შეცდომა, რომელსაც ყველა მშობელი უშვებს, როცა შვილებს განქორწინების შესახებ ატყობინებენ

83

როგორც წესი, ბავშვები მშობლების განქორწინების შემდეგ ბევრ პრობლემას აწყდებიან. ზოგი საკუთარ თავს ადანაშაულებს, რომ დედა და მამა დაშორდნენ. ზოგი საერთოდ ვერ ხვდება, როგორ გააგრძელოს ცხოვრება. ბავშვის დაუმუშავებელი ტრავმა განქორწინებაზე ბავშვის არასწორი მომზადების შედეგია. Paparazzi განიხილავს, თუ რა უნდა უთხრათ შვილს ასეთი სერიოზული მოვლენის წინა პერიოდში.

მშობლების განქორწინების შემდეგ – ადამიანის სიმწიფე მისი ასაკით არ განისაზღვრება. ამას ოჯახური საკითხი შესანიშნავად ასახავს. ბევრი ცოლ–ქმარი, რომელთა ქორწინება გაბზარულია, მის გადარჩენას ცდილობს. ხშირად მოტივი ერთია: „ამას შვილის გამო ვაკეთებთ“. ოღონდ ამ შემთხვევაში ჩალის ღერზე ხელის მოჭიდება უსარგებლოა. დედ–მამის არაჯანსაღი ურთიერთობა ბავშვის გონებრივ მდგომარეობაზე აუცილებლად აისახება. ბავშვები ხომ ყველაფერს გრძნობენ. შორს წასვლა საჭირო არაა: მშობლები შვილების თვალწინ კამათობენ ან მათ თავიანთი წყენის შესახებ უყვებიან. ისინი კონფლიქტის მესამე მონაწილეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდნენ. არის შემთხვევები, როცა მეუღლეები ფიქრობენ, რომ ბავშვს მათი ქორწინების გადარჩენა შეუძლია. თითქოს, ძველი გრძნობა თავიდან დაიბადება და ყველაფერი დალაგდება. პრაქტიკაში ყველაფერი პირიქითაა. ცოლ–ქმარი ერთმანეთის მიმართ უფრო გაღიზიანებულნი ხდებიან. რა გააკეთოთ? რა თქმა უნდა, უნდა გაშორდეთ. ეს გადაწყვეტილება სამყაროს აღსასრული არ უნდა იყოს. პრობლემის მიმართ ზრდასრული მიდგომა საკუთარი და ბავშვის შემდგომი სირთულეებისგან დაგიცავთ.

როგორ მოვამზადო ბავშვი განქორწინებისთვის – რას ეტყვით ბავშვს განქორწინების შესახებ, მის ასაკზეა დამოკიდებული. ზოგჯერ მოზარდიც ვერ ხვდება, რას ნიშნავს განქორწინება. გასაგებია, რომ მშობლები პატარა ბავშვს მის არსს ვერ გააგებინებენ. თუ ბავშვს საუბარი და საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირება უკვე შეუძლია, ეს საუბარი აუცილებელია. ბავშვს განქორწინების ფაქტის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ. შემდეგ გაიგოთ, ესმის თუ არა, რა ხდება. შემდეგ შეატყობინოთ, რომ ამით ბავშვის ცხოვრება არ იცვლება. რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახს წინ საცხოვრებლის შეცვლა ელოდება. ამის შესახებაც უნდა უთხრათ.

ბავშვებისთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია. მის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ გონებას უნდა აუხსნათ, რომ მშობლების განქორწინება მასზე არ იმოქმედებს. უნდა იცოდეს, როგორ გააგრძელებს დედასთან ან მამასთან ურთიერთობას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მშობელთან გააგრძელებს მუდმივად ცხოვრებას. ხშირად ბავშვი დედასთან რჩება, ხოლო მამა ან სტუმრად მოდის ან ბავშვი დასვენების დღეებში მიყავს. ბევრი ვარიანტი არსებობს. როცა ოჯახი ამას წინასწარ განიხილავს, ბავშვები ხვდებიან, რა ელით წინ.ბავშვებმა მშობლების განქორწინებაში საკუთარი თავი რომ არ დაადანაშაულონ, უნდა აუხსნან, რომ პრობლემა მათში არაა და რომ მათ გადაწყვეტილებაზე ბავშვებს გავლენა არ მოუხდენიათ. ამის ხმამაღლა თქმა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, შვილების სხვა ნათესავებთან კომუნიკაცია უნდა განიხილოთ. მაგალითად, მამის მხრიდან ბებია–ბაბუასთან. განქორწინების გამო მათთან ურთიერთობის შეზღუდვა არასწორი და სისულელეა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნათესავებთან თავისუფლად ურთიერთობას შეძლებს ისე, როგორც ადრე იყო.

რედაქციის რჩევა – ასეთ რთულ თემაზე საუბრისას სიტყვებთან ერთად ქცევაც მნიშვნელოვანია. როგორი ტრაგიკულიც არ უნდა იყოს განქორწინების მიზეზი (მაგალითად, ღალატი), ბავშვებმა ამის შესახებ არ უნდა იცოდნენ. პრაქტიკაში ასე მუშაობს. ბავშვს შეგიძლიათ უთხრათ: „ვშორდებით, რადგან ერთად თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობ“. არ შეიძლება უთხრათ: „ვშორდებით, რადგან მამამ მიღალატა“.შვილს განქორწინების შესახებ ერთად უნდა უთხრათ. ამის გაკეთება დილით სჯობს და არა საღამოს. ასეა თუ ისე ბავშვს ახალი ამბავი გააოგნებს. ასეთი საუბრის შემდეგ მშვიდად დაძინებას ვერ შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ მოსმენილის გასაგებად საკმარისი დრო ჰქონდეს. თუ გესმით, რომ თქვენი შვილი ამისთვის აბსოლუტურად მზად არაა, სპეციალისტს მიმართეთ. ზოგჯერ ფსიქოთერაპევტთან ერთი სეანსიაც საკმარისია. ის სწორი სიტყვების შერჩევაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს