ითვლება, რომ ბევრი პროდუქტი ადამიანისთვის ურთიერთშემცვლელია. მაგალითად, შაქარი და თაფლი ან კარტოფილი და ბატატი. თუ ამას დიეტური კუთხით შეხედავთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუ ცოტა ჩაუღრმავდებით და საკითხს მიკროელემენტების რაოდენობით განსაზღვრავთ, უკვე რთული გასაგები გახდება. მაგალითად, რით შეიძლება კარაქის ჩანაცვლება, რომ იმავე ულუფის სასარგებლო ცხიმები მიიღოთ? ადამიანი იტყვის: თუ ორგანიზმს კარაქი სჭირდება, კარაქი უნდა მიირთვათ. თუ ხორცი – შესაბამისად, ხორცი და ა.შ. სინამდვილეში ყველაფერი ასეთი მარტივი არაა. ფაქტია, რომ ცხიმები შეიძლება იყოს ნაჯერი და უჯერი, სასარგებლო და საზიანო. ადამიანის ასაკიც მითითებას გაძლევთ, რომელი ცხიმი უნდა მიირთვათ ამ მომენტში. ჯანმრთელობა რთული საქმეა, რომელსაც უნდა მოერგოთ.
რით ჩავანაცვლოთ კარაქი
მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის (არა სპორტსმენისთვის) ცხიმის მოხმარების ნორმად მთელი კალორიების 35% ითვლება. კიდევ 50% ენერგიის მომცემი ნახშირწყლებია. ყველაფერი, რაც რჩება – ცილების წილი. ნაჯერი ცხიმები მხოლოდ 5-10% უნდა იყოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ ეს რიცხვები გადაჭარბებულია, რადგან ნაჯერი ცხიმები შინაგან ორგანოებზე დადებით გავლენას არ ახდენს.მარტივად რომ ვთქვათ, დღეში ნაჯერი ცხიმებს ნორმაა 2 ნაჭერი პიცა ან 4-5 შინაურული კატლეტი. მეტი არა! ამ წესის დაცვა 50 წლის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მჯდომარე ცხოვრების წესის შემთხვევაში 40 წლის შემდეგ ამაზე უნდა დაფიქრდეთ. წელზე ზედმეტი სანტიმეტრები და შესამჩნევი ქოშინი ნაჯერი ცხიმების ბოროტად მიღების პირველი ნიშნებია.
საინტერესოა: ადამიანებიც, რომლებიც ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ, მაღალი რისკის ქვეშ არიან. აღმოჩნდა, რომ კარაქი, ყველი და ცხიმიანი წითელი ხორცი, თუნდაც ყოველდღიურ დასაშვებ ნორმაში, შეიძლება საჭმლის მომნელებელი პრობლემების და ვისცერალური ცხიმის (შინაგანი ორგანოების გარშემო დაგროვებული ცხიმი) დაგროვების გამომწვევი გახდეს. გამხდარ ხალხსაც შეიძლება ჭარბი ვისცერალური ცხიმი ჰქონდეს.ვისცერალური ცხიმის ჭარბი დაგროვება გულ–სისხლძარღვთა სისტემის გართულებებს იწვევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ წუთიდან წითელი ხორცის ან კარაქის მიღება უნდა შეწყვიტოთ. არა, თუმცა თქვენი სასურსათო კალათა უნდა გააფართოვოთ და სხვა ინგრედიენტებს ყურადღება მიაქციოთ. ალტერნატივა არსებობს.
ალტერნატივა – ნუტრიციოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ზღვის თევზი შეიძლება გახდეს პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს საკმარისი სასარგებლო ცხიმების მიღებაში დაეხმარება და ხორცის, კარაქის და ყველის კარგი ალტერნატივა გახდება. ეს გულ–სისხლძარღვთა სისტემას გააძლიერებს და გულზე დადებითად იმოქმედებს.თევზს აუცილებლად კეთილშობილური შესახედაობა არ უნდა ქონდეს. ხარისხიანი ქაშაყი, თინუსი, სკუმბრია და კალმახი გამოგადგებათ. მათი დახმარებით ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს შეივსებთ და ცუდი ქოლესტერინის წარმოქმნის რისკს შეამცირებთ.თევზი ბევრ ომეგა 3–ს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში ანთებას ებრძვის. ცხიმოვანი მჟავების მიღება თმის და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს. ასევე სახის კანის და სკალპის მდგომარეობას არეგულირებს. მეცნიერები ამბობენ, რომ შედეგი 2 კვირის შემდეგ უნდა გამოჩნდეს.
ცხოვრებისეული მაგალითი – ნორვეგიულმა ოჯახმა ჰაუგმა პატარა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მთელი თვის განმავლობაში დღეში ერთხელ მაინც თევზს მიირთმევდნენ. საუზმეს, სადილს და ვახშამს მნიშვნელობა არ ჰქონდა. 4 კაციანმა ოჯახმა ჯამში 14 კგ ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე დაიკლო. ბავშვების სპორტული მაჩვენებლები გაუმჯობესდა.უფროსებს სისხლში შაქრის დონე დაურეგულირდათ, არტერიული წნევა და ქოლესტერინის რაოდენობა შეუმცირდათ. გარდა ამისა, თავს გაცილებით უკეთ გრძნობდნენ. და ეს იმის მიუხედავად, რომ ოჯახის ყველა წევრს თევზი არ უყვარდა. თავიდან ასეთ დიეტაზე გადასვლა მარტივი არ იყო, თუმცა ციფრები არ იტყუება.გამოდის, რომ ხუთშაბათობით თევზის ჭამას ტყუილად არ გვირჩევდნენ. ორგანიზმისთვის მხოლოდ სასარგებლოა. უნდა გესმოდეთ, რომ ასეთი პროდუქტიც შეიძლება მომზადებისას გააფუჭოთ. ნაკლებად მარილიანი ან ორთქლზე მომზადებული თევზი სანელებლებით ერთია, მაგრამ კლიარში ამოვლებული მინტაი კარტოფილი ფრისავით მთელ ვედრო მცენარეულ ზეთში შემწვარი სარგებელს ვერ მოგიტანთ. ეს უნდა გაითვალისწინოთ!