როცა გოგონა 14 წლის იყო, ინდიელების ტომში ტყვედ მოხვდა. მათ გოგონას სახეზე დაღი დაასვეს.

1424

ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ ერთმა მოვლენამ ადამიანის ცხოვრება შეიძლება კარდინალურად შეცვალოს. უფრო მეტიც, ასეთი მომენტები ყველას აქვს, უბრალოდ ხშირად მათ ვერ ვამჩნევთ.

ამ სტატიის მთავარი გმირი ქალისთვის ასეთი გარდამტეხი მომენტი ინდიელების მიერ პრაქტიკულად მთელი ოჯახის ამოხოცვა გახდა. დღეს ოლივ ოატმანის ბედის შესახებ გიამბობთ, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა.

გოგონას მშობლებს როისი და მერი ერქვათ. ისინი მორმონები იყვნენ და შვიდ შვილთან ერთად კალიფორნიაში გადასვლას და იქ დასახლებას აპირებდნენ. გზაზე მათ ინდიელების ტომი (სავარაუდოდ, აღმოსავლელი იავაპაი) თავს დაესხათ. იუმიდან 90 კმ-ს მოშორებით ამ შეხვედრას „ოატმანების ხოცვა“ ეწოდა.

მთელი ოჯახიდან ცოცხალი მხოლოდ 14 წლის ოლივი, მისი 7 წლის და მერი-ენი და 15 წლის ძმა ლორენცო გადარჩა. ეს უკანასკნელი სასტიკად სცემეს და სასიკვდილოდ დატოვეს, ხოლო გოგოები თან წაიყვანეს.

გზაზე ოლივი და მერი-ენი გაჩერებას თხოვდნენ, რომ დაესვენათ და წყალი დაელიათ, მაგრამ მსგავსი თხოვნის შემდეგ ინდიელები ნაბიჯს უფრო უჩქარებდნენ.

ლორენცომ მორმონ-ემიგრანტების უახლოეს დასახლებამდე მიღწევა შეძლო. მას ახლობლების გვამებთან დაბრუნებასა და მათ დაკრძალვაში დაეხმარნენ. მართალია, ქვიანი ნიადაგის გამო სრულყოფილი საფლავის გათხრა ვერ შეძლეს, ამიტომ რაღაც ქვის პირამიდის მსგავსი გააკეთეს.

ამ დროს ოლივი და მერი-ენი იავაპაების მონები გახდნენ. ისინი ფინჩხს კრეფდნენ და სხვა სამუშაოებს ასრულებდნენ. ადგილობრივი ბავშვები გოგონებს დასცინოდნენ. ასე 1 წელი გავიდა, სანამ აქ მოჰავების ტომის ინდიელები საქონლის გაცვლის მიზნით არ მოვიდნენ.

მოჰავებმა გოგონა შეიძინეს. როგორც აღმოჩნდა, მათი სოფელი უფრო განვითარებული იყო და ტომის ბელადმა, ესპანესაიამ გოგონები თავის ოჯახში მიიღეს. მისი ცოლი, აესპანეო და ქალიშვილი, ტოპეკა მერი-ენსა და ოლივზე ზრუნავდნენ. მოგვიანებით მერი-ენი და ოლივი მათ თბილ მოგონებებში იხსენებდნენ.

გოგონები ტომის სრულყოფილი წევრები გახდნენ. მათ სახესა და მხრებზე ტატუები გაუკეთეს. მოჰავების რწმენით ასეთი ნახატებით გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთის ცნობას შეძლებდნენ. მოგვიანებით პასტორმა, როიალ სტრატონმა დების შესახებ წიგნი დაწერა. მასში ოლივი ირწმუნება, რომ ტატუირება როგორც მონას ისე გაუკეთეს. თუმცა ეს სიმართლე არაა, რადგან ტატუს ტარების უფლება მხოლოდ ტომის სრულყოფილ წევრს შეეძლო.

სხვადასხვა ემიგრანტები მოჰავების სოფელში ხშირად ჩერდებოდნენ, მაგრამ გოგონები მათ დახმარებას არ თხოვდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მთელი ოჯახი დაიღუპა, ამიტომ დასაბრუნებელი არსად არ ჰქონდათ.

რამდენიმე წელი გავიდა და მოჰავების ტომში უბედურება მოხდა: თითქმის მთელი მოსავალი განადგურდა. შიმშილობით ტომის მნიშვნელოვანი ნაწილი გარდაიცვალა, მათ შორის მერი-ენი. მოგვიანებით ოლივი იხსენებს, რომ მხოლოდ დედობილის დახმარებით გადარჩა, რომელიც ჩუმად საკვებს აწვდიდა.

როცა ოლივი 19 წლის გახდა, იუმაში გაჩერებულ თერთკანიანებთან გოგონას შესახებ ჭორები მივიდა. მეთაურმა მათი დაბრუნება ბრძანა, მაგრამ მოჰავების ტომმა გოგონას დაბრუნებაზე უარი განაცხადეს, რადგან ის უკვე მათი წევრი იყო. ტომი გააფრთხილეს, რომ ჯარი სოფელს მიწასთან გაასწორებდა, მაგრამ სასურველს მიაღწევდნენ.

მოგვიანებით ოლივი მოლაპარაკებებში თავად მონაწილეობდა. ბელადმა მას ინგლისურად ლაპარაკი და საკუთარი თავის გამომჟღავნება აუკრძალა. გოგონამ არ მოუსმინა…

მოჰავები განრისხებულნი იყვნენ, ზოგიერთს მოღალატის სიკვდილით დასჯაც სურდა. თუმცა ბელადმა რამდენიმე ცხენსა და საბანზე მისი გადაცვლა გადაწყვიტა. ფორტში მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ხოლო რამდენიმე დღეში თავის ძმასაც შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ოლივის მოთხრობები ინდიელთა ტომის ცხოვრების შესახებ სხვადასხვა უზუსტობას შეიცავს. თავიდან ოლივი მათ ველურებს უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ტატუ იმისთვის გაუკეთეს, რომ არ გაქცეულიყო, თუმცა ეს ტომში ტატუს ტარების ტრადიციას ეწინააღმდეგება – მათში ტატუს ტარება ძალიან დიდი პატივია.

მოგვიანებით ოლივმა თავის ბავშვობის მეგობართან, სიუზან ტომსონთან ურთიერთობა განაახლა. რამდენიმე წლის შემდეგ სიუზანმა თქვა, რომ ოლივს თავისი ინდიელი ქმარი და ორი შვილი ძალიან ენატრებოდა. თავად ოლივი ამას უარყოფდა, მაგრამ ეს გასაგებიცაა. იმ დროს ინდიელებზე საუბარსაც კი გოგონას რეპუტაციისთვის ჩრდილის მიყენება შეეძლო, სხვა რამეზე ლაპარაკი კი ზედმეტია.

ზემოთ მოხსენებული როიალ სტრატონის წიგნი 30 ათასი ეგზემპლარით გაყიდა. მიღებული თანხა ოლივის და ლორენცოს განათლებას მოხმარდა.

როცა ოლივი ძმასთან ერთად გადავიდა, ლორენცო ხშირად აღნიშნავდა, რომ გოგონა ძველ ცხოვრებაზე დარდობდა. ზოგჯერ შუა ღამით იღვიძებდა და ტიროდა, თითქოსდა იქ რაღაც ღირებული დატოვა. ქუჩაში ყოველთვის ვუალს ატარებდა ან ტატუს შესანიღბად საღებავებს ისვამდა.

დროის გასვლის შემდეგ გათხოვდა. მისი რჩეული მდიდარი მესაქონლე ჯონ ფეირჩაილდი გახდა. ოჯახმა გოგონა, სახელად მემი იშვილა. ოლივი 65 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. არავინ იცოდა, თუ მისი ნამდვილი ოჯახი სინამდვილეში სად იყო. შესაძლოა, მთელი ეს დრო ენატრებოდა ისინი, ვისაც ველურებს უწოდებდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს