ედიტ ლემეის და სებასტიან პელეტეს შვილებს სერიოზული გენეტიკური დაავადება აღმოუჩინეს. მათ არ შეუძლიათ გავლენის მოხდენა დაავადებაზე, რომლის შედეგად მათი შვილები რაღაც მომენტში სრულიად დაბრმავდებიან. მოსიყვარულე მშობლებმა გადაწყვიტეს გააკეთონ ყველაფერი, რომ ბავშვების ბედნიერება გაახანგრძლივონ და შვილებს რაც შეიძლება მეტი სიხარული აჩუქონ. Paparazzi კანადელი ოჯახის გულისმაჩუყებელ ისტორიას გიზიარებთ.
ბავშვური ბედნიერება – ედიტ ლემეიმ და სებასტიან პელეტემ შეამჩნიეს, რომ მათი უფროსი ქალიშვილი მკრთალ შუქზე ცუდად ხედავდა. საგნებს ისე ეჯახებოდა, თითქოს სივრცეში არც ყოფილიყო. მაშინ ბავშვი მხოლოდ 3 წლის იყო. შეშფოთებულმა მშობლებმა სპეციალისტს მიმართეს. ბევრი ანალიზის და ტესტის ჩატარებამ, კერძოდ გენეტიკურმა, შედეგი გამოიღო. აღმოჩნდა, რომ გოგონას პიგმენტური რეტინიტი აწუხებს. ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომლის შედეგად ადამიანი სრულად შეიძლება დაბრმავდეს.
მეორე შვილს, ბიჭს, სახელად ლეოს, გაუმართლა. ექიმებმა მასში მსგავსი დაავადება ვერ იპოვეს. აი, კოლინს და ლორანს, უმცროს შვილებს, იგივე ბედი ელოდებათ, რაც მიას, მათ უფროს დას. ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობენ მშობლები, რომელთაც შვილების ბედზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ნუთუ თანამედროვე ტექნოლოგია ამ დაავადების სამკურნალოდ საკმარისი არაა? სამწუხაროდ, გენური თერაპიის არსებული მეთოდები შეუფერებელია იმ გენის სამკურნალოდ, რომელიც ედიტის და სებასტიანის შვილებზე გავლენას ახდენს. სამივე ბავშვი მათი ცხოვრების საშუალო ასაკში დაბრმავდება.
მშობლების გადაწყვეტილება – შანსი, რომ რაღაც წამალი ოდესმე გამოჩნდება, არის, მაგრამ გარანტია არ არსებობს. მშობლებმა გადაწყვიტეს ყველაფერი გააკეთონ, რომ მათმა შვილებმა პლანეტის სილამაზით ტკბობა მოასწრონ, სანამ მხედველობას მთლიანად დაკარგავენ. მოუსყიდველი ბავშვური ბედნიერება, რომელიც ბავშვების სახეებს ანათებს, მშობლების მთავარი მიზანი გახდა. მთელ მსოფლიოში მოგზაურობა გადაწყვიტეს, რომ შვილებს აჩვენონ, როგორი შეიძლება იყოს პლანეტა. იდეა გაჩნდა მაშინ, როცა მიამ ბრაილის შრიფტის სწავლა დაიწყო. ექიმებმა ამის ადრე სწავლა ურჩიეს იმის გათვალისწინებით, რომ გოგონა ჯერ კიდევ კარგად ხედავს.
უფრო მნიშვნელოვანია ბავშვების მეხსიერების შევსება ვიზუალური ასოციაციებით. აჩვენო ის, რასაც მომავალში ვერ დაინახავს, მაგრამ გაიხსენებს. ოჯახს ზუსტი მარშრუტი არ ჰქონდა. მთავარი მიზანი თითოეული მათგანის ოცნების ასრულება იყო. მაგალითად, მიას ცხენზე ჯირითი სურდა, ლეოს – პოკემონების ნახვა, კოლენს – მატარებლით გასეირნება, ლორანს – აქლემზე გასეირნება. გმირებმა მოგზაურობია დაიწყეს ნამიბიიდან, შემდეგ მთელი აფრიკა შემოიარეს. იყვნენ თურქეთში, მონღოლეთსა და ინდონეზიაში. თითოეულ ბავშვს ჰქონდა მომენტი, რომელიც მთელი სიცოცხლე ემახსოვრებათ. მათი მთავარი მოგონება გახდა საჰაერო ბურთით გასეირნება კაბადოკიაში. ედიტი იხსენებს, რა თქვა მაშინ ლეომ: „დედა, ეს სიზმარს ჰგავს“.
რა მისცა მოგზაურობამ კანადელ ოჯახს – 24 საათით ბავშვებთან ერთად ყოფნა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთხი გყავს. ედიტმა და სებასტიანმა მოგზაურობიდან ბევრი გაკვეთილი ისწავლეს. პირველ რიგში, მოგზაურობამ მშობლები და შვილები დააახლოვა. მეორეც, და–ძმებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. ოჯახის ყველა წევრი გრძნობდა ერთიანობას, რომ ერთი დიდი გუნდი არიან. მშობლებს იმედი აქვთ, რომ ეს კავშირი გაგრძელდება, როცა ბავშვები გაიზრდებიან. მიამ, ლეომ, კოლინმა და ლორანმა მშობლებს ასწავლეს დეტალების შემჩნევა, უბრალო საგნებში სილამაზის დანახვა. ედიტმა და სებასტიანმა სამყაროს შვილების თვალებით დანახვა მოახერხეს. ეს ძვირი ღირს.
ამ მოგზაურობაში ბავშვებმა სხვა ხალხის ყოფა ნახეს. ზოგჯერ მათ არ აქვთ წყალი, დენი ან სხვა პირობა. მათი საცხოვრებელი საუკეთესოს სურვილს ტოვებს. მშობლები თვლიან, რომ ეს ღირებული გაკვეთილია, რომლის წყალობით მათი შვილები მეტად დააფასებენ იმას, რაც აქვთ. ედიტმა და სებასტიანმა მოგზაურობისას ბევრი ფოტო გადაიღეს. ისინი ფოტოებს ინსტაგრამზე აზიარებენ, რომ სხვებს ამ სამყაროს შესწავლა შთააგონონ. აჩვენებენ, რომ მძიმე დაავადებასთან გამკლავება შეიძლება. მთავარია, სიტუაცია მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, და მასთან ერთად ცხოვრება ისწავლოთ.
გულისამაჩუყებელი ისტორიაა და ვიმედოვნებთ, თქვენი სულის სიმებსაც შეეხება.