სამზარეულოს კარადა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ ყველა თეფშს, ქვაბს, თავსახურს და ტაფას სწორად შეინახავთ, ბევრ ადგილს დაზოგავთ. ზოგჯერ ჭურჭელი ერთმანეთში ირევა. ერთი ნივთის აღება სხვების არევის გარეშე რთულია. Paparazzi ეცდება გაარკვიოს, როგორ მოაგვაროთ პრობლემა გონივრულად.
ჭურჭლის შესანახი კარადა – ჭურჭლის მოწყობის საკითხის გარკვევის მიზეზი ინტერნეტში ნანახი ამბავი გახდა. ამბის საფუძველი მოხუცი დედის ბინაა. მოხუც ქალს იდეალური სამზარეულოს ქონა დიდად არ აღელვებდა. „მშობლებს ვესტუმრე, წვნიანის სწრაფად მომზადება მსურდა. მშობლებმა გვიან გამაჩინეს, ამიტომ მათ საკმაოდ საპატიო ასაკი აქვთ. მათ სამზარეულოში ეშმაკიც ფეხს მოიტეხს. შეხედავ, სუფთა და მყუდროა, მაგრამ საჭირო ნივთის პოვნაში მაძებარი ძაღლი თუ დაგეხმარება. ჭურჭელი ერთ კარადაშია, იქვეა ქვავები, პლასტმასის კონტეინერები, ტაფები. რამდენი დრო დავკარგე, სანამ გავარკვიე. დედა ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და ასე მისთვის ჩვეულია. არ ვკამათობ, მაგრამ ჩემს სამზარეულოში ყოველი ნივთისთვის პირადი ადგილის მიჩენას ვცდილობ“ – წერს მათი ქალიშვილი ინა.
თანამედროვე მოდა – სივრცის გონივრულად გამოყენების სურვილი ცუდი არაა. გავარკვიოთ, როგორ შევინახოთ ჭურჭელი სამზარეულოში, რომ სრული წესრიგი სუფევდეს. პირველ რიგში, კარადიდან მთელი ქონება გამოიღეთ. ასე დალაგების პროცესი გამარტივდება, თან რევიზიას განახორციელებთ. გაქვთ ნივთი, რომელსაც წლებია არ იყენებთ ან სერიოზულად დაზიანებულია? ნაგავში. რომელიმე ნივთი იმტვერება და არ გჭირდებათ? უმჯობესია მისცეთ მათ, რომელთაც სჭირდებათ. ჭურჭელი ერთ გროვაშია ჩაყრილი და გიჭირთ გარკვევა, რა სად არის? ინტერნეტში ან ოფლაინ მაღაზიებში სპეციალური ორგანაიზერი მოძებნეთ. ასეთი სამზარეულოს ჭურჭელი ძვირი არ უნდა ღირს. მათ სხვადასხვა დიზაინი და ფორმა აქვთ. ჭურჭლის დაყოფა მარტივი არა, მაგრამ საკმაოდ მოდურია. მსგავსი ორგანაიზერები არა მხოლოდ სამზარეულოს კარადისთვის გამოგადგებათ. სამზარეულოს ინტერიერში უკეთესად ჯდება. მხოლოდ შესაფერისი ვარიანტი შეარჩიეთ.
ყველაფრის ოსტატი – ჭურჭლის შესანახი ადგილი საკუთარი ხელით შეგიძლიათ სრულყოთ. ამისთვის ოთახს გადახედეთ და დაფიქრდით, რა აკლია ყველაზე მეტად. თარო? კავი? რემონტის შემდეგ მათი დამატება მარტივია. ავეჯის მაღაზიები მსგავსი მოწყობილობის დიდი არჩევანით სავსეა. მაგალითად, კარადის კარზე რამდენიმე კავი დაამაგრეთ, რომ ქვაბების თავსახურები დაკიდოთ. ახლა მეტი ადგილი გათავისუფლდება და არაფერი ჩამოვარდება. სამუშაო ზონას მაგნიტის ზოლი დაუმატეთ, რომ ყველა დანა ერთ ადგილას შეკრიბოთ. სპეციალური სადგამი სხვადასხვა ზომის ჭურჭლის დახარისხებაში დაგეხმარებათ. ახლა მისი დაკეცვა უფრო მოსახერხებელია.
მოსახერხებელი კარადა – უდავოდ, ჭურჭლის კარადა მრავალი ფუნქციური თაროთი და უჯრით ჯეკპოტია. თუ არ გაქვთ, ცხვირი არ ჩამოუშვათ. მოდურ სადგამებს ყურადღება მიაქციეთ. მაგალითად, სადგამი სანელებლების ქილებისთვის, სადგამი დანა–ჩანგლისთვის. მოკლედ, ლამაზად და გემოვნებიანად გამოიყურება.
კარადაში წესრიგის დასამყარებლად მარტივი ვარიანტები საკმარისზე მეტია. ზოგს მინიმალური ბიუჯეტი სჭირდება, ზოგისთვის მეტის დახარჯავ მოგიწევთ. თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი შეარჩიეთ და სამზარეულოს კარადა მოაწესრიგეთ