მიზეზი, რატომ არ რჩებიან კაცები კარგ ქალებთან და სინანულის გარეშე ტოვებენ

582

დასანანია იმის ყურება, თუ როგორ ინგრევა მორიგი ოჯახი, რომელიც სხვების თვალში უნაკლოდ გამოიყურებოდა. გასაკვირი არაა, რომ ბევრს აინტერესებს, რატომ ხდება ასე, რატომ შორდებიან წყვილები, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთს იდეალურად უხდებიან.Paparazzi გიზიარებთ ჩვენი მკითხველის აზრებს, რომელსაც ყოველთვის აინტერესებდა, რატომ შორდებიან კაცები კარგ ქალებს, მაგრამ მზად არიან დარჩნენ იმ ქალების გვერდით, ვინც არ უყვართ. რატომ აქვს მოსაწყენ ქალს ბედნიერი და ხანგრძლივი ქორწინების მცირე შანსი?

მოსაწყენი ქალი

„ერთმა ჩემმა ახლობელმა მეორე ნახევარი ძალიან პრაგმატულად აირჩია. შორს იყო იმ ფიქრებისგან, რომ ოდესმე შეხვდებოდა გოგონას, რომელსაც შეიყვარებდა და ვისთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გაატარებდა. მისი მიდგომა განსხვავდებული იყო“ – წერს ქეთო.

„მის ჰორიზონტზე გამოჩენილ ყველა ქალს ყველა მხრიდან აანალიზებდა. აინტერესებდა, თუ იქნებოდა მისთვის ღირსეული ცოლი. ბევრი კრიტერიუმი ჰქონდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პოტენციური მეუღლე.ყველა პარამეტრის შესახებ არ ვიცი, მაგრამ ჩემი ახლობელი რამდენიმეს არ მალავდა. მის მომავალ მეუღლეს აუცილებლად კარგი მანერები უნდა ჰქონდეს, გემრიელად ამზადებდეს, თანამედროვე ლიტერატურას კითხულობდეს და კინო სიახლეებს ეცნობოდეს. ბავშვების არ ყოლა, ცუდი ჩვევების და მემკვიდრეობითი დაავადებების არ ქონა აუცილებელი პირობა იყო.ასეთი ძიების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ არასდროს დაქორწინდებოდა და მთელ ცხოვრებას ძიებაში გაატარებდა. გავოცდი, როცა არჩევანი გააკეთა და იდეალური ცოლი მიიღო. ის მუშაობდა, სახლში წესრიგს ყურადღებას აქცევდა, გემრიელად ამზადებდა, თავისუფალ დროს წიგნებთან ან კარგი ფილმის ყურებაში ატარებდა.

ყველაფერი იდეალური იყო, მაგრამ ნაცნობი მალე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. გააცნობიერა, რომ არ სურს მთელი ცხოვრება ამ ქალთან გაატაროს და მისგან შვილები ჰყავდეს. გვერდზე ხშირად იყურებოდა, იმედი ჰქონდა, რომ ვინმე მის გულს ააჩქროლებდა. მოსაწყენი ქალი, რომელიც ყველაფერს სწორად აკეთებდა და სახლში ელოდა, სევდას ჰგვრიდა.მის გვერდით უბედური აღმოჩნდა: არანაირი სკანდალი, არანაირი ეჭვიანობის სცენები. და მაინც არ დაშორდა, რადგან მიხვდა, რომ ასეთ ქალზე ხელის მთხოვნელი მალე გამოჩნდება. სწორედ ამიტომ, დღემდე ერთად არიან, ჯერ კიდევ შვილების ყოლას გეგმავენ, ჯერ კიდევ თვალთმაქცობენ, რომ ერთად წარმოუდგენლად ბედნიერები არიან. ნამდვილად ბედნიერნი არიან? ძალიან ვეჭვობ“ – ამბობს ქეთო.

რედაქციის რჩევა: ერთხელ მწერალმა ტატიანა უსტინოვამ მსგავს ურთიერთობაზე საინტერესოდ ისაუბრა. აღნიშნა, რომ მისი ნაცნობი ცოლზე საუბრისას ყოველთვის იმას ამბობდა, რასაც ცოლი არ აკეთებდა. არ სვამს, სკანდალებს არ აწყობს, არ ეჭვიანობს, არ კამათობს.როცა ჰკითხეს, თუ რას აკეთებს და რისი გაკეთება უყვარს, დაიბნა. იქნებ უყვარს თანამედროვე ცეკვა ან მოგზაურობით ცხოვრობს ან შესაძლოა ყვავილების გაზრდაზე გიჟდება? რა გატაცება აქვს?

ქმარი პასუხის გაცემას ვერ ბედავდა. გამოდის, რომ ამდენ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლზე არაფერი იცოდა ან მისი ცოლი არაფრით გატაცებული იყო.ამბობენ, რომ ბევრი კარგი ადამიანია, ნამდვილად საინტერესო ცოტა. სწორედ ამიტომ, მოსაწყენი ქალიც და კაციც ხშირად მარტო რჩება. საკმარისია, რომ პარტნიორმა ჰორიზონტზე უფრო საინტერესო ვინმე დაინახოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს