დიასახლისი გალინა გვასწავლის, როგორ მოვამზადოთ კარგი ბოშური ხაჭაპური, თხელი ცომით და ბევრი გულსართით

248

ფუდ ბლოგერი და შესანიშნავნი დიასახლისი გალინა უხვად გვიზიარებს საკუთარ რეცეპტებს და არ წყვეტს ჩვენ გაოცებას. ამჯერად ის მადისაღმძვრელი ბოშური ხაჭაპურის გაკეთებას გვასწავლის ხორცით, თხელი ცომითა და უხვი გულსართით.

ხაჭაპური ხორცით

ეს უკვე არის გაოცების მიზეზი. ჯერ ერთი, ხაჭაპური ქართული სამზარეულოს კლასიკური კერძია, რომელშიც გულსართი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ცომი. მეორეც, მიზანშეწონილი იქნება, რომ ამ შემთხვევაში მისი სახელწოდება ჩავსვათ ბრჭყალებში. თავად სიტყვა “ხაჭაპური” ორ ქართულ ფუძეს შეიცავს: “ხაჭო” – და “პური”. ასე რომ, ხორციანი ხაჭაპური კულინარიული საოცრებაა – პარადოქსია. მაგრამ ძალიან გემრიელია, თითებს გაილოკავთ…

ასეთი უცნაური კერძისთვის დაგჭირდებათ:

  • 500გ ფქვილი;
  • 150 გ წყალი;
  • 1 ჩ.კ შაქარი;
  • 1 ჩ.კ მარილი;
  • 6 გ მშრალი საფუარი;
  • 3 ს.კ მცენარეული ზეთი;
  • 50 გ არაჟანი;
  • 40 გ კარაქი;
  • 150 გ რძე.

გულსართისთვის დაგჭირდებათ:

  • 600 გ ხორცი;
  • 200 გ ღორის ქონი;
  • 200 გ ხახვი;
  • 2 – 3 კბილი ნიორი;
  • 1 ჩ.კ მარილი;
  • წიწაკა გემოვნებით.

ნებისმიერი კერძის მომზადებისას გალინა წინასწარ ამზადებს საჭირო პროდუქტებს და ისე ათავსებს, რომ ყველაფერი ხელთ ჰქონდეს, – ასე ყველაფერი სწრაფად კეთდება.

მომზადების წესი

1. უნდა დაიწყოთ ცომით. ოდნავ თბილ წყალში უნდა ჩაყაროთ მშრალი საფუარი და შაქარი და მოურიოთ. თასში გაცერით ფქვილი და გააკეთეთ მასში ჩაღრმავება. ჩაასხით შიგნით თბილი რძე და მარილი, დაამატეთ არაჟანი და გაფუებული საფუარი. შეურიეთ კოვზით.

2. როგორც კი მშრალი და სველი ინგრედიენტები ერთმანეთს შეერევა, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ურიეთ კოვზით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ცომი თასის კედლებს სუფთად მოაშორეთ და გუნდა შეკარით. თასს ცელოფნის ფირი გადააკარით და გააჩერეთ 2 – 3 წუთის განმავლობაში.

3. შემდეგ 3 წუთის განმავლობაში მოზილეთ ხელით, ნაპირებიდან ცენტრისკენ. ცომი არც თხელია და არც სქელი, დამჯერია, ელასტიური და ხელებს არ ეკვრის. თასს საკვების ფირი უნდა გადააკრათ და უნდა გააჩეროთ თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში, რათა ცომი ამოვიდეს. შეგიძლიათ შედგათ ღუმელშიც, მაგრამ არა უმეტეს 30°С – ზე.

ხაჭაპური ხორცით: გულსართი

4. ხორცი, ქონი და ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში უნდა გაატაროთ, ნიორი უნდა გაატაროთ პრესში ან გახეხოთ. ამატებთ მარილს და წიწაკას გემოვნების მიხედვით და კარგად ურევთ, როგორც საკატლეტე ფარშს. გულსართსაც აფარებთ ფირს, მაგრამ მაცივარში არ დგამთ, არამედ გრილ ადგილას.

5. ცომის მასა თითქმის გაორმაგდა? მშრალ მაგიდას მცენარეული ზეთი გადაუსვით, ზეთი ხელისგულებზეც წაისვით და დაიწყეთ ცომის მოზელა უკვე მაგიდაზე ორივე ხელით, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

6. ცომი შუაზე გაყავით. ნახევარს ისევ ფირი გადააფარეთ. მეორე ნახევარი კი ოთხ თანაბარ ნაწილად გაყავით. მოამზადეთ ბურთულები და ფირი გადააფარეთ, სანამ გულსართს დაყოფთ პორციებად. გულსართი რვა ნაწილად უნდა გადაანაწილოთ. სულ გამოვა 8 ცალი, 2 სტანდარტულ საცხობ ტაფაზე, რადგან “ხაჭაპურები” ერთმანეთისგან მოშორებით უნდა მოათავსოთ.

7. საცხობ ტაფაში პერგამენტის ქაღალდი უნდა ჩაფინოთ. ცომის ერთ გუნდას თანაბრად შლით, ისე თითქოს მრგვალ ბლინს აკეთებდეთ. ცენტრში ათავსებთ გულსართის ბურთულას და ცომის კიდეებს აერთებთ. ამოწმებთ, კარგად არის თუ არა ცომი შეწებებული და ბურთს მაგიდაზე შეკრული მხრიდან ათავსებთ. ხელისგულით აბრტყელებთ ისე, რომ მიიღოთ მრგვალი “ხაჭაპური”, რომლის დიამეტრი დაახლოებით 12 სმ იქნება. საცხობ ტაფაზე ასეთი ოთხი “ხაჭაპური” დაეტევა. გადააფარეთ ფირი და აცადეთ 10 წუთი.

8. ზემოდან ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით. თითოეული მათგანი შუაში თითით გახვრიტეთ და მოათავსეთ 250 °С-ზე გახურებულ ღუმელში, 10 – 12 წუთის განმავლობაში.

სანამ მეორე პორციას ამზადებთ, სახლი ისეთი მადისაღმძვრელი არომატით ივსება, რომ ოჯახის ყველა წევრი სამზარეულოში იკრიბება. არ გაგიკვირდეთ, თუ მეზობელიც შემოირბენს “ერთი წუთით”…

დრო გავიდა? ცხელ “ხაჭაპურს” სწრაფად უსვამთ ზემოდან კარაქს… მზად არის! ცომი თხელია, გემრიელი ხორცი კი – ბევრი… ცდუნებას ვერ გაუძლებთ…

ერთი სიტყვით, ორივე კარგი მზარეულები ხართ! გალინაც და შენც. ქართველები კი ამას ალბათ ხორციპურს უწოდებდნენ… გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს