1. მუზეუმში წასვლა
თითონ იდეა რა თქმა უნდა შესანიშნავი და სასარგებლოა, თუმცა დამეთანხმებით, რომ მუზეუმში საერთოდ არ არის შესაბამისი ატმოსფერო პაემნისთვის. პირველ რიგში თქვენ არ გექნებათ სკმარისი დრო ერთმანეთთან საკონტაქტოდ, ხოლო მეორე რიგში – აქ უამრავი ადამიანია, რომლებიც სიმყუდროვეს დაგირღვევენ. თუ თქვენ ძალიან გინდათ მუზეუმის სტუმრობა, უკეთესი იქნება, თუ მიიპატიჟებთ მეგობრებს და არა იმ ერთადერთს…
2. პაემანი კინოთეატრში
კინოში დაპატიჟება ნამდვილად პოპულარული მიდგომაა, თუმცა ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე საშინელი იდეა პაემნისთვის. ეს იდეა შესანიშნავია იმ წყვილებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია, რაც ერთად არიან და არ სჭირდებათ კონტაქტი პაემნის დროს. წარმოიდგინეთ, თითქმის ორი საათით მოგიწევთ დუმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ შეძლებთ ერთმანეთის უკეთ გაცნოვას.
3. ფიზკულტურული პაემანი
მასთან ერთად სპორტით დაკავება რა თქმა უნდა კარგია თქვენი ჯანმრთელობისა და კუნთებისთვის, თუმცა ეს ნამდვილად ვერ შეუწყობს თქვენი ურთიერთობის წარმატებულად განვითარებას ხელს. საბოლოოდ ორივე თქვენგანი იქნებით გაოფლილები, დაღლილები და ქათგამოცლილები. ამიტომ დაფიქრდით კარგად, სანამ დაპტიჟებთ მას ველოსიპედებით საკატაოდ, გოლფის, ან ტენისის სათამაშოდ…
4. ორმაგი პაემანი
პაემანი წყვიელბში რა თქმა უნდა ძალზედ სახალისოა, თუმცა ასეთ დროს ვერ იგრძნობთ თავს ისე კომფორტულად, როგორც განმარტოებისას. ყოველივე ამას მიეცემა ისეთი სახე, თითქოს უბრალო, მეგობრული გასეირნება იყოს. სწორედ ამიტომ შეარჩიეთ შესაბამისი გარემო, სადაც შეძლებთ განმარტოებას და მშვიდ გარემოში ყოფნას. არაჩვეულებრივი იდეაა ბუნებაში პიკნიკზე წასვლა.
5. ხანმოკლე პაემანი
ხანმოკლე და ნაჩქარევი პაემნები ძალიან იშვიათად სრულდება წარმატებულად. თქვენ პრაქტიკულად არ იცით არაფერი ერთმანეთის შესახებ და ეს ნამდვილად არ იქნება რომანტიკული შეხვედრა. დაკავებული, მოუცლელი ადამიანები ხშირად ირჩვენენ ამ ვარიანტს, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ცოტახნით დაივიწყებთ თქვენი ბიზნესისა და სამსახურის შესახებ შეხვედრის დროს, თუ რა თქმა უნდა გსურთ, რომ მიაღწიოთ სასურველ მიზანს.
6. პაემანი ღამის კლუბში
წვეულება მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში – ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა გასართობად, თუმცა მსგავსი მიდგომა ნამდვილად არ გამოგადგებათ მანდილოსნის გულის მოგების მცდელობისას. მუსიკა კლუბში ზედმეტად ხმამაღლე ჟღერს, რის გამოც უბრალოდ ერთმანეთის მოსმენასაც კი ვერ შეძლებთ. იმის მაგივრად, რომ წახვიდეთ ღამის კლუბში, დარჩით სახლში, ჩართით წყნარი მუსიკა და გაერთეთ ერთმანეთის კომპანიაში ყოფნით.
7. შეხვედრა ზოოპარკში
ნამდვილად გასაოცარია, თუმცა შეხვედრა ზოოპარკში ასევე ძალზედ პოპულარულია ადამიანებს შორის, თუმცა რამდენად კარგი იდეაა ეს, უკვე სულ სხვა საქმეა… ასეთი დროის ტარება შეეფერებათ უფრო მოზარდებს, ვიდრე ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანებს. თუ ორივე თქვენგანს გსურთ ზოოპარკის სტუმრობა, მაშინ რა გაეწყობა, თუმცა მაინც შეეცადეთ, რომ თქვენი პირველივე პაემანი აქ შედგეს.
8. მწვადის შესაწველად წასვლა
თუ სეზონი ხელს გიწყობთ, მაშინ სავსებით მოსალოდნელია, რომ თავში ბუნებაში სამწვადაოდ წასვლის იდეამ გაგიელვოთ. მოითმინეთ და დაფიქრდით კიდევ ერთხელ… პიკნიკი ბუნებაში დაკავშირებულია სპორტლს სტილთან, არასაყვარელ კაბასთან, მოსასხამთან და ბალეტკებთან მაღალქსულიანი ელეგანტური ფეხსაცმლის მაგივრად. მწვადი რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ნაკლებად შესაფერისი რომანტიკული საღამოსთვის. უკეთესი იქნება, თუ წახვალთ რესტორანში, სადაც შეძლებთ ერთი ჭიქა წითელი ღვინის მირთმევას და გემრიელად საუზმობას.