დაიწყო ახალი ბოსტნეულის სეზონი. მაცივარში მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება, მაგრამ გაჩნდა პრობლემაც. შევამჩნიე, რომ ბოსტნეული სწრაფად ფუჭდება. და თუ პომიდორი როგორღაც ინარჩუნებს ფორმას, კიტრი რამდენიმე დღეში აღარ ვარგა. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ შევინახოთ კიტრი მაცივარში, რათა უფრო დიდხანს იყოს ახალივით.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შევეცდებით მაქსიმალურად დეტალურად ვუპასუხოთ ამ კითხვას.
როგორ შევინახოთ კიტრი
სხვა ბოსტნეულის მაცივარში უპრობლემოდ ინახება, მაგრამ კიტრი მალე ფუჭდება. Რატომ ხდება ასე? საქმე იმაშია, რომ კიტრს სითბო უყვარს. მისი შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15 გრადუსი. როცა კიტრს მაცივარში ვდებთ, ნაყოფის ზედაპირზე თეთრი საფარი, ლორწო და შავი წერტილები წარმოიქმნება. კიტრი უბრალოდ ავადდება, მათზე ობის ბაქტერიები მრავლდება და რამდენიმე დღის შემდეგ გადასაყრელი ხდება.გასაგებია, რომ ზაფხულის შუა პერიოდში 15 გრადუსი ტემპერატურის მქონე ადგილის პოვნა საკმაოდ რთულია. ამიტომ, ვნახოთ, შეიძლება თუ არა რაიმეს გაკეთება, ამ ბოსტნეულის შენახვის ვადის გასაგრძელებლად.
შენახვის წინ.პირველ რიგში, სწორად უნდა აირჩიოთ ხილი და სწორად უნდა შეინახოთ. გასათვალისწინებელია შემდეგი პუნქტები:
- შესანახად შეარჩიეთ მხოლოდ მკვრივი და ჯანსაღი ბოსტნეული. დააკვირდით, რომ კიტრი არ იყოს დაზიანებული, დამპალი და დაავადებული. ის უნდა იყოს მკვრივი და ახალი. რაიმე ნაკლის მქონე ბოსტნეული დაუყოვნებლივ გამოიყენეთ საკვებად.
- ასევე, დაუყოვნებლივ გაამზადეთ კიტრი შესანახად. რაც უფრო დიდხანს იდება სიცხეში, მით ნაკლები იქნება შენახვის ვადა. უმჯობესია, მაშინვე შეინახოთ მაცივარში.
- თუ გადაწყვეტთ ბოსტნეულის მარაგის გაკეთებას, ყურადღება მიაქციეთ მათ მდგომარეობას. რბილი და დამჭკნარი კიტრი დიდხანს ვერ გაძლებს.
- შეინახეთ კიტრი საყინულედან მოშორებით. საუკეთესო ადგილია, ბოსტნეულის უჯრა.
- არ შეინახოთ კიტრი ვაშლის, მსხლის, ბანანის, ნესვის, პომიდვრის, ატმის და გარგრის მახლობლად. ისინი გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს კიტრის სწრაფ გაფუჭებას.
როგორ შევინახოთ კიტრი.ეს რაც შეეხება სიფრთხილის ზომებს ყიდვამდე. ახლა გავერკვეთ, თუ როგორ შეიძლება გავახანგრძლივოთ შენახვის ვადა.კიტრი კარგად ინახება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. თუმცა ამ დროში ყველაფრის ჭამა შეუძლებელია, თუ გაქვთ უხვი მოსავლის პერიოდი. კიტრი შეგიძლიათ ჩაყაროთ ჰერმეტულ პარკში, სადაც 7-დან 10 დღემდე შეინახება.არსებობს ერთი უჩვეულო მეთოდიც: კვერცხის ცილის წასმა. კიტრი უნდა გაირეცხოს და გაშრეს, ამის მერე გადაუსვით კვერცხის ცილის თხელი ფენა და დაელოდეთ სანამ გაშრება. შემდეგ ბოსტნეული უნდა შეფუთოთ სამზარეულოს ცელოფანში და შედოთ მაცივარში. ცილის დამცავი საფარი ხელს უშლის კიტრის სწრაფად გაფუჭებას.
ზოგიერთი მებოსტნე იყენებს წყალში შენახვის მეთოდს: ჩაასხით ცივი წყალი დიდ ჯამში ან კონტეინერში, ისე, რომ ფარავდეს კიტრს 2 სმ-ით . შემდეგ შედეთ მაცივარში. წყალი დღეში ერთხელ უნდა ცვლოთ.ჯამის ადგილი ბევრს არ ექება, ამიტომ შეგიძლიათ კიტრი უბრალოდ ნესტიან ქსოვილში გაახვიოთ. თუმცა, ფრთხილად იყავით წყლის გამოყენებისას. თუ გადააჭარბებთ, კიტრი კიდევ უფრო სწრაფად გაფუჭდება.
კიდევ ერთი საიმედო გზაა ძმარში შენახვა. ჩაასხით სუფთა, მომინანქრებულ ჭურჭელში ისე, რომ ძირი დაიფაროს. შიგნით, მოათავსეთ რაიმე სახის ხვრელებიანი თასი, მაგალითად საწური. ჩააწყვეთ შიგნით ბოსტნეული. მნიშვნელოვანია, რომ კიტრი არ უნდა ეხებოდეს ძმარს. დააფარეთ თავზე და მოათავსეთ მაცივარში. კიტრი ახალივით იქნება მთელი თვე.
ძირითადად ეს არის კიტრის შენახვის ყველაზე საიმედო და დადასტურებული გზები. თქვენ რა ხერხს იყენებთ კიტრის შესანახად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.