ვალი რომ მოიშოროთ და ფული მოიზიდოთ, არასდროს გარეცხოთ ეს ნივთი მარილის გარეშე

17106

შესაძლებელია თუ არა სახლში ჭურჭელი გარეცხოთ და გამდიდრდეთ? თუ ამას გააკეთებთ სწორი მიდგომით და საჭირო სიტყვების გამოყენებით, ნამდვილად შეძლებთ! მწიკვი ჯადოქრობა თქვენს ყოველდღიურ რუტინაში ნამდვილ სასწაულს მოახდენს. ფული იქიდან მოვა, საიდანაც არ ელოდებით, ფიქრები უფრო და უფრო ნათელი გახდება. პაპარაცი გიამბობთ, როგორ მოიზიდოთ ფინანსები საყვარელი ჭიქის გარეცხვით.

ჭურჭლის რეცხვა სახლში

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ფულის გზები გარედან იხსნება. უბრალოდ უნდა იპოვოთ სწორი წყარო და სიმდიდრე მდინარესავით წამოვა. ასე არ არის. ფინანსური გზები მოდის შიგნიდან, ჩვენი თავიდან. ჯერ საკუთარ თავს გამდიდრების უფლება უნდა მისცეთ. ეს აზრი ჩადოთ გონიერებაში და ენერგეტიკაში, როგორც მიწაში. მხოლოდ ასე რეალობაშიც სასწაულები მოხდება.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია შინაგან შეხედულებებთან მუშაობა. მათ შორის წარუმატებლობებთან. ხშირად ადამიანი დიდხანს და ბეჯითად შრომობს პროექტზე ან ფულის პრაქტიკას ასრულებს. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე წარუმატებლობები გარდაუვალია, მაგრამ ადამიანს მაინც იმედს უცრუებს, ჩანაფიქრი ნახევარ გზაზე შეიძლება მიატოვოს კიდეც.

ძალიან მნიშვნელოვანია, არ დანებდეთ. თითოეულ ჩვენგანში არის შინაგანი დაბრკოლებები, მაგრამ ოცნებამდე აღწევს მხოლოდ ის, ვინც თავის სისუსტეს იღებს. ჩერდება, მაგრამ შემდეგ ისევ აგრძელებს გზას: ყველა შესაძლებლობას ეჭიდება და წინ მიიწევს. ასეთ შეუპოვრებთან წარმატება მიდის, როგორც ბეჯითი შრომის ბუნებრივი შედეგი.

ძლიერი რიტუალი ფულზე

ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საკუთარ თავს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. გამოვკვებოთ ენერგეტიკული ველი და ჩამოვირეცხოთ ნეგატივის, ეჭვების, შიშის და სხვების შურის ნადები. გიამბობთ განსაკუთრებულ პრაქტიკაზე, რომელიც დაგეხმარებათ მოიშოროთ ან შეასუსტოთ შინაგანი დაბრკოლებები.

ამ რიტუალს მიმართავენ, როდესაც სურთ ფინანსური გზების აღმოჩენა და ვალის სწრაფად მოშორება, ცხოვრებაში კეთილდღეობის და სიუხვის მოზიდვა.

ალბათ, გაქვთ საყვარელი ჭიქა ან თეფში, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ. ეზოთერიკოსების თქმით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ნივთი ჩვენი გარემოცვიდან ჩვენი შინაგანი დოგმების შესაცვლელად. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მოდით შევამოწმოთ!

ყოველ ჯერზე, როცა გარეცხავთ საყვარელ თეფშს ან ფინჯანს, ეს მედიტაციურად გააკეთეთ. მიჩვეული ვართ, რომ სახლში ჭურჭელს ავტომატურად ვრეცხავთ, თან სამომავლო გეგმებზე ვფიქრობთ. შემდეგზე კი სცადეთ პროცესში სრულად ჩართვა. ასე მოიქეცით:

ჭიქაში ცოტა მარილი ჩაყარეთ. რეცხვისას წარმოიდგინეთ, თითქოს ჭურჭლიდან მთელი ნეგატივი გამოდის. თითქოს ყველა ცუდი დოგმა და შიში თქვენს ფინანსურ სფეროს ტოვებს. ამავდროულად, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ჩემს ფინჯანს ვრეცხავ და ფულს ვპოულობ, ხოლო ვალს და უბედურებას მარილით ვიშორებ. ამინ!“ შელოცვაში სიტყვა „ფინჯანი“ შეცვალეთ შესაბამისი ნივთის სახელით.

ჭურჭლის რეცხვა მარილით და გამდიდრება

გახსოვდეთ: რიტუალის დროს პროცესში გაცნობიერებულად უნდა ჩაიძიროთ. ეს ნიშნავს, რომ ყველა აზრი ფინჯნის რეცხვაზე უნდა იყოს მიმართული. არანაირი გარე ფიქრები. აქ და ახლა უნდა იმყოფებოდეთ. 2-3 წუთი საკმარისია, რომ ფულის სფეროს განკურნების სასიკეთო პროცესი გააქტიურდეს.

მარტივი რიტუალი პერიოდულად ჩაატარეთ და თქვენი შინაგანი ბარიერი თანდათან შესუსტდება. მის ადგილს დაიკავებს ოპტიმისტური ნათელი ფიქრები და ფულის შოვნის იდეები. უფრო მეტიც, სუფთა ენერგეტიკული ველი შესაძლებლობებს მაგნიტივით იზიდავს. ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებში თქვენთან მოსვლას დაიწყებს. თქვენ კი მათ დაჭერას და გამოყენებას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს