მდგმურმა ბინა თამბაქოს კვამლით გაავსო, ყვითელი ნადები და სუნი ეფექტური მეთოდით მოვაშორე

0
202

თამბაქოს სუნი ბინაში ისაა, რისი სწრაფად მოშორება გვსურს. ამის გაკეთება მარტივი არაა. იგივე ფისოვანი ნივთიერება და ზეთი, რომელსაც თამბაქო შეიცავს, სხვადასხვა ზედაპირებში ღრმად აღწევს და იქ დიდხანს რჩება. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი, რომელიც შენობაში მყარად დასახლდა. ამოცანა ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ მოგვარების მეთოდები საკმარისია. ნამდვილად იპოვით ვარიანტს, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ.

„მდგმურები ორთქმავალივით აბოლებდნენ, მთელი ბინა კვამლით გაავსეს. როცა ბინაში მოვედით, გაყვითლებული კედლები საკუთარი თვალით ვნახეთ და უსიამოვნო სუნი ვიგრძენით, რომელიც ყველა ზედაპირში შეწოვილიყო, გავოგნდით“ – ამბობს მარი.„რა თქმა უნდა, იმ დასკვნამდე მივედით, რომ მალე რემონტის გაკეთება მოგვიწევდა, ეს გარდაუვალი იყო. რემონტი ზაფხულისთვის დაიგეგმა. რა გავაკეთოთ მანამდე? სუნი არ ქრებოდა, განსაკუთრებით სააბაზანო ოთახში.და მაინც, პრობლემის თითქმის მთლიანად მოშორება მოვახერხეთ. სადღაც წავიკითხეთ, რომ უსიამოვნო სუნს სველი ბამბის პირსახოცი იწოვს. საბოლოოდ, ასეთი 10 პირსახოცი ჩავალბეთ და ოთახებში მიმოვფანტეთ.

სახლი გენერალურად დავალაგეთ. წყალს ნიშადურის სპირტი დავუმატეთ. ყველა ზედაპირი გავწმინდეთ, ავეჯის გადასაკრავიც არ დაგვიწყებია. ხალიჩა და ფარდები გავრეცხეთ. სუნთქვა უფრო გაადვილდა.ბოლოს ყველა ოთახში დაფნის ფოთლის სუნში გავახვიეთ. უბრალოდ მდგმურების მიერ დატოვებულ საფერფლეში ჩავყარეთ, დავწვით და ნელ–ნელა მთელი ბინა შემოვიარეთ. შემდეგ გავანიავეთ. ახლა ზუსტად ვიცი, რომ მწეველ მდგმურებს ბინას აღარ მივაქირავებ“ – გვიზიარებს მარი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ უსიამოვნო სუნის 70%–ს ქსოვილები შეიცავს. თუ ფარდას, გადასაკრავს და ხალიჩას საკუთარი ძალებით ვერ რეცხავთ, ქიმწმენდას მიმართეთ. დიახ, ფულის დახარჯვა მოგიწევთ, მაგრამ შესამჩნევ ეფექტს მიიღებთ.სხვა საშუალებებს შორის, რომლებიც სახლის დალაგებასა და გარეცხვაში გვეხმარება, უნდა გამოვყოთ ძმარი. მაგალითად, თუ ერთი ოთახი კვამლით განსაკუთრებით დაზარალდა, ცოტა ძმარი კონტეინერში ჩაასხით და მთელი ღამით ან 24 საათით გააჩერეთ. ჰაერი გაიწმინდება.

მწვანე ვაშლი კარგი შთანმთქმელია. ასეთი ვაშლი რამდენიმე ნაწილად დაჭერით და თამბაქოს კვამლით სავსე ოთახში დატოვეთ. უსიამოვნო სუნს ბრინჯის და ყავის მარცვლებიც აქრობს. თამბაქოს სუნის მოსაშორებლად ოთახის ყველა კუთხეში მიმოყარეთ.