მარტივი გამოთვლებით მივხვდი, რომ მშობლებმა ჩემს ძმაზე უფრო მეტი ფული დახარჯეს. გადავწყვიტე სიტუაციის დაბალანსება

1180

სტატისტიკურად, ხშირად ქალები ინახავენ ოჯახის ბიუჯეტს თანამედროვე ქორწინებაში. ისინი უფრო გონივრულად უყურებენ საქმეს, სერიოზულ შესყიდვებს და ზოგადად ხარჯებს. კაცებს უფრო უყვართ რისკზე წასვლა, რომელიც ყოველთვის ასპროცენტიან მოგებას არ იძლევა. ხშირად შეიძლება გაიგონოთ, როგორ გადაწყვიტა ვიღაცამ ინვესტირება კრიპტოვალუტაში და გაკოტრდა, იყიდა უძრავი ქონება მშენებარე მიკროუბანში და შედეგმა არ გაამართლა. კაცებს ახასიათებთ გარისკვა, მაგრამ  თავგადასავლები ყოველთვის კარგად არ სრულდება.

სიტყვაზე, ქალებიც ყოველთვის გონივრულად არ იქცევიან, როცა ხელთ დიდი თანხა აქვთ. სპონტანური შესყიდვები და ზედმეტი ხარჯი კამათის და გაუგებრობის ხშირი მიზეზია. თუ ქალი დიდი ხანი არის დაქორწინებული და მოასწრო ერთი ან რამდენიმე შვილის ყოლა, სტატისტიკა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ფინანსების მიმართ მისი მიდგომა ხდება უფრო გონივრული, ვიდრე კაცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასეა.

საოჯახო დანაზოგი

რა არის საოჯახო დანაზოგი თქვენი გაგებით? ვფიქრობ, ეს არის ფული, რომელიც ოჯახში უნდა დაიხარჯოს. თუ ოჯახის რომელიმე წევს დასჭირდება, შეუძლია ბიუჯეტიდან ნაწილი დახარჯოს. ეს ხომ ლოგიკურია? ამასთან დაკავშირებით, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ამბავი, რომელიც ახლახან მოხდა და მე და ჩემს ოჯახს ეხება.

27 წლის ვარ, ცოტა ხნის წინ ოჯახი შევქმენი. ადრე, როცა მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, დედ–მამა გვეუბნებოდა, რომ მე და ანრი ერთნაირად ვუყვარდით. როგორც მინიმუმ, ადრე ასე ვთვლიდი. ბავშვები ვიყავით, მე უმცროსი და, ის უფროსი ძმა. სკოლაში დავდიოდით, ვსწავლობდით. ხანდახან ვკამათობდით, მაგრამ ყოველთვის ვრიგდებოდით. ვაღიარებ, ანრი უკეთ სწავლობდა, ვიდრე მე.

აღმოჩნდა ისე, რომ ჩემს ძმას მეტი უნდა ესწავლა. ჩემზე მკაცრად ეპყრობოდნენ, რეპეტიტორებს ქირაობდნენ, დედა ხშირად დადიოდა სკოლაში, თუ დღიურში დაბალი შეფასება გამოჩნდებოდა. მაშინ მიხაროდა, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ მეხებოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ სინამდვილეში ჩემი ძმა ოჯახის ფავორიტი იყო. მე არაფერს მეკითხებოდნენ, თუმცა სწავლა ადამიანის აღზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

სკოლის დამთავრების შემდეგ ანრი სასწავლებლად დედაქალაქში გააგზავნეს. იმის მიუხედავად, რომ თავადაც შეეძლო ნორმალურად მომზადება, მასზე დიდი თანხა დახარჯეს, ეს ზუსტად ვიცი. სახლში მოდიოდნენ პროფესიონალი მასწავლებლები ანრის ცოდნის გასაუმჯობესებლად. შედეგად, წარმატებით ჩააბარა და სხვა ქალაქში გადავიდა უმაღლესი განათლების მისაღებად. ეს კი უფასო სიამოვნება არ არის. ფული იყო საჭირო საცხოვრებლად, საკვებად, გასართობად და სხვა დანარჩენისთვის.

მე მშობლებთან დავრჩი. „ტექნოლოგიებისა და დიზაინის“ შესწავლა დავიწყე. ჩემი ცოდნა ამისთვის საკმარისი იყო. სამაგიეროდ, არ მიწევდა არაფრის დაზეპირება და მეხსიერების გაფუჭება. ასე ვთვლი: თუ საყვარელ საქმეს სწავლობ, საოცნებო სამსახურის პოვნა არ გაგიჭირდება. სხვა საქმეა, როცა შენი პროფესია არ გიყვარს. ამ მხრივ, არაფერს ვნანობ. დატვირთული ცხოვრება მქონდა, მეგობრებს ვნახულობდი. არ ვწვალობდი, ამიტომ არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი განათლება არ მაქვს.

აი, ანრის მეორე კურსიდან პრობლემები დაეწყო. სხვა ახალგაზრდების გარემოცვაში მოხვდა და იგრძნო თავისუფლება, რასაც სახლში მუდმივი მეთვალყურეობის ფონზე ვერ გრძნობდა. ბუნებრივია, მისთვის ზედმეტად მიმზიდველი აღმოჩნდა და სულ წავიდა ხელიდან. შეფასება შემცირდა, ლექციებს იშვიათად ესწრებოდა. ასე თუ ისე საშუალო ქულებს მაინც იღებდა, რომ სწავლის გაგრძელება შესძლებოდა. მოგვიანებით, გაუჩნდა შეყვარებული, რომელმაც მშობლების მთელი ძალისხმევა გაანულა.

ხანდახან ერთმანეთს ტელეფონით ვეხმიანებოდით. ჩემი ცხოვრებით ინტერესდებოდა, თავის ცხოვრებაზე გაკვრით ჰყვებოდა. ხომ გესმით, როგორც და–ძმა. არ ვუღრმავდებოდით, მაგრამ არ მომწონდა, რომ ყოველთვის უნივერსიტეტიდან გარიცხვის ზღვარზე იყო. ამიტომაც არ გამიკვირდა, როცა ანრიმ აკადემიური აიღო. რა თქმა უნდა, ეს მშობლებისთვის შოკი იყო, მაგრამ ასე იყო საჭირო. მით უფრო, ჩემს ძმას დაეხმარა.

მიზეზი ბანალურია: შეყვარებულთან დაშორება და ამის შედეგად თრობა. ანრის ყველაფრისგან დასვენება სურდა, გარკვეული დასკვნები გააკეთა და სამსახური დაიწყო. ბოლოს უნივერსიტეტი მაინც დაამთავრა და ყველას ეუბნება, რომ მისგან კაცი შექმნა. პირადად მსგავს განცხადებებს სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ ასე იყოს. მეც დრო არ დამიკარგავს. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ჩემი ძმა დაკარგულ სიყვარულს მისტიროდა, მსოფლიოში ყველაზე საყვარელი მამაკაცი გავიცანი. უკვე მაშინ სერიოზული ურთიერთობა დავიწყეთ.

მე და ლაშა მაშინვე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი. გამაცნო თავისი მშობლები, ყოველთვის თავაზიანი იყო და დღემდე ასეა. მიყვარს, ამიტომ უცნაურია არაა, რომ ერთ დღეს დაქორწინება გადავწყვიტეთ. პერსპექტიული ახალგაზრდა მამაკაცია, არა დედიკოს ბიჭი. საოჯახო საქმეში მოხმარება იცის. ქორწინებამდე დიდხანს ერთად არ გვიცხოვრია, მაგრამ როგორც შეყვარებული კარგად ვხედავდი, ვინ იდგა ჩემს წინ. ლაშა იმ ადამიანთაგანია, ვინც მეორე ნახევარს ეხმარება და მთელ დღეს დივანზე წოლაში არ ატარებს.

ჩვენს ქორწილში ანრიც ჩამოვიდა დედაქალაქიდან. დავაჟკაცებული, გაზრდილი. საჩუქარზეც არ დაუზოგავს, ამისთვის მადლობელი ვარ. გადავწყვიტეთ პატარა ქორწილის გადახდა. გარდა ამისა, ორივეს მშობლებმა დანაზოგიდან თანხა აიღეს და პატარა ბინა გვაჩუქეს. მეორადი საცხოვრებელი, არა ახალი, მაგრამ ახალი ოჯახისთვის საკმარისი იყო. ვთვლი, რომ უძრავი ქონება საუკეთესო საჩუქარია.

თითქოს ბედნიერი ამბავია, ყველაფერი კარგად არის: ძმამ კრიზისს თავი დააღწია, მე გავთხოვდი. მშობლები კარგად და მშვიდად არიან. მაგრამ ახლა მშობლებთან ურთიერთობა თითქმის არ მაქვს. ძმაც სოციალურ ქსელში ძალით მელაპარაკება. მიზეზი ფულია. უბრალოდ დავიანგარიშე და მივედი დასკვნამდე, რომ მშობლებმა ჩემს ძმაზე დახარჯეს ბევრად მეტი დრო, ფინანსები და ძალისხმევა, ვიდრე ჩემზე. უმცროს ქალიშვილზე, რომელიც მშობლიურ ქალაქში დარჩა.

ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე მშობლების საოჯახო დანაზოგიდან ცოტა თანხა ამეღო, მხოლოდ 3 ათასი დოლარი თაფლობის თვის გასატარებლად. სადმე თბილ ქვეყანაში რომ წავსულიყავი და დამესვენა. არ მქონდა უფლება? მთელი ცხოვრება ხასიათის პრობლემა არ მქონია. სკანდალი არ მომიწყვია და ყველა თხოვნას ვასრულებდი.

რა მოხდა, თუ ავიღე თანხა და ჩემზე და ჩემს მეუღლეზე დავხარჯე? ეს ხომ ოჯახის ფინანსებია. მე კი ამ ოჯახის ნაწილი ვარ. დრო კარგად გავატარე, ჯანმრთელობა გავაუმჯობესე: მენტალურად და ფიზიკურად. ზრდასრული ცხოვრებისთვის მოვემზადე. თუმცა ახლა ჩემი ოჯახი ისე მიყურებს, თითქოს ქურდი ვარ. თურმე, ეს ფული სჭირდებოდათ რაღაც რემონტისთვის, რომლის შესახებ პირველად გავიგე. და საერთოდ ასე მოქცევა არ შეიძლება. გთხოვთ, ამიხსენით. მეც ხომ ოჯახის წევრი ვარ თუ ფული მხოლოდ ერთ შვილზე უნდა დაიხარჯოს? ნუთუ ეს სამართლიანია?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს