“მივდივარ სახლში, ვკეტავ კარს. ვტოვებ ფეხსაცმელებს კართან. შევდივარ აბაზანაში და უბრალოდ ვირეცხავ იმ დღეს.” – წერს ვლადიმერ ვისოცკი. მართლაც რა შეიძლება იყოს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თბილ აბაზანაზე უფრო სასიამოვნო? თბილ წყალში ჩაწოლის სურვილი შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ როგორ მოქმედებს თბილი აბაზანის მიღება ადამიანის ორგანიზმზე და რატომ უნდა გააკეთოთ ეს კვირაში ორჯერ მაინც.
აბაზანის მიღება
ხსნის დაღლილობას და ტკივილს – ცხელი აბაზანა ადუნებს კუნთებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სხეული მთლიანად დუნდება, ფართოვდება სისხლძარღვები. ეფექტი გაუმჯობესდება, თუ დაამატებ წყალში ზღვის მარილს, პიტნის, ან ლავანდის, როზმარინის ზეთს.ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ყინულიანი აბაზანა ხელს უწყობს კუნთების სწრაფად აღდგენას და ტკივილის მოიხსნას, გამოაქვს სხეულიდან რძემჟავა და ამაღლებს ტონუსს. მიიღეთ ვარჯიშის შემდეგ ცივი აბაზანა არაუმეტეს 10 წუთისა.
ხსნის გაციების სიმპტომებს – ცხელი აბაზანა აადვილებს სუნთქვას და ხსნის გაჭედილ ცხვირს, დადებითად მოქმედებს ფილტვებზე გაციების დროს. ცხელი წყლის ორთქლი ასუფთავებს სინუსებს და მოქმედებს როგორც ბუნებრივი შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება. გაციების სიმპტომების შესაჩერებლად, ასევე კარგი იქნება, თუ წყალში დაუმატებთ გვირილის, ან კრაზანას ყვავილებს.როდესაც გაცივდებით და თავს ცუდად იგრძნობთ, რეგულარულად მიიღეთ ცხელი აბაზანა, ხოლო სისუსტის და უენერგიობის დროს ძალიან ცივი. ცხელი აბაზანა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნასაც.
არბილებს კანს – როდესაც სხეულში არ არის საკმარისი წყალი, კანი შრება და კარგავს ელასტიურობას. ამის თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ აბაზანა 15 წუთის განმავლობაში. კანი შეიწოვს ტენს და დარბილდება. შეგიძლიათ წყალში დაუმატოთ რძე, ზეთები, აბაზანის მიღების შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი კრემი.
აწესრიგებს ძილის ხარისხს – თბილი წყალი ხსნის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესს, ხელს უწყობს ჩაძინებას. მიიღეთ თბილი აბაზანა დაძინებამდე ორი საათით ადრე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხელი აბაზანის მიღება სასიამოვნო მუსიკასთან ერთად, ამცირებს არტერიულ წნევას და ანელებს სუნთქვას. რის ფონზეც, ადამიანი თავს უკეთ გრძნობს და მშვიდად იძინებს.
წვავს კალორიებს – ცხელი წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხელ აბაზანაში სისხლში შაქარი უფრო ადვილად იწევს, ვიდრე სირბილის დროს. 15 წუთიანი აბაზანის მიღება უდრის ნახევარსაათიან სიარულს. ეს არ ნიშნავ იმას, რომ ფიზიკური აქტივობა აბაზანით უნდა ჩანაცვლდეს, უმჯობესია ორივე მონაცვლეობით გააკეთოთ.
რჩევა რედაქციისგან: წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგი გსურთ მიიღოთ. ცხელ წყალთან სიფრთხილე ჭირდებათ მათ, ვისაც აქვს დაბალი წნევა. კვლევები გვიჩვენებს, რომ ცხელი წყლის აბაზანები კარგია გულისთვის და ამცირებს ინსულტის რისკს 50%-ით.ტემპერატურას 23 გრადუსამდე ტონუსში მოჰყავს ნერვული სისტემა და სისხლძარღვები. ეს ტემპერატურა ოპტიმალურია დაბალი წნევის დროსაც. 37 გრადუსზეც შეგიძლიათ ჩაწვეთ დაბალი წნევის დროს, ხოლო 38-39 გრადუსი უკვე მაღალი წნევიანებისთვისაა კარგი.
40 გრადუსი და უფრო ცხელ წყლის აბაზანა უნდა მიიღოთ 3-5 წუთის განმავლობაში და ძალიან კარგია გაციების დროს. რაც შეეხება, ყინულის აბაზანებს, უნდა დაიწყოთ მცირე მონაკვეთებით, რათა ორგანიზმი შეეგუოს მას. ასევე, კარგია კონტრასტული შხაპი.
თქვენ რომელ ტემპერატურას ანიჭებთ უპირატესობას აბაზანის მიღების დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.