ჯანმრთელობა ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის. ადამიანები დიდი ყურადღებით ესინჯებიან ექიმს, იტარებენ ანალიზებს. მიუხედავად ამისა, ისინი იშვიათად აქცევენ ყურადღებას ფარისებრ ჯირკვალს, რომელიც ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ჰორმონებს გამოიმუშავებს. ფარისებრი ჯირკვალი გამოჰყოფს ჰორმონ T3-ს, T4-ს, თავისუფალ T3-ს და რევერს T3-ს. მისი ფუნქციის რღვევისას ორგანიზმში ენერგეტიკული და ბიოსინთეზური პროცესების ოპტიმალური დონე ვეღარ ნარჩუნდება და ვითარდება რიგი დაავადებები. ამ სტატიაში PAPARAZZI თქვენ წარმოგიდგენთ ამ ენდორკინული ჯირკვლის დისფუნქციის 8 ნიშანს, რომელთა ცოდნაც უამრავ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის 8 ნიშანი:
- მსუბუქი კანკალი და შფოთი – თუკი ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად გამოიმუშავებს ჰორმონებს, ორგანიზმი ხმაურისა და ნებისმიერ გარე ზემოქმედების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება. ადამიანისწრაფად ღიზიანდება, იწყება კანკალი, გადაღლილობის შეგრძნება და ა.შ
- შინაგანი მდგომარეობის შეცვლა – ჰორმონების ნაკლებობის შემთხვევაში პიროვნება შინაგან დონეზე თავს მარტოსულად გრძნობს. ორგანიზმი გადაღლილია, არაფრის თავი აქვს და ენერგიას სწრაფად კარგავს.
- წონის ცვალებადობა – ენერგიისა და ნივთიარებათა ცვლის დისფუნქციის დროს ხშირია წონაში უეცარი მატება და კლება.
- უცნაური ტკივილები – თუკი ხშირად გაწუხებთ უცნაური ტკივილები კუნთებში, გრძნობთ დაღლასა და უმიზეზო სისუსტეს, დიდი შანსია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გქონდეთ.
- უჩველო მენსტრუალური ციკლი – ჰიპეთერიოზის დროს მენსტრუალური ციკლი იცვლება. ციკლი შესაძლოა ძალიან ადრე ან გვიან დაგეწყოთ, ასევე დიდ ხანს გაგიგრძელდეთ ან მოულოდნელად შეგიწყდეთ.
- შესიება – ჰიპოთერიოზმა შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და კუჭის შეკრულობა. ამ პრობლემების გამო სხეულის რაღაც ნაწილები სივდება, განსაკუთრებით კი ეს სახის არეზეა შესამჩნევი.
- ტემპერატურის უჩვეულოდ აღქმა – ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ტემპერატურის უჩვეულო აღქმა. მათ უმიზეზოდ სცივათ და სცხელათ.
- გარეგნული ცვლილებები – ჰიპეთერიოზის დისფუნქციისას კანი მოყვითალო ფერს იღებს. იწყება თმის ცვენა. თვალები მიბნედილი, ხოლო სხეული მოთენთილია ხოლმე.
როგორ ვუმკურნალოთ ფარისებრ ჯირკვალს?
- თავი დააღწიეთ სტრესს – ზედმეტი სტრესი ნეგატიურად მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვალზე, ხოლო იგი ფარისებრის სათანადო მუშაობის გარანტია. ეცადეთ მაქსიმალურად გათავისუფლდეთ სტრესისგან, რასაც მედიტაციის მეშვეობით აუცილებლად მოახერხებთ.
- გაზარდეთ იოდის რაოდენობა – თუკი თქვენ საკმარისი რაოდენობის იოდს არ იღებთ, დაიწყეთ მისი რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა!იოდის მაღალი შემცველობით გამოირჩევიან წყალმცენარეები და მარილის სხვადასხვა ტიპები. ნუ იტყვით მათზე უარს.
- თავიდან მოიცილეთ ვერცხლი – ვერცხლის პლომბების ძირითად საშენ მასალას ამალგამა წარმოადგენს, რომელიც ვერცხლისწყლისგანაა დამზადებული, ამიტომ უარი თქვით ამ ძვირადღირებულ სიამოვნებაზე და არჩევანი ჩვეულებრივ პლომბებზე გააკეთეთ.
- ნუ მიიღებთ წებოგვარას(გლუტენს) – რაციონში წებოგვარებისა და მარცვლეულის შეზღუდვა აუცილებლად დაეხმარება თქვენს ფარისებრ ჯირკვალს გამოჯანმრთელებაში. ამ რჩევას ასევე აძლევენ ჰაშიმოტოს მქონე პირებს, რადგან ზემოთხსენებული საკვები პროდუქტების ჭარბი მოხმარება აზიანებს თქვენს ენდოკრინულ სისტემას.
- მიიღეთ მეტი სელენი – სელენი იმ მინერალთაგანია, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს რეგენერაციაში ეხმარება. დიდი რაოდენობით სელენს სეიცავს: ბაზილიკის თხილი, სოკო, ღორის ხორცი და ორაგული.
- ნუ მიიღებთ BPA პროდუქტებს – BPA ქიმიური პროდუქტია, რომელიც მომწამლავ ნივთიერებებს შეიცავს და აზიანებს ჩვენს ორგანიზმს. თუკი საკვების ტარება გიწევთ ხოლმე, არჩევანი შუშის კონტეინერებსა და ბოთლებზე შეაჩერეთ.
- მიიღეთ ნაკლები ნახშირწყალი – ნახშირწყლები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ, რომელიც ორგანიზმში ესტროგენის დონეს საგრძნობლად მაღლა სწევს, ხოლო ამ ჰორმონის დიდი რაოდენობით გამოყოფა ფარისებრ ჯირკვალს ვნებს და მის დისფუნქციას იწვევს.
- გათავისუფლდით ბრომისა და ფტორისგან – ეცადეთ მაქსიმალურად შეზღუდოთ ეს ქიმიური სუბსტანციები, რადგან მათი დიდი რაოდენობით მიღება მთლიანად ორგანიზმისთვისაა საზიანო.
იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ამ სტატიაში ნახსენები რომელიმე სიმპტომი მაინც აღმოგაჩნდათ, ნუ შეშინდებით. შიში არასდროს არავის არაფერში დახმარებია. უმჯობესი იქნება სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ექიმს ესტუმროთ, რომელიც ანალიზების საფუძველზე ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ.