რა წესები უნდა დავიცვათ სარეცხის მანქანის გამოყენების დროს.

1830

ნათლიაჩემი ყველაფერს სარეცხის მანქანაში რეცხავს: კედებსა და პირსახოცებსაც კი ერთად ყრის. ამასთან, იგი ამბობს, რომ, თუ ნივთები ხარისხიანი და ძვირიანია, გაცილებით დიდხანს მოგვემსახურება და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გავრეცხავთ მას. თუმცა, ძვირიანი ნივთების შეძენისას, არავიბაა დაცული იმისგან, რომ ისინი რეცხვის დროს გაფუჭდება.

ამ შემთხვევაში, შეცდომა ძვირად დაგიჯდებათ! რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამდენად უხარისხო იქნება რეცხვა, რომლის დროსაც ერთად ირეცხება ფეხსაცმელი, რომლითაც ქუჩაში დავდივართ, და თეთრეული, რომლითაც სახეს ვიმშრალებთ.

რეცხვის დროს შეცდომები რომ არ დაუშვათ, ტანსაცმლისა და სარეცხი მანქანის ვარგისიანობის ვადა რომ გაახანგრძლივოთ, ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ 10 წესს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი ნივთების მოფრთხილაში და საშინაო საქმეებს გაგიმარტივებთ. გამოცდილი დიასახლისების რჩევები:

როგორ გავრეცხოთ ნივთები მანქანაში სწორად

1. დახარისხება – ეს პირველია, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. თუ თქვენც ისევე უგულებელყოფთ ამ წესს, როგორც ნათლიაჩემი, შეიძლება, საბოლოო ჯამში, სხვა ფერში შეღებილი თეთრი მაისური ან, პირიქით, თქვენი რჩეული, მაგრამ უკვე გახუნებული კაბა მიიღოთ. დარწმუნებული ვარ, ისედაც იცით, რომ რეცხვამდე ტანსაცმელი უნდა დაახარისხოთ, ხოლო თეთრი თეთრეული ფერადისა და შავისგან დამოუკიდებლად გარეცხოთ.

თუმცა, ეს საკმარისი არაა – საჭიროა ნივთების გადარჩევა მასალისა (და მანქანის რეჟიმის შესაფერისობის) და რემპერატურის მიხედვითაც : ცივ, თბილ და ცხელ წყალში რეცხვისთვის.

ასევე, კარგი იქნება, თუ ნივთებს ზომების მიხედვითაც დაახარისხებთ. თუ ერთად ძალიან დიდ და ძალიან პატარა ტანსაცმელს გარეცხავთ, არსებობს იმის საფრთხე, რომ არათანაბრად გაირეცხება. ასევე, დაახარისხეთ ტექსტურის მიხედვითაც, რათა დელიკატური ნივთები არ დაზიანდეს.

2. ნუ დაუშვებთ მანქანის გადატვირთვას! მანქანის დოლაბში მოთავსებული თეთრეულის რაოდენობა შეზღუდულია. ნუ გაავსებთ მანქანას დასაშვებ წონამდეც კი: ამას დეტალების სწრაფი დაზიანება და ტანსაცმლის იერის დაკარგვა მოყვება, მათ შორის, დახევაც.

3. ფრთხილად, ელვა! სამწუხაროდ, ამ წესის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც სარეცხი მანქანიდან დახეული ზედა გამოვიღე.

გახსნილი ელვა-შესაკრავი, თავისი წვრილი კბილანებით, ნებისმიერ ნივთსა და სარეცხი მანქანის დოლაბის კედლებსაც დააზიანებს. ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია რეცხვისთვის – შეკარით ელვა!

4. “ვიღაცამ ძალიან ბევრი სარეცხი საშუალება გამოიყენა!” – ვთქვი მე, როცა ქაფით სავსე დოლაბს ვუყურებდი. “ბევრი ქაფია? ესე იგი, ყველაფერი ძალიან კარგადაა!” – მიპასუხა ქმარმა.

ფხვნილის ან გელის რაოდენობის გადაჭარბება მარტივია: თუ ქაფი ძალიან ბევრი იქნება, იგი შეიძლება ბოლომდე არ გაირეცხოს, ამიტომ ნივთი ბინძური დარჩება. გარდა ამისა, ეს თვითონ ტექნიკასაც აზიანებს: ჭარბი ქაფი უფრო რთულად ირეცხება, მოითხოვს დამატებით დატვირთვას მანქანის ძრავსა და საქაჩზე, ხოლო რეცხვის ციკლი გრძელდება.

5. იგივე ეხება ფხვნილის სიმცირესაც. თუ ძალიან ცოტა ფხვნილს ჩაყრით, სიბინძურე არ გაირეცხება, უბრალოდ ნივთებზე გადანაწილდება. უმჯობესია, არ დაეყრდნოთ თვალზომს და ენდოთ მწარმოებლის რეკომენდაციებს.

6. “ძუნწი ორჯერ იხდის!” – მეუბნებოდა ბებიაჩემი ბავშვობაში და მართალიც იყო! როგორც წესი, ხელით რეცხვის ფხვნილი უფრო იაფი ღირს, თუმცა იგი საშიშია მანქანისთვის იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნის, რომელსაც მოწყობილობის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. ნუ წამოეგებით უაზრო ეკონომიას, შეიძინეთ სპეციალური ფხვნილი მანქანისთვის.

7. რეცხვის რეჟიმებისა და ეტიკეტებზე მითითებული ნიშნების უგულებელყოფა დიდი სისულელეა! ბევრი გამოცდილი დიასახლისი ეჩვევა ყველა თეთრი ნივთის ერთსა და იმავე რეჟიმში რეცხვას, რახან ოპტიმალურად თვლის. თუმცა, ეს არასწორია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ახალი, დელიკატური ნივთების რეცხვას ეხება.

8. იმისათვის, რომ შარვალთან ერთად, დედაჩემის მსგავსად, მამის ფული და პასპორტი არ გარეცხოთ, შეამოწმეთ ჯიბეები წინასწარ. შესაძლოა, იქ იპოვოთ ფული და პატარა ნივთები, რომლებიც მანქანას დააზიანებს.

ხოლო თუ არ გინდატ, რომ ტრიკოტაჟის და ნაქსოვი ნივთები ულამაზოდ გაიწელოს რეცხვის შემდეგ, დახარჯეთ ცოტაოდენი დრო და დაიცავით ისინი პატარა ნაკერებით.

9. გახსოვდეთ, საცურაო კოსტუმს სარეცხის მანქანაში არაფერი ესაქმება! ისინი, უმეტესაც, ელასტანისა და სპანდექსისგან მზადდება. რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად სინთეტიკურია. ამიტომ, ასეთი ტანსაცმლის მანქანაში მოთავსება აკრძალულია.

კოსტუმები გარეცხეთ ხელით, გრილ წყალში. მდუღარეში მათი არც რეცხვა, არც გავლება არ შეიძლება, რათა ქსოვილი არ გაიწელოს, დაიჭმუჭნოს ან დაკარგოს ფორმა.

10. დაბოლოს, გთხოვთ, ნუ დატოვებთ ნივთებს მანქანაში, რეცხვის დასრულების შემდეგ. თუ თეთრეული 1 დღე მაინც გაჩერდება იქ, უსიამოვნო სუნი აუვა და კიდევ ერთხელ მოგიხდებათ მისი გარეცხვა.

იდეალში, გარეცხილი ნივთები 1 საათის განმავლობაში უნდა გამოალაგოთ. თუ ისინი მანქანაში უფრო დიდხანს გაჩერდება, მათი დაუთოვება გაგიჭირდებათ, რადგან ქსოვილებზე ნაკეცები გაჩნდება.

დედამთილები ამბობენ, რომ რეცხვა ახლა დამღლელი პროცესი არაა, რახან მანქანა არსებობს. თუმცა, მისი არსებობა ლაქების ამოყვანის ან ტანსაცმლის ფერის შენარჩუნების პრობლემებს არ ხსნის, პირიქით!

თუ თითოეული დიასახლისი ფრთხილად მოეპყრობა ტანსაცმელს და უარს იტყვის უაზრო რეცხვაზე, ამით დაიცავს გარემოს, დაზოგავს ფულს ახალი ტანსაცმლისა და მანქანის ყიდვისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს