თითქოს, რა შეიძლება დაგვემართოს საკუთარ სახლში ან ბინაში ღამით? მაგრამ 100%–ით დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ სრულიად უსაფრთხოდ ვართ. საშინლად ჟღერს, მაგრამ არ არის გარანტია, რომ ღამით, სანამ გძინავთ, რაღაც მოულოდნელი არ მოხდება. სწორედ ამიტომ, საძინებელი ოთახის კარის დახურვა ძალიან მნიშვნელოვანია. Paparazzi გიზიარებთ ინფორმაციას, რომელიც სახლში თქვენს უსაფრთხოებას გაზრდის. ერთ–ერთი მეთოდი ღამით საძინებელი ოთახის კარის დახურვაა.
საძინებელი ოთახის კარი – ყველა ვერ აცნობიერებს, რომ ასეთ ელემენტარულ ყოველდღიურ ჩვევებს ჩვენი ცხოვრების კარდინალურად შეცვლა შეუძლია. დროა შესაძლო სარისკო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომებზე იზრუნოთ. ნებისმიერ მომენტში გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამაზე საერთოდ არ ფიქრობთ. ამის გამოცდას არავის გისურვებთ, მაგრამ ვალდებული ვართ გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ასე საკუთარ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე მეტად დაფიქრდებით.
საჭიროა თუ არა საძინებელი ოთახის კარის დახურვა ღამით? რა თქმა უნდა, დიახ. ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ღია კარში ძილი გაცილებით კომფორტულია. ეს ჰაერის მოძრაობას ხელს უწყობს, მაგრამ ასეთი „კომფორტი“ შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. თუ საძინებელი ოთახის კარს დახურავთ, შესაძლო ხანძრის შემთხვევაში ჟანგბადის მიწოდებას შეწყვეტთ. ეს კი ხანძრის გავრცელებისას გადამწყვეტი მომენტია.
თუ ცეცხლს ჟანგბადთან წვდომას შეუწყვეტთ, დიდი ძალით არ გავრცელდება. გადასარჩენად მეტი დრო გექნებათ. ხანძრის შემთხვევაში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და არ დაპანიკდეთ. სტრესულ სიტუაციაში კარი არ გააღოთ. რაც უფრო დიდხანსაა დახურული, მით მეტი შანსი გაქვთ, რომ სიტუაცია გააკონტროლოთ და საღი გონება შეინარჩუნოთ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია! საძინებელ ოთახში დახურული კარის წყალობით ხანძრის დროს გადარჩენის შანსი იზრდება. ამრიგად, დახურული კარი:
- წვის ტემპერატურის ზრდას ხელს უშლის.
- ცეცხლის გავრცელებას აფერხებს.
- კვამლის დონეს ამცირებს.
- დახურულ საძინებელ ოთახში ჰაერის კონცენტრაციას ინარჩუნებს და ტოქსიკურ ორთქლს ნაკლებად შეისუნთქავთ.
მეტი უსაფრთხოებისთვის კარში ყველა ხვრელი დახურეთ, რომ კვამლის გაჟონვა შეამციროთ. ასე ოთახში ჟანგბადს შეინარჩუნებთ და ცეცხლს გავრცელებაში ხელს შეუშლით. პირველივე შესაძლებლობაზე სახანძრო–სამაშველო გამოიძახეთ. სიტუაცია მკაფიოდ აუხსენით, უთხარით, რომელ ოთახში ხართ. ასე ადგილზე მოსული მეხანძრე თქვენს სწრაფად გადარჩენას შეძლებს. გაცნობიერება, რომ თქვენი სახლი იწვის, მაგრამ საკუთარ საძინებელში უსაფრთხოდ ხართ, დამშვიდებაში დაგეხმარებათ. რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას და სიტუაციიდან გამოძრომას შეძლებთ.
კიდევ ერთი სიტუაცია, როცა საძინებელ ოთახში დახურული კარი დაგიცავთ, ეს ქურდობაა. ამ მარტივი ჩვევის წყალობით ქურდთან შეხვედრა არ მოგიწევთ. მეტი შანსი გაქვთ, რომ პოლიცია გამოიძახოთ, რადგან მძარცველი დახურული კარიდან ვერ მოგისმენთ. თუ საჭიროა, საძინებელი ოთახის კარი შიგნიდან დაბლოკეთ, რომ ქურდმა თქვენამდე სამართალდამცავების მოსვლამდე ვერ მოაღწიოს. ვიმედოვნებთ, რეალურ ცხოვრებაში ამ მარტივი წესის გამოყენება არასდროს მოგიწევთ. და მაინც, უმჯობესია იცოდეთ და დაიმახსოვროთ.