როგორ მოვიქცეთ, თუ ბინაში შემოაღწია თავხედმა ვირთხამ და სამზარეულოში დიასახლისივით იქცევა.

1285

შინაური ცხოველები- შესანიშნავია. თუ, რა თქმა უნდა, ისინი სახლში თავისით არ ჩნდებიან, ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ. როგორ მოვიშოროთ ვირთხები, თუ მღრღნელებმა თავი მოგვაბეზერეს? პრობლემა არახალი, თუმცა საკმაოდ სერიოზულია.ტარაკანებისა და რწილებისგან განსხვავებით, ვირთხები ძალიან ეშმაკი ცხოველებია. ისინი სტიქიურად მრავლდებიან და გადააქვთ სხვადასხვა დაავადება. შიმშილობის ჟამს მათ შეუძლიათ საპნის და რეზინის ნაკეთობების მონელებაც კი.

როგორ მოვიშოროთ თავიდან ვირთხები

რის გამო არიან მღრღნელები აუტანლები?

  • აფუჭებენ ავეჯს, კედლებს, მავთულებს, შეუძლიათ დაღრღნან პროდუქტების მარაგები სარდაფსა ან საკუჭნაოში.
  • შესაძლოა იყვნენ სერიზული დაავადებების გადამტანები.
  • ხმა. ღამ-ღამობით, როცა ვირთხები ღრღნიან კედელს ან უბრალოდ ახალ ადგილას იკეთებენ ბუდეს, მათი ფაჩუნი აუტანელი ხდება.
  • ისინი ავრცელებენ სახლში უსიამოვნო სუნს.

პრინციპში, სახლში ვირთხების გაჩენისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ზოგიერთმა ფაქტორმა შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს უსიამოვნო მეზობლობის შანსები. მაგალითად, თუ სახლთან ახლოს განთავსებულია ადგილობრივი ნაგავსაყრელი.ხარახურით გამოჭედილი, დაულაგებელი სარდაფიც შეიძლება მოეწონოთ მღრღნელებს, ზუსტად ისევე, როგორც მაღაზიების საწყობები. არა აქვს მნიშნვნელობა, რამდენად დაცულია იქ სანიტარული რეჟიმი.ასევე ზედმიწევნით უნდა დაათვალიეროთ ნივთებით სავსე ყუთები გადაბარგებისას.

როგორ უნდა ვებრძოლოთ თავხედ მღრღნელებს? – პირველ რიგში, უნდა ამოვავსოთ ბზარები, ხვრელები და გასასვლელები, სადაც შეიძლება გაეტიოს მღრღნელი. ამისათვის ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ სახლი და გამოიყენოთ სწორი ჰერმეტული საშუალება, იხმარეთ სინთეტიკური მასალები. გირჩევთ, რომ ტოქსიკურ ნივთერებებთან შეახამოთ საკვები სატყუარები. ვირთხები ძალაინ ეშმაკები არიან და უბრალოდ შხამი მათ არ დააინტერესებთ.ხაფანგებიც და ულტრაბგერითი დამფრთხობი საშუალებებიც შესაძლოა გამოგადგეთ. გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა გამოიყენოთ, რადგან მღრღნელები მარტივად სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე. რამდნიმე კვირაში ისინი მიხვდებიან, რომ თაგვსაჭერი მათთვის საფრთხეს წარმოადგენს და გაიწაფებიან იქედან საჭმლის უსაფრთხოდ გამოტანაში. აღსანიშნავია, თუ მღრღნელები კარგავენ ყნოსვის შეგრძნებას, მათი გაცურება და დაჭერა გაცილებით მარტივდება. სწორედ ამიტომ თქვენი საცხოვრებელი უნდა აავსოთ სურნელოვანი მცენარეებით.

დასკვნა: ვირთხები სახლში- სერიოზული პრობლემაა. ამ საკითხით უნდა დაკავდეთ რაც შეიძლება ადრე. სჯობს ისარგებლოთ ყველაზე გამოცდილი მეთოდებით. უკიდურეს შემთხვევაში- მიმართეთ დასახმარებლად სპეციალისტს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს