სახის კონტურის შეცვლა მაკიაჟის მეშვეობით

63

სახის კონტურირება – ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია იმისათვის, რომ გარდაისახოთ და სრულიად შეიცვალოთ სახის ფორმა ქორურგიული ჩარევის გარეშე. ამ ტრიუკის გამოყენება შეგიძლიათ თავად ნებისმიერი მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ:

1. პირველ რიგში, წაისვით ღია ფერის ტონალური/კონსილიერი შემდეგ კონტურებზე:
თვალების ქვეშ, წარბების ქვეშ, ცხვირის გასწვრივ, ყვრიმალების ქვეშ, ნიკაპზე, ზედა ტუჩზე.

2. წაისვით მუქი ტონალური/კონსილიერი შემდეგ ადგილებზე: ყბის ხაზის გასწვრივ, ლოყების ქვეშ, ცხვირის გვერდებზე, თმის ხაზსა და საფეთქლებზე.

3. წერტილოვანი მოქმედებებით მსუბუქად დააწექით კოსმეტიკური სპონჟით ან ბიუთი-ბლენდერით კანზე და გაინაწილეთ კონტურული ხაზები, პირველ რიგში, ღია ფერის კონტური, შემდეგ კი – მუქი.

4. ბოლოს კი გადაისვით მთელ სახეზე ნახევრად გამჭვირვალე ფხვიერი პუდრი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს