ვაშორებთ ბაქტერიებს და ჭუჭყს – 4 საუკეთესო მეთოდი სპონჟის გასარეცხად

77

ბევრი ქალი იყენებს რბილ სპონჟს მაკიაჟის ადვილად წასასმელად. მოსახერხებელი ხელსაწყო აჩქარებს ტონალური კრემის წასმის პროცესს. გამოყენების შემდეგ ასეთ სილამაზის ბლენდერს დაუყონებლივ გაწმენდა სჭირდება. ეს კი ავიწყდება ბევრს, ვინც მას იყენებს. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გარეცხოთ სპონჟი და გააკეთოთ ეს ხარისხიანად.

რაც უფრო კარგად იზრუნებთ თქვენს მაკიაჟის ღრუბელზე, მით უფრო დიდხანს მოგემსახურებათ. სწორედ ამიტომ, ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად უნდა გაწმინდოთ. სპონჟის რეგულარულად გამოცვლაც არ დაგავიწყდეთ. დროთა განმავლობაში, სპონჟი ელასტიურობას კარგავს.

როგორ ჩამორეცხოთ სპონჟიდან ტონალური კრემი

პროცედურის მნიშვნელობა

მაკიაჟის ღრუბლის სათანადოდ გაწმენდა არასდროს უნდა დაგავიწყდეთ. ვიზაჟისტები ამას დაჟინებით უმიზეზოდ არ მოითხოვენ. არსებობს რიგი მიზეზი, რის გამოც მნიშვნელოვანია სპონჟის გარეცხვა:

  • კანის ჯანმრთელობა. სპონჟზე ტონალური კრემის წებოვანი ნარჩენი კარგი გარემოა მრავალი ბაქტერიის გასამრავლებლად, ასევე იდეალური ზედაპირი მტვრის დასალექად.
  • საშუალების ეკონომია. თუ სპონჟიდან ტონალური კრემის კვალს არ მოაშორებთ, ტონალურის ახალი პორციის განსაზღვრაში ხელს შეგიშლით. ასე კოსმეტიკური საშუალების მოხმარება გაიზრდება.
  • ესთეტიკური მომენტი. მაკიაჟი სუფთად, ძვირადღირებულად და მოწესრიგებულად რომ გამოიყურებოდეს, ჭუჭყიანი სპონჟის გამოყენება დაივიწყეთ. ის არა მხოლოდ სწორი და ლამაზი ტონის წასმაში ხელს შეგიშლით, არამედ დერმატოლოგიური პრობლემების განვითარებას ხელს შეუწყობს.

მეთოდი №1: საპნის გამოყენება

აიღეთ ჩვეულებრივი მყარი საპონი ან ჰიპოალერგიული საბავშვო საპონი. სპონჟი თბილ წყალში კარგად დაასველეთ. ცოტა გაწურეთ. შემდეგ არჩეული საპნით კარგად გაქაფეთ. პოროლონის ღრუბელს თითებით ნაზად დააჭირეთ. შემდეგ კარგად გარეცხეთ და ოდნავ გაწურეთ (არ დაატრიალოთ!).

მეთოდი №2: შამპუნის გამოყენებ

თბილი წყალი ჩაასხით პატარა თასში. ცოტა შამპუნი ან შხაპგელი დაუმატეთ. სითხეში სპონჟი მოათავსეთ. 10 წუთის შემდეგ სპონჟს ნაზად ხელი მოუჭირეთ და გაუშვით, ჭუჭყისგან გაწმინდეთ. შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

მეთოდი №3: მიცერალური წყლით გაწმენდა

გამოიყენეთ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება, რომელიც სპირტს არ შეიცავს. მიცერალური წყალი სპონჟს წაუსვით, რამდენიმე წუთის განმავლობაში თითებით კარგად მოზილეთ. შემდეგ მიცერალური წყლის ნარჩენი მოაშორეთ, აქტიურად გარეცხეთ.

მეთოდი №4: მიკროტალღური ღუმლის გამოყენება

თბილი წყალი ჩაასხით პატარა თასში. რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი დაუმატეთ. მიღებულ სითხეში სპონჟი მოათავსეთ. თასი სპონჟით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ და 40–60 წამი ჩართეთ. წინასწარ მაქსიმალური სიმძლავრე დააყენეთ. დაელოდეთ, სანამ სპონჟი გაგრილდება, შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

მაკიაჟის ღრუბლის გასარეცხად ცხელი წყალი არ გამოიყენოთ. მხოლოდ თბილი წყალი ააგროვეთ, რომ სპონჟის პოროლონის სტრუქტურა არ დაზიანდეს. გათბობის ბატარეაზე არ გააშროთ და სველი სპონჟი ყუთში არ შეინახოთ. ჯერ სრულად უნდა გაშრეს. პროცესის დასაჩქარებლად ქაღალდის პირსახოცში გაახვიეთ. თუ გსურთ, რომ სპონჟი ნაკლებად გაჭუჭყიანდეს, გახსოვდეთ მნიშვნელოვანი ნიუანსი. გამოყენებამდე ცოტა წყალში დაასველეთ. ამის წყალობით მაკიაჟის ღრუბელი ნაკლებ ტონალურ კრემს შთანთქავს. ეს მუშაობს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს