ყოველდღიური აქტივობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს სხვადასხვა სახის კიბოს განვითარების რისკი. ენდოკრინოლოგი ზუჰრა პავლოვა გვიზიარებს საინტერესო დასკვნებს ამ თემაზე.
კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 22 ათასი ქალი და კაცი, მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. აღმოჩნდა, რომ მაშინაც კი, თუ ადამიანი სპორტით დაკავებული არაა, აქტიური ცხოვრების წესი ხელს უწყობს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწრაფი სიარული ავტობუსზე მისასწრებად ან კიბეებზე ასვლა ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
ზუჰრა პავლოვა ხაზს უსვამს, რომ დღეში რამდენიმე წუთი აქტივობა სერიოზულ გავლენას ახდენს. ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა სწრაფი სიარული ან სირბილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამდე, კიბოს განვითარების რისკს 30%–ით ამცირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური აქტივობა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანმა იგრძნოს სუნთქვის გაძნელება და სწრაფად სუნთქვა.
ეს დასკვნები ხაზს უსვამს, რომ ყოველდღე მცირე ფიზიკური ძალისხმევაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სერიოზული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
ონკოლოგი ანდრეი ვორობევი განმარტავს, როგორ უწყობს ხელს კიბოს პრევენციას ფიზიკური აქტივობა.
„ფიზიკურ აქტივობას აქვს დადასტურებული ეფექტი ზოგიერთი სახის კიბოს განვითარების რისკის შემცირებაზე. მაგალითად, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ნაწლავებში საჭმლის მოძრაობას აჩქარებს, რაც ნაწლავების კედლებზე ტოქსიკური ნივთიერებების დაყოვნების დროს ამცირებს, შესაბამისად, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს“ – ამბობს ვორობევი.
იმუნური სისტემის გაუმჯობესება
ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. შედეგად, ორგანიზმი უკეთ ებრძვის სხვადასხვა სახის კიბოს და მათ განვითარებას.
ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესება
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ნაწლავებში საჭმლის მოძრაობას აჩქარებს, რაც ამცირებს პერიოდს, როცა ტოქსიკური ნივთიერებები ზემოქმედებენ ნაწლავების კედლებზე. ასე მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი მცირდება.
ანთების შემცირება
„ფიზიკურ აქტივობას შეუძლია ორგანიზმში ანთების შემცირება, რამაც შეიძლება შეამციროს გარკვეული სახის კიბოს განვითარების რისკი, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის და წინამდებარე ჯირკვლის კიბო“.
ჰორმონალური ბალანსის რეგულირება
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმში ჰორმონების დონეს არეგულირებს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყო ძუძუს კიბოს და ენდომეტრიუმის კიბოს რისკის შემცირებასთან.
„აქტიური ცხოვრების წესის დაცვას მრავალი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის, მათ შორის კიბოს განვითარების რისკის შემცირებაში“ – ხაზს უსვამს ონკოლოგი.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. უკუჩვენებებზე და გვერდით მოვლენებზე სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტაცია და არავითარ შემთხვევაში დაიწყოთ თვითმკურნალობა. დაავადებების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.