ბრძენი ქალის თვალები ყველაზე საოცარ საიდუმლოს შეიძლება მალავდეს. ასეთი ქალი ცხოვრების მეგზურისთვის ნამდვილი მუზა ხდება. ის შთააგონებს, მხარს უჭერს, მოტივაციას აძლევს, საოცარი ენერგიით მუხტავს. ასეთ ქალს ხელისგულზე ატარებენ და აუცილებელი არაა, რომ კალმით აუწერელი ლამაზმანი იყოს. თუმცა მეგობრებისგან შურს თავს ვერ აარიდებს.
ბრძენი ქალის თვალები – ეკას და მისი მეგობრის ვივიენის ცხოვრებაში მსგავსი რამ მოხდა. გოგონები სკოლიდან მეგობრობდნენ, ყოველთვის ერთად იყვნენ. ეკა თვლიდა, რომ თავად ლამაზი, ხოლო ვივიენი ჭკვიანი იყო. ამ ქალს ბუნებამ ნამდვილად ყველაფერი საუკეთესო აჩუქა. სავსე ტუჩები, ლამაზი თმა, მოხდენილი ფორმები, გრძელი ფეხები. ვივიენი უბრალო გოგონა იყო. „არც მახინჯი, არც ლამაზი“ – ასე ფიქრობდა ეკა ფარულად.
სხვადასხვა გზები – ეკა ვივიენს კონკურენტად არ მიიჩნევდა, მაგრამ თვალს არ აშორებდა. ნებისმიერი ბიჭი, რომელიც ეკასა და ვივიენის გარშემო ტრიალებდა, ეკას მკაცრ შეფასებას იღებდა. ლამაზმანი თვლიდა, რომ თავად შეეძლო ვივიენისთვის საქმრო შეერჩია. ის ხომ კაცებში ერკვევა, რადგან თავად ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ვივიენი პოტენციური საქმროს კრიტიკაზე მხოლოდ იცინოდა. ახალგაზრდა და ამბიციურ ვივიენს ეს დიდად არ აინტერესებდა. თან კარგად ხვდებოდა, რომ ეკას ვერ შეედრებოდა. ოღონდ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. ვივიენი მოეწონა ილიას, მდიდარი ოჯახის შვილს, რომელიც ეკას ძალიან მოსწონდა. როცა ეკამ გაიგო, რომ ასეთი მამაცი, ჭკვიანი ახალგაზრდა კაცი ვივიენით დაინტერესდა, გაბრაზდა. „რა ნახა ამ უფერულ გომბეშოში? ის ხომ არაფერს წარმოადგენს. ნუთუ ილიას არ შერცხვება ასეთ ტეტიასთან ერთად ხალხში გავლა?“ – ფიქრობდა ეკა. შეყვარებულის წართმევას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. თან ვივიენის ნდობა და პატივისცემა დაკარგა. გოგონამ მისი სულმდაბალი და ფარისეველი დაქალის ნამდვილი სახე მხოლოდ მაშინ დაინახა.
რთული ცხოვრება – ეკა მთელ სამყაროზე შურისსაძიებლად ერთ–ერთ მეგობარ ბიჭზე დაქორწინდა. მდიდარი და სიმპათიური ბიჭი იყო. კიდევ რა იყო საჭირო ბედნიერებისთვის? როგორც ხშირად ხდება, წყვილი ხასიათებში ერთმანეთს ვერ შეეწყო. კამათი გახშირდა. ეკას სილამაზე საშინელი სისწრაფით ჭკნებოდა, სანამ ქმართან აუტანელ ცხოვრებაზე ნერვებს ხარჯავდა. ბოლოს ყოფილი შეყვარებულის ღალატით დაიღალა და განქორწინება გადაწყვიტა. ქმარი ჯენტლმენი არ აღმოჩნდა და ცოლი ხელცარიელი დატოვა. ეკა იძულებული გახდა მშობლიურ ქალაქში მშობლებთან დაბრუნებულიყო. ერთ დღეს ვივიენს შეხვდა. ყოფილი დაქალი ილიასთან ქორწინებაში ბედნიერი იყო, თან საოცარ ტყუპებს ზრდიდა.
ბრძენი ქალის თვალები სიმართლეს ამბობს – ეკამ ყოფილი დაქალი კაფეში დაპატიჟა და ბოდიში მოუხადა. ვივიენთან მეგობრობის გაგრძელება არ აინტერესებდა, უფრო სურდა გაეგო, როგორ მოახერხა ასეთმა „მახინჯმა“ ცხოვრების წარმატებით მოწყობა. ოღონდ ვივიენი გულუბრყვილო და მიამიტი სტუდენტი აღარ იყო. ისე გაიფურჩქნა, როგორც სამეფო ვარდი. თავდაჯერებულობას, სიბრძნეს, ბუნებრივ ხიბლს და ელეგანტურობას ასხივებდა. სანამ ყოველდღიურ თემებზე საუბრობდნენ, ეკა თავად მიხვდა, რომ მისი მეგობარი ყოველთვის ასეთი იყო. ხოლო ილიას სიყვარული საკუთარი თავის გამოვლენაში დაეხმარა. უფრო თავდაჯერებული და ზრდასრული გახდა. უბედურმა ქალმა გააცნობიერა, რომ სანამ თავად სხვებს ეყრდნობოდა, ვივიენი ქმრისთვის საყრდენი გახდა, ხოლო ქმარი – მისთვის. ის არა „უბრალოდ მოეწყო“. არამედ განვითარდა. დიდი გზა გაიარა და იმსახურებს ყველაფერს, რაც აქვს. ეკამ მხოლოდ ახლა შეძლო ფრაზის გაშიფვრა „სილამაზე მნახველის თვალში“. თავად სილამაზეს ინდივიდუალური ახსნა აქვს. შეეძლო ახლა ეკას ეთქვა, რომ მისი დაქალი ლამაზია? დიახ, თან როგორ. მაგრამ ვივიენი არაფერში ჩარეულა. ბრძენი ქალის თვალებმა ეკას ანიშნეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ სასწავლი აქვს. კარგია, რომ წლების შემდეგ მაინც ამის გაცნობიერება შეძლო.