პროდუქტების ეკოლოგიური შეფუთვა საბჭოთა პერიოდში: რატომ იყო ქუჩებში გაცილებით ნაკლები ნაგავი

280

წარმოიდგინეთ: საბჭოთა პერიოდში ბიჭები ქუჩაში დადიოდნენ და საჩვენებლად მიირთმევდნენ გამდნარ ყველს ტუბიდან, რადგან ასეთი შეფუთვა პრესტიჟულად ითვლებოდა. დღეს იმდენი ფერადი ტუბი, ყუთი, პაკეტი, შეფუთვა და სხვა პლასტმასაა, რომ ჩვენთვის პრესტიჟულად ითვლება კრაფტის პარკი – ის ყავისფერი ქაღალდი, რომელიც პლასტმასზე ძვირი ღირს. დრო იცვლება, მაგრამ მეხსიერება რჩება. ცოდვა იქნება არ გავიხსენოთ, რომ ადრე ეკოლოგიური შეფუთვა ჩვეულებრივი რამ იყო.

ახლა სუპერმარკეტში მხოლოდ ორი ვიზიტი სანაგვე ურნას ბოლომდე ავსებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროდუქტების ნარჩენები უფრო მეტია, ვიდრე საკვები. მთელი სამყარო ყვირის, რომ პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. მაგრამ ჯერ კიდევ 50 წლის წინ გაცილებით ნაკლები ნაგავი იყო. მოდი, გავიხსენოთ, რატომ არის ასე.

ეკოლოგიური შეფუთვა სსრკ–ს დროს

ვიყოთ გულახდილები: საქმე საბჭოთა მოქალაქეების არაჩვეულებრივ ცნობიერებაში არ იყო. უბრალოდ პლასტმასის პარკები იმდენად იშვიათი იყო, რომ არც ყრიდნენ. გახსოვთ პარკი პარკში? ბევრი ბებია და ბაბუა ჯერ კიდევ ასე აკეთებს. ახლა პარკებს ყველა სუპერმარკეტი იძლევა. არა უფასოდ, მაგრამ თეთრები ღირს. გაოცდებით, მაგრამ ამ თეთრებზე კარგ მოგებას იღებენ, რადგან მათი თვითღირებულება მინიმალურია.

როგორ ფუთავდნენ ძეხვს ადრე?

ადრე ძეხვიც განსხვავებული იყო. მაგალითად, საექიმოში მხოლოდ ძროხის ხორცი, კვერცხი, ღორის ხორცი და რძე შედიოდა. გემოც შესაბამისი ჰქონდა, ნატურალური. თუ არ იყო „საექიმო“, მაშინ „სამოყვარულოს“ არჩევა შეიძლებოდა. მასში ამატებდნენ ღორის ქონს, რაც გემოს არ აფუჭებდა.

ნიუანსი იყო ის, რომ თითქმის ყველა ძეხვი წონით იყიდებოდა. კარგად მახსოვს: მძიმე რკინის სასწორები, პროდუქტი ერთ „მხარზე“ და რკინის წონები მეორეზე. საინტერესო სისტემა იყო. რა თქმა უნდა, ახლა უკეთესი ტექნიკა გვაქვს. სამაგიეროდ, ფუთავდნენ ყავისფერ ქაღალდში, რომელსაც მუყაოს ქაღალდს უწოდებდნენ. მასში იფუთებოდა ნებისმიერი ძეხვი. აი, ასე ქუჩაში მიდიხარ და არავინ იცის, რა გაქვს გახვეული – „საბჭოური“ თუ ლივერის სოსისებით.

მაშინ ყველაფერს ქაღალდში ახვევდნენ: ყველსაც და კარაქსაც. პროდუქტები მასში უკეთ ინახებოდა. მაგალითად, ყველის პარკში ჩახშობა უკუნაჩვენებია. ეს არის პროდუქტი, რომელმაც უნდა „ისუნთქოს“. თუმცა ახლა ამაზე ცოტა ადამიანი ფიქრობს. ასეთი კულტურა არ არსებობს. გაფუჭდა? იყიდე ახალი. საბჭოთა ადამიანი კი ღარიბი და ყაირათიანი იყო.

სამკუთხედები რძისთვის

მუყაოს შეფუთვა რძისთვის მაშინვე არ გამოჩენილა. ვიღაცამ მითხრა, რომ სსრკ–მა მისი წარმოების ტექნოლოგია შვედეთიდან იყიდა. როგორც ბევრი საბჭოთა ხარისხის ნივთი, ასეთი შეფუთვაც ხშირად იშლებოდა. თავად რძეც მასში დიდხანს არ ინახებოდა, ჰერმეტულობის პრობლემის გამო. სამაგიეროდ, საზრიანმა დიასახლისებმა იპოვეს მისი გამოყენების მეთოდი – რძის დაცლის შემდეგ მუყაოს ნერგებისთვის იყენებდნენ.

სხვა საქმეა ბიდონი და მინის ჭურჭელი. ასეთი შეფუთვა მართლაც ეკოლოგიურად სუფთაა, საწყენია, რომ წარსულს ჩაბარდა. ადვილი იყო მიხვედრა, რა სახის რძე იყიდებოდა ბიდონში. ამაზე სიგნალს იძლეოდა ფერადი თავსახურები და ასოები მასზე. ვერცხლისფერი თავსახური რძის ნიშანი იყო, იასამნისფერი – მაწვნის, მწვანე – კეფირის, ყვითელი – ნაღების ნიშანი.

მინის ჭურჭელში გაყიდული პროდუქტები ძნელი გადასატანი იყო ავოსკის ჩანთით, სამაგიეროდ ჭურჭლის ჩაბარება შეიძლებოდა. თუ რძე 28 კაპიკი ღირდა, კონტეინერი – 15 კაპიკი. სხვათა შორის, ავოსკის ჩანთაზე! ახლა პოპულარობის პიკზეა, მისი ნახვა შეგიძლიათ გარემოსდამცველის ტუმბოზე, ბაზრობაზე, მოდური ნივთების მაღაზიებში. მოდა ნამდვილად ციკლურია. ვინ იფიქრებდა, რომ ავოსკის ჩანთა დაბრუნდებოდა? თან ეკოლოგიური გზავნილით.

გაზეთები, როგორც ეკოლოგიური შეფუთვა

გახსოვთ ბებიები ავტობუსის გაჩერებებზე? რას არ ყიდდნენ: მზესუმზირის თესლი, გოგრის თესლი, არაქისი. ზაფხულში ალუბალს, მაყვალს. კენკრა და თესლი ალუმინის თასში ან ვედროში იყო, იყიდებოდა კონუსებში გაზომვით. გაზეთის ან რვეულის ფურცლიდან კონუსს აკეთებდნენ, მასში პროდუქტს ყრიდნენ, შემდეგ მხოლოდ გადახდა იყო დარჩენილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შეფუთვა?

დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: ფხვიერი პროდუქტებიც პარკში იფუთება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ძველი ტრადიციის ერთგული ბაზრები. ყველგან ნაგავია: პარკები ნიავზეც დაფრინავს. ვერსად გაექცევი, რადგან ჩვენს ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავების ბიზნესი უბრალოდ არ არის. ადრე თუ გვიან ნაგვის უზარმაზარ გროვაში აღმოვჩნდებით და ამაში ვერავის დავადანაშაულებთ.

მოდაში დაბრუნდა არა მხოლოდ ავოსკის ჩანთა, არამედ შესაფუთი ქაღალდიც. ცვილის ქაღალდი შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტებისთვის, რომელთაც შეფუთვა სჭირდებათ. მაგალითად, ყველი ან ხორცი. მოსახერხებელია, რადგან ცვილის ქაღალდის ბევრჯერ გარეცხვა და გამოყენება შეიძლება.

და მაინც, ტექნოლოგიურ პროგრესს ყოველთვის არ მივყავართ უკეთესობისკენ. არის რამდენიმე ნიუანსი. ნაგავი უფრო მეტია, მასთან ბრძოლა სახელმწიფო დონეზე არ ხდება. თან ვის მოაფიქრდება დააბრუნოს ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა, როგორც სსრკ–ში იყო?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს