილისთვის კი მაკრატლის სახელური გამოიყენეთ. დააფიქსირეთ და ჩაარტყით.იცოდით, რომ ნივრის გაფცქვნა სულაც არ არის აუცილებელი? დაჭყლიტეთ საჭყლეტში პირდაპირ და კანი ცალკე დარჩება.
საფქვავები სანელებლებისთვის რამდენიმე საინტერესო საიდუმლოს ინახავს. მასზე შესაძლებელია დაფქვის ხარისხის დარეგულირება. თავიდან თავი მოატრიალეთ საწინააღმდეგო მიმართულებით, ან დაფქვის წინ ამოწიეთ ზემოთ.ასეთი ელემენტარული და მარტივი წესებით გაიმარტივებთ ცხოვრებას და ნივთებსაც შეუნარჩუნებთ სიახლეს. თქვე რა ხრიკებს იყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.