ორქიდეის ჩუქება – შეიძლება თუ არა?

300

სახლის პირობებში ორქიდეების გამრავლება ბოლო პერიოდში პოპულარული პრაქტიკაა. ბევრს ხიბლავს ამ უცნაური მცენარის სილამაზე და მაშინვე ყიდულობს და მიჰყავს სახლში. თუმცა, ყველას არ გამოსდის მისი მოვლა და მალევე უფუჭდება.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში კიდევ ერთ საკითხს შევეხებით. ორქიდეას ბევრი არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი უკავშირდება. ბევრი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია უბედურება ან იმედგაცრუება მოუტანოს ადამიანს.

ორქიდეას გამრავლება – “ჩემი ბიძაშვილი ეხლახანს გადმოვიდა ჩვენს ქალაქში სასწავლებლად და მეზობლად დასახლდა. ის ჩემზე ბევრად უმცროსია, სრულიად ადეკვატური და ჭკვიანი გოგონაა, კარგად სწავლობს და აქვს გარკვეული წარმოდგენა თავის ცხოვრებაზე.” – გვწერს ქეთი.”რა თქმა უნდა, ერთ შაბათ-კვირას ვესტუმრე, ვუყიდე ტკბილეული და ულამაზესი ორქიდეა ქოთნით. ყველაზე ლამაზი შევარჩიე, მეგონა გაუხარდებოდა, რადგან მე თითონ ძალია მიყვარს ყვავილები.

მან თავაზიანი ღიმილით გამომართვა საჩუქარი, დავსხედით, ჩაი მივირთვით და მალევე წავედი სახლში. მეორე დღეს კი ნაგვის გადასაყრელად რომ ჩავედი, ბუნკერის გვერდით ჩემი ორქიდეა დავინახე. გამიკვირდა და თან ძალიან გავბრაზდი.მივედი ბიძაშვილთან და ვკითხე, რატომ მოიქცა ასე. უხერხულობისგან გაწითლდა და მითხრა, რომ ორქიდეა ახალგაზრდა გოგონებს ხელს უშლის ხელს უშლის საყვარელი მამაკაცის პოვნას. თაყვანისმცემლები გვერდს აუვლიან, არ გაუმართლებს სიყვარულსა და ქორწინებაში.

ამ სისულელის მოსმენამ უფრო გამაბრაზა. არაფერი აღარ ვუთხარი, მოვკიდე ხელი ჩემს ყვავილს და წავიღე სახლში. შემდეგ მაინც მძლია ცნობისმოყვარეობამ და ინტერნეტში ვცადე ინფორმაციის მოძიება ამ თემაზე.აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი სახეობის ორქიდეა იწვევს ძილიანობას და სისუსტეს. ასევე ის აძლიერებს ქალურ ენერგეტიკას, რადგან ითვლება ქალის ყვავილად.მიუხედავად ამისა, მე არ მჯერა მსგავსი სისულელეების – მამრობითი ყვავილი, ქალი, ენერგია… სისულელეა ჩემთვის. ეს ხომ უბრალოდ ლამაზი მცენარეა. უვლი და ტკბები მისი მშვენიერებით”.

ბევრი ადამიანი აზვიადებს სხვადასხვა მოვლენას და მათ შორის მცენარეების გავლენის უნარს ადამიანის ცხოვრებაზე. რანაირად შეიძლება ყვავილი დამნაშავე იყოს მის უბედურებაში? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს