სულის ასაკი ბევრისთვის საინტერესოა. მოხუცმა სულებმა მრავალრიცხოვანი გარდასახვები გაიარეს. მათმა წარსულმა ცხოვრებებმა მათ მისცა სიბრძნე, რომელიც ბავშვობიდანვე ვლინდება. მოხუცი სულის მქონე ახალშობილის თვალებში ჩახედვისას, მოხუცი ბრძენის თვალებს დაინახავთ. მის წინაშე თავს ბავშვად გრძნობ. ეს არის მოხუცი სულის მფლობელის ერთ-ერთი გარეგანი ნიშანი. სწორედ, ამ თემაზეა საუბარი პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.
სულის ასაკი – კიდევ, რით შეგვიძლია განასხვავოთ მოხუცი სული ახალგაზრდისგან? პირველის მფლობელებს ძალიან უყვართ სწავლა, თუმცა მათ ძალიან ცოტა დრო სჭირდებათ გარკვეული უნარების ასათვისებლად. ასეთ ადამიანებს უყვართ რაიმე ახლის გაგება, რაც აქამდე არასდროს შეხვედრიათ.მოხუცი სულები მიდრეკილნი არიან სკრუპულოზობისკენ. უფრო ხშირად, ისინი არ არიან ხმაურიანი კომპანიების და წვეულებების მოყვარულები. ხშირად, ასეთი ადამიანები ბავშვობიდანვე არიან დაჯილდოვებულნი გარკვეული ნიჭით. ვფიქრობ, ხშირად შეხვდებოდით ისეთ პიროვნებებს, ვინც, მაგალითად, ნამდვილი გენიოსებივით უკრავენ ვიოლინოზე, თითქმის, ხუთი წლის ასაკიდან. ან, ძალიან ხარგად ხატავენ.
რატომ ხდება ასე? მოხუცი სულის მქონე ადამიანი, უბრალოდ იხსენებს ძველ უნარებს და ავლენს მათ. მას არ სჭირდება ნულიდან დაწყება. ხშირად, მოხუცი სულის მქონე ბავშვებს სკოლაში გარკვეული ვიწრო სპეციალობა აინტერესებთ, კონკრეტული მეცნიერება. ხშირად, ასეთ ბავშვებს შეუძლიათ მასწავლებელსაც კი რაიმე ახალი ასწავლონ. და, რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვებისათვის ყველაფერი ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე დანარჩენებისათვისმოხუც სულებს გარკვეული გრადაცია აქვთ. ის მაღალი ეგოდან სულიერებამდე მიდის. განუვითარებელი სულიერების მქონე ადამიანებს შეუძლიათ გააკონტროლონ მასები და სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. სამწუხაროდ, მათთვის სულ ერთია, თუ რას ფიქრობენ სხვები.
სამყაროს ხედვა, სულის ასაკის მიხედვით – მოხუცი სულები ამ სამყაროს გლობალურად უყურებენ. მათთვის არ არის დამახასიათებელი წვრილმან საკითხებში ღრმად ჩაძირვა, როგორც ამას ხშირად ახალგაზრდა სულები აკეთებენ. მათგან განსხვავებით, მოხუც სულებს შეუძლიათ ყველაფერს გვერდიდან შეხედონ, იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი იცვლება. ასეთ ადამიანებს განვითარებული აქვთ დაკვირვების, ანალიზის უნარი. მათ შეუძლიათ მარტივად გაშიფრონ რთული ინფორმაცია.მოხუცი სულები მატერიალურ საგნებზე არ არიან კონცენტრირებულნი. ისინი არ აფასებენ სამკაულებს, ახალ ტელეფონებს ან მანქანებს. მათ არ ესმით, რატომ არიან სხვები ასე დაინტერესებული ამით. ასევე, ისინი არც თუ ისე დაინტერესებულნი არიან მაღალი თანამდებობებით, თუმცა ასეთი პიროვნებები შესძლებდნენ წარმატების მიღწევას ასეთ პოზიციებზე. თუმცა, ეს ყველაფერი დიდი ხანია დამუშავებულია სხვა ცხოვრებაში და, შესაბამისად, არც ისე საინტერესოა.
მოხუცი სულების სასიყვარულო ცხოვრება – მოხუცი სულის მქონე ადამიანები ხშირად მარტოები არიან. ამის მიზეზი მარტივია: მათ არ სურთ ნებისმიერ ვინმესთან ერთად ყოფნა. მოხუცი სულები ეძებენ ადამიანს, რომელიც აუცილებლად შეეთავსება მათ და გახდება მათი სულიერი მეგობარი. ასეთ ოჯახებში არ ხდება შრომის დაყოფა სქესის მიხედვით, მამაკაცს კარგად ესმის ქალის და ისიც იგივენაირად პასუხობს მას. ასეთ წყვილებს ყოველთვის აქვთ სალაპარაკო თემა და სიჩუმითაც კარგად უგებენ ერთმანეთს.ძალიან საინტერესოა ასეთი ადამიანების ურთიერთობაზე დაკვირვება. მათ შემთხვევაში ყველაფერი საკმაოდ სწრაფად ხდება, რადგან მონათესავე სულები თითქმის მყისიერად ცნობენ ერთმანეთს. ხვდები ადამიანს და ორიოდე საათის შემდეგ ხვდები, რომ მას თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდი. ასეთ ურთიერთობაში არ არის შეყვარებულობის ორწლიანი პერიოდი ან თინეიჯერული დრამები. ადამიანები, მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. მათ არ სჭირდებათ ერთმანეთის დაპყრობა ან პარტნიორის ემოციებითა და გრძნობებით თამაში.
კიდევ რით განსხვავდებიან მოხუცი სულები? ასეთ ადამიანებს არ ჰყავთ ავტორიტეტები, არ აინტერესებთ ვინ რას იტყვის. ისე იქცევიან, როგორც თავად სურთ. მათ ზუსტად იციან, როგორ იქნება მათთვის უკეთესი. როგორ ფიქრობთ, მოხუცი სული ხართ თუ ახალგაზრდა?