მთელი ინტერნეტი ცდილობს ამ მათემატიკურ თავსატეხზე პასუხის პოვნას. კამათი არ ცხრება

2192

მათემატიკა – უნივერსალური დამხმარეა, რომელთანაც დაწყებითი კლასებიდან უნდა იმეგობრო. თუ ეს საგანი კარგად გეცოდინებათ, მაშინ სხვა მეცნიერებათა შესწავლაში საქმე ბევრად უკეთ წავა. მათემატიკა ავითარებს აზროვნებას, გასწავლის კანონზომიერების პოვნას და ლოგიკური დასკვნების გამოტანას.

დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესო თავსატეხის ამოხსნას. იფიქრე, მათემატიკოსივით, რათა შეძლო ყველა მაგალითის ამოხსნა. კარგი გამოცდაა იმ მკითხველებისთვის, რომლებიც დარწმუნებულნი არიან თავიანთი მათემატიკური ცოდნის სიძლიერეში.

იფიქრე მათემატიკოსივით

1. არ ღირს ყველაზე რთული თავსატეხებით დაწყება, ამიტომ ჯერ მარტივ თავსატეხს შემოგთავაზებთ. ქვემოთ მოცემულ სურათზე ნახავთ მაგალითს, რომელშიც ის მათემატიკური სიმბოლოებია გამოტოვებული, რომლებიც არითმეტიკულ მოქმედებებს აღნიშნავს. კითხვის ნიშნის ნაცვლად შეიძლება იყოს შეკრება, გამოკლება, გაყოფა ან გამრავლება. შეგიძლიათ მაგალითი უფრო გასაგები გახადოთ?

2. მეორე დავალება უფრო რთულია, რადგან აქ ერთდროულად 3 კითხვის ნიშანი გვაქვს. აქაც ყოველი “?”-ს უკან შეიძლება იყოს ოთხი ძირითადი არითმეტიკული მოქმედებიდან ნებისმიერი. შეგიძლიათ ამ თავსატეხის ამოხსნა?

3. ბოლო მაგალითის ამოხსნის ირგვლივ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. ინტერნეტის მომხმარებლები ორ ბანაკად გაიყვნენ და თითოეული პასუხის მხარდამჭერები დარწმუნებული იყვნენ, რომ სწორედ ისინი იყვნენ მართლები. შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი, რომელიც ერთადერთი და სწორია ამ შემთხვევისთვის?

მინიშნებები და პასუხები

1. საზრიანი მკითხველი ალბათ მაშინვე შეამჩნევს, თუ როგორ შეიძლება “22”-დან “24”-ის მიღება, ორი მოქმედებით. მით უმეტეს, რომ არის რიცხვები “19” და “21”, რომლებიც ასევე განსხვავდებიან ორით. ამიტომ, „22“-ს უნდა გამოაკლოთ „19“, შემდეგ კი მიუმატოთ „21“, რათა საბოლოოდ მიიღოთ „24“.

2. მეორე მაგალითში არის გამრავლება და გამოკლება. თუ თავსატეხის ამოხსნა ვერ შესძელით, მაშინ შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს. როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან მარტივი აღმოჩნდა.

 

 

3. ჯერ უნდა შეასრულოთ მოქმედებები ფრჩხილებში, შემდეგ კი გადახვიდეთ მარცხნიდან მარჯვნივ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვიღებთ: 12 ÷ 2(3 + 3) = 12 ÷ 2 × 6 = 6 × 6 = 36. თუმცა, ბევრი ადამიანი, არითმეტიკულ მოქმედებებს არასწორი თანმიმდევრობით ასრულებს, რის გამოც საბოლოოდ ღებულობს “1”.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს