რატომ არის ლოცვა ჰარლამპიას მიმართ მნიშვნელოვანი? ეხლა გაზაფხულია, ყვავის და იზრდება მცენარეები. მღვდელმოწამე ჰარლამპია დაგვეხმარება მივიღოთ საუკეთესო მოსავალი. რა თქმა უნდა, უშრომელად არაფერი გამოვა, მაგრამ ლოცვის მადლით ყველაფერი უკეთ არის ხოლმე.
ლოცვა მღვდელმოწამე ჰარლამპიასადმი
გადმოცემით, მღვდელმოწამე ჰარლამპია დაიბადა ახალი წელთ აღრიცხვით 89 წელს. ის მსახურობდა ეპისკოპოსად ქალაქ მაგნეზიაში. თავისი გულწრფელი რწმენის გამო განიცდიდა დევნას და 113 წლის ასაკში დააკავეს კიდეც. ურჯულოები მისმა ასაკმაც ვერ შეაჩერა. დიდხანს აწამეს და დაამცირეს. ის კი მადლობას უხდიდა მწამებლებს ღმერთთან დაახლოებისთვის.ქალაქის მმართველმა მოხუცის მოკვლა ბრძანა. ის კი გამუდმებით ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ იქ, სადაც მისი განსასვენებელი იქნებოდა, არასოდეს ყოფილიყო შიმშილი და სტიქიური უბედურებები. მოხუცის სული მანამდე წავიდა სამოთხეში, სანამ ჯალათი ხმალს დაუშვებდა მის კისერზე. ხალხმა ის წმინდანად შერაცხა.
გულწრფელი სათხოვარი – თქვენ შეგიძლიათ შეევედროთ წმინდა ჰარლამპიას კარგი მოსავლისთვის: “სასწაულმოქმედო, დიდმოწამე ჰარლამპი, ღვთის რჩეულო, მფარველო ქვეყნისა და ადამიანებისაო, მიიღე ჩვენი ლოცვა, რადგან ჩვენ პატივს მივაგებთ შენს ხსოვნას და ევედრე ყოვლისშემძლეს ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. ევედრე უფალს მშვიდობისთვის ჩვენს ქალაქებში, დაგვიფარე და გვაკურთხე.”„მოწყალეო ჰარლამპი, ილოცე ჩვენთვის სამართლიანსა და ყოვლისშემძლეს. დაე, მან დაიცვას უდანაშაულო სულები შიმშილისგან, ჭირისგან, საშინელი სნეულებისგან. ყოველ მორწმუნე მუშაკს გაუგზავნოს მიწის ნაყოფის სიუხვე და ძლიერი პირუტყვი. და ის გადაარჩენს ჩვენს სულებს ყოველგვარი ბოროტებისგან, უბედურებისგან, წყალდიდობებისგან. ამინ”.
ზეციური მფარველები – ასევე, შეგიძლიათ ილოცოთ ღვთისმშობლის მიმართ: „მადლმოსილი დახმარება გამოგვიგზავნე, ღვთისმშობელო, როცა დავთესავთ, რათა ჩვენი თესლი ამაოდ არ დაიხარჯოს. რომ ცარიელ მიწაზე არ ჩავარდნენ და მერე შიმშილი არ გვქონდეს. დაეხმარე და დაიცავი ჩვენი მიწა, ღვთისმშობელო, ასმაგად მოგვეცი ნაყოფი მიწისაგან. და ჩვენ ქედს ვიხრით და კვლავ სამადლობელი ლოცვით მოგმართავთ.”სხვათა შორის, მუშაობისას მნიშვნელოვანია სულის და აზრების სისუფთავე. არ შეიძლება ვინმესთან ჩხუბი, ან ცუდი ფიქრებით თესვა. თუ გაბრაზებული იქნებით, დაიკარგება ლოცვის ძალა და მადლი.თესვის დაწყებამდე მიდით ტაძარში, გულმხურვალედ ილოცეთ, განიწმინდეთ, დაანთეთ სანთლები.არ დაგავიწყდეთ, რომ თხოვნის გარდა მადლიერებაც უნდა გამოხატოთ ღვთისადმი. თუ ლოცვის დროს და ძალას ვერ იპოვით საკუთარ თავში, გონებით მაინც მიმართეთ უფალს. გისურვებთ წარმატებას!