შემატეთ სითბო ინტერიერს: 5 უპრეტენზიო ოთახის მცენარე, რომელიც გაზაფხულამდე იყვავილებს

377

როცა მარტოსული ხეები უფოთლოდ ქანაობს, ხოლო მიწაზე ტალახში არეული თოვლი დევს, თვალი რაღაც კაშკაშას და სიხარულის მომტანს ეძებს. მთელი წლის განმავლობაში კარგ ხასიათზე ყოფნის ერთ–ერთი დამადასტურებელი მეთოდი შესაფერისი ყვავილების შეძენაა. პაპარაცი გიამბობთ, რომელი ოთახის მცენარეები ყვავის ზამთარში და როგორ მოვუაროთ სწორად.

სანამ სახლს ცოცხალი ყვავილებით გაავსებთ, დაიმახსოვრეთ რამდენიმე წესი. პირველ რიგში, ქოთანში მიწის გამოკვება არ დაგავიწყდეთ. თითქმის ყველა მცენარეს უყვარს ხარისხიანი ნიადაგი მიკროელემენტებით. მეორეც, სწორად მორწყეთ. დარწმუნდით, რომ თქვენი მცენარე ცხელ უდაბნოში არაა, ან, პირიქით, წყალში ჩაძირული. მესამეც, არ დაუჯეროთ დიზაინერებს და ქოთანი ფანჯარასთან ახლოს მოათავსეთ. რაც უფრო შორსაა მცენარე სინათლისგან, მით უფრო სავარაუდოა, რომ მისი ყვავილობა დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდება.

რომელი ოთახის მცენარე ყვავის ზამთარში: ტოპ 5 სახეობა

გადავიდეთ ცივი სეზონის მიმართ უპრეტენზიო ოთახის მცენარეების სიაზე. შემატეთ ცოტა ზაფხული თქვენს ინტერიერს.

სპარსული ყოჩივარდა

დარწმუნებული იყავით, ეს მცენარე არა მხოლოდ მშვიდად გამოიზამთრებს, არამედ გაზაფხულამდე ყვავილობით გაგახარებთ. ასეთი ყვავილის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მისი კვირტების რაოდენობას: რაც მეტია, მით უკეთესი. ყვავილობა რომ არ შეწყდეს, დამჭკნარი გვირგვინები ღეროებთან ერთად ფრთხილად მოაშორეთ.

საუკეთესო ადგილი: ფანჯრის რაფა ჩრდილოეთ მხარესთან ახლოს. აკონტროლეთ, რომ სინათლით სავსე იყოს, მაგრამ მზის პირდაპირი სხივების გარეშე. ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 22–24 გრადუსს.

მორწყვის წესი: სამ დღეში ერთხელ, სასურველია სადგამიდან.

დეკემბერა

ნოემბრის ბოლო – იანვრის დასაწყისი დეკემბერას ყვავილობის პიკია. ხარისხიანი მოვლის პირობებში აპრილამდე ყვავილებით გაგახარებთ. მისთვის ყველაზე კომფორტული პირობებია ჩამოკიდული ქოთნები. ამ შემთხვევაში, ყლორტიც ბევრია და ყვავილიც.

საუკეთესო ადგილი: იზოლირებული აივანი ან ოთახი ზომიერი ტენიანობით და ტემპერატურით.

მორწყვის წესი: 3–4 დღეში ერთხელ. შეამოწმეთ, რომ მიწა ძალიან სველი არ იყოს.

ოთახის ჟასმინი

ჟასმინი ყვავილობის პერიოდში ოთახს ავსებს სასიამოვნო, თავდაჭერილი არომატით. ამ მცენარის მოვლისას გამოიყენეთ სასუქები წარწერით “ყვავილოვანი მცენარეებისთვის”. როცა ყვავილობის პერიოდი დასრულდება, ყლორტები დაამოკლეთ და მორწყვის რაოდენობა შეამცირეთ. ასე თქვენი ჟასმინი ცოტას დაისვენებს და სწორად აღდგენას შეძლებს.

საუკეთესო ადგილი: თბილი, ნათელი ფანჯრის რაფა.

მორწყვის წესი: 3 დღეში ერთხელ. მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ რბილი წყალი, ქლორის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ თუ ქოთანში მიწა გამომშრალია, კვირტები მაშინვე ჩამოცვივდება.

ბეგონია

ბეგონიასთვის საუკეთესო პირობებია სითბოს და ტენიანობის კომბინაცია. ნებისმიერ შესხურებას ძლივს იტანს. ამასთან ყვავილი შესანიშნავად რეაგირებს რეგულარულ გამოკვებაზე, ამიტომ ყოველ 2–3 კვირაში ერთხელ დაუმატეთ. 17 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ბეგონია ყვავილობას შეწყვეტს, ხოლო კაშკაშა მზის სხივების ზემოქმედებისას სწრაფად ხმება.

საუკეთესო ადგილი: თბილი ფანჯრის რაფა გაფანტული სინათლით.

მორწყვის წესი: 2 დღეში ერთხელ წყლით ქლორის გარეშე.

უკადრისა

ამ მცენარეს სჭირდება როგორც უხვი მორწყვა, ასევე დანამვა, რადგან მისი ფოთლები ძალიან წვნიანი და ნაზია. ცივ სეზონზე უბრალოდ შესანიშნავად ყვავის. მისთვის მისაღები ჰაერის ტემპერატურაა 25 გრადუსამდე.

საუკეთესო ადგილი: ნათელი ფანჯრის რაფა მზის პირდაპირი სხივების გარეშე.

მორწყვის წესი: ორ დღეში ერთხელ.

როგორც ხედავთ, ზაფხულის ატმოსფეროს ინტერიერში შემოტანა უფრო ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სცადეთ, ექსპერიმენტები ჩაატარეთ, საცხოვრებელი გაავსეთ ყველა შესაძლო მცენარით. ეს არა მხოლოდ ლამაზი და მოდურია, არამედ სასარგებლო. სუფთა ჰაერი სახლში მისი მობინადრეების ჯანმრთელობის გარანტიაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს