6 მიზეზი, თუ რატომ ვცხოვრობთ ყველაზე კარგ ეპოქაში

29

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს-დღეობით მსოფლიოს მასშტაბით ხდება უამრავი ცუდი რამ, ვრცელდება ტერორისტული დაჯგუფებები, ებოლას ვირუსი უტევს მსოფლიოს, ვართ მსოფლიო ეკონომიკის კრიზისის წინაშე, ბინძურდება გარემო, გვიახლოვდება გლობალური დათბობა, უამრავი ადამიანი ცხოვრობს გაჭირვებაში, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ გვიწევს ყველაზე ცუდ ეპოქაში ცხოვრება.

დიახ, ჩვენ დანამდვილებით ვდგავართ უამრავი პრობლემის წინაშე, თუმცა ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ ყველა უარყოფითი მხარის აღმოსაფხვრელად.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია უამრავი სხვა ფაქტი და მიზეზი, რაც ჩვენს ეპოქას გამორჩეულს და საუკეთესოს ხდის.

ბარაკ ობამა: “მე ხშირად ვეუბნები ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ მათ გაუმართლათ და დაიბადნენ საუკეთესო ეპოქაში, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. უნდა ვიყოტ ბედნიერები, რადგან ვართ ჯანმრთელები, თავისუფლები და შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩვენი ოცნებების განსახორციელებლად”.

6 მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ეპოქა გამორჩეული და საუკეთესოა:

  1. გასულ საუკუნეებთან შედარებით დაავადებების რიცხვი შემცირდა და თუკი ადრე სტატისტიკუკი მონაცემემბის მიხედვით, ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ცოხლობდნენ დაახლოებით 50 წელს, დღეს-დღეობით ეს რიცხვი 70მდე გაიზარდა.
  2. გაცილებით ნაკლები ადამიანი იტანჯება სიღარიბისგან დღეს-დღეობით, ვიდრე გასულ ეპოქებში.
  3. ომების რიცხვი ძალიან შემცირდა, შესაბამისად შემცირდა დაღუპულთა რიცხვიც.
  4. შემცირდა კრიმინალი და მკვლელობების რიცხვი. ვცხოვრობთ გაცილებით მშვიდათ.
  5. ხალხი ებრძვის რასიზმს. არავინ იზღუდება და ყველა თავისუფალია. ვრცელდება სიყვარული და მშვიდობა მსოფლიოს მასშტაბით.
  6. და ბოლოს, მსოფლიო დღითიდღე ბედნიერდება. (მცირდება ძალადობის ფაქტები, კრიმინალი, მკვლელობა, მყარდება მშვიდობა და სიყვარული).

ამიტომ, ნუ ჩავიქნევთ ხელს და ნუ მივეცემით დეპრესიას. ვიბრძოლოთ თითოეულმა ჩვენგანმა ბედნიერებისათვის და მსოფლიოც უკეთესი გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს