ვამზადებთ სურნელოვან და ჯანსაღ ალუბლის ჩაის. იწყება ახალი, სურნელოვანი ყვავილების და ფოთლების სეზონი და მათი უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ დანაშაულია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ალუბლის ფოთლებისგან დამზადებული ნატურალური სასმელის რეცეპტს.
ალუბლის ჩაი
წინა სტატიაში ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვემზადებინა ბაბუაწვერას ჩაი. ალუბლის ჩაის მოსამზადებლად საჭიროა სწორად ორგანიზებული ფერმენტაციის პროცესი.
ეკოლოგიურად სუფთა სასმელი – ასეთი ალუბლის ჩაი შეიძლება დამზადდეს როგორც გრანულირებული, ისე მსხვილფოთლიანი. ნედლი ფოთლები უნდა შეგროვდეს გარკვეულ პერიოდში, უმჯობესი იქნება, ალუბლის ყვავილობის დასაწყისში. ფოთლები ხელით უნდა დააქუცმაცოთ, რადგან ლითონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გემოზე.ყურადღება მიაქციეთ, როგორ ასხია ხეს ალუბალი. თუ ნაყოფი ცოტაა, უმჯობესია, ფოთლები ზედმეტად არ მოწყვიტოთ, ხოლო თუ კარგად ასხია, მეტი დაკრიფეთ. გახმობამდე ფოთლები გარეცხეთ ცივ წყალში.
დეტალური ინსტრუქცია – ფოთლები უნდა გააშროთ ნატურალურ ქსოვილზე თხელ ფენად. აურიეთ ყოველ 4 საათში ერთხელ, ამ პროცესს დაჭირდება 12 საათი. როგორ მივხვდეთ, რომ ფოთლები საკმარისად გაშრა? აიღეთ ერთი ცალი და გადაახვიეთ რულეტივით. თუ ფოთლის ცენტრალური ძარღვი დამჭკნარია, მზად არის.შემდეგ თქვენ უნდა გადაახვიოთ ფოთლები სათითაოდ და ჩააწყოთ ღრმა ჯამში, დააფროთ ბრტყელი თეფში და დაპრესოთ. ბოლოს გადააფარეთ ნესტიანი პირსახოცი და დაელოდეთ ფერმენტაციის პროცესს 10-20 საათის გამავლობაში. პირსახოცი მუდმივად სველი უნდა იყოს!
ალუბლის ჩაი – ასე ხდება ჩვეულებრივი მწვანე ფოთლები სრულფასოვანი ჩაი. გრანულირებული სასმელი შეგიძლიათ მოამზადოთ ხორცსაკეპი მანქანის საშუალებით. გაატარეთ ის მსხვილი პირით და დააფერმენტირეთ ზემოთ მოყვანილი მეთოდით 20 საათის გამავლობაში. შემდეგ გაახმეთ ღუმელში, ან სპეციალურ საშრობში.გაშრობის შემდეგ მის სრულად მოსამწიფებლად შეინახეთ 3 კვირის გამავლობაში მუყაოს, ან ქსოვილის ტომრებში. ჩაის ფერი დამოკიდებული იქნება ფერმენტაციის ხანგრძლივობაზე.გემრიელი და არომატული ალუბლის ჩაი შეგიძლიათ ასე მოამზადოთ: ხმელ ფოთლებს დაუმატეთ ალუბალი, თაფლი, დარიჩინი და ლიმნის ცედრა. გარშემო საოცარი სურნელი დატრიალდება. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება კომენტარებში.