შოკოლადის ორცხობილის რეცეპტი თანამედროვე დიასახლისების ნამდვილი მხსნელია. ასეთი ტკბილეულის მომზადებას მაქსიმუმ 15 წუთი და მინიმალური ინგრედიენტები სჭირდება. საოცარი გემო და არომატი აქვს. საოცარი შოკოლადის შოუა. სასწრაფოდ ჩაწერეთ ან რეცეპტი შეინახეთ.
შოკოლადის ორცხობილა – გემრიელი შოკოლადის ორცხობილისთვის საიდუმლო ინგრედიენტი დაგჭირდებათ. რომელი? კარგი კითხვაა. დამეთანხმეთ, მაღაზიაში შოკოლადის ყიდვა, შემდეგ სახლში მისი გადნობა, მომგებიანი და პრაქტიკული არაა. შინაურული შოკოლადის მომზადება ყველას არ შეუძლია ან არ სურს. რა მოაგვარებას პრობლემას? უდავოდ, შოკოლადის პასტა „ნუტელა“. ამ რეცეპტში გვერდს ვერ აუვლით.
ცომის ინგრედიენტები:
- 180 გრ „ნუტელა“
- 1 კვერცხი
- 150 გრ ფქვილი
- მცენარეული ზეთი
- კაკალი
ასეთი ორცხობილა სწრაფად და მარტივად მზადდება, გირჩევთ საქმეში ბავშვები ჩართოთ. თუ ბავშვებს სამზარეულოში მომზადება უყვართ, ამ რეცეპტს დააფასებენ. დიდი დრო და ძალა არ დაგჭირდებათ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. ტკბილეული პატარებსაც და უფროსებსაც მოეწონებათ.
მომზადების წესი:
- ღრმა თასში კვერცხი და „ნუტელა“ აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. თანდათან ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ჯერ კოვზი გამოიყენეთ, შემდეგ ხელით მოზილეთ.
- რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი ხელისგულზე დაიწვეთეთ და შეიზილეთ, რომ ცომი ხელზე არ მიგეკვრათ. მიღებული ცომი 15 ნაჭრად დაჭერით და ბურთები გააკეთეთ. ცომის გუნდები დიდი ნიგვზის ზომის უნდა იყოს.
- საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მომავალი ორცხობილები დააწყვეთ. თითოეულ ბურთში თითით პატარა ჩაღრმავებები გააკეთეთ, რომ თაფლაკვერის მსგავსი გამოვიდეს. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ არაფერი დაიწვას. მნიშვნელოვანია, დიდხანს არ გააჩეროთ.
- მზა ორცხობილა საცხობი ფორმიდან ამოიღეთ და სრულ გაგრილებას დაელოდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ორცხობილა გააფორმოთ. შეგიძლიათ „ნუტელა“ გამოიყენოთ, ზემოდან კი კაკლის ნაფშვენი მოაყაროთ. ნებისმიერი კაკალი გამოგადგებათ. ნიგოზი ან ნებისმიერი სხვა ვარიანტი (თხილი, ნუში, ფისტაშკი) გამოიყენეთ.
შოკოლადის ორცხობილა სწრაფად წასახემსებლად – ასეთი მარტივი რეცეპტი გამოადგება მათ, ვინც ჩქარობს და ქურასთან დიდხანს ჯადოქრობისთვის არ ცალია. სახლში გამომცხვარი ორცხობილა ნაყიდზე ბევრად გემრიელია, თან მხოლოდ 10 წუთში ცხვება. იდეალური ვარიანტია სტუმრების გასამასპინძლებლად, რომლებიც უკვე ზღურბლზე არიან. სანამ ჩაის ელოდებიან, ტკბილეული სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ.რომელია თქვენი საყვარელი შოკოლადის ორცხობილა? ოჯახის წევრებს შინაურული გამომცხვარით ანებივრებთ თუ მაღაზიაში ყიდულობთ?