შაქრიანი დიაბეტი ენდოკრინული სისტემის დაავადებაა, განპირობებული ნახშირწყლოვანი მიმოცვლის დარღვევით.
ინსულინის ნაწილობრივი ან სრული უკმარისობის შედეგად, გლუკოზა ქსოვილების უჯრედებში ვერ ხვდება, გროვდება სისხლში. დიაბეტის დამახასიათებელი ნიშნებია წყურვილი, ქავილი, გაძლიერებული შარდგამოყოფა, წონაში კლება მადის შეუცვლელად.
დიაბეტი ორი ტიპისა არსებობს: I ტიპი – ინსულინდამოკიდებული ახალგაზრდული ტიპი, II ტიპი – თავიდანვე ინსულინდამოუკიდებელი, ან მოხუცთა დიაბეტი.
დიაბეტის მკურნალობა
გთავაზობთ ამ დაავადების მკურნალობას ბოლოკის წვენის გამოყენებით.
მიირეთ 40 მლ ახლადდაწურული ბოლოკის წვენი დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე უნდა გაგრძელდეს. შეისვენეთ 2-3 თვით და გაიმეორეთ.
ბოლოკისა და შვრიის ნაყენის წამალი
ინგრედიენტები
- 100 მლ ჭარხლის წვენი
- 100 გ შვრია
- 1.2 ლ წყალი
შვრიას დაასხით თბილი წყალი და გააჩერეთ 4 საათით, გადაწურეთ. შეურიეთ 200 მლ მიღებული საშუალება ბოლოკის წვენს და დალიეთ დილით. მკურნალობის კურსი 1-2 კვირა გრძელდება.
ბოლოკის წვენისა და დაფნის ნაყენის წამალი
ინგრედიენტები
- 120 მლ ჭარხლის წვენი
- 10 გ დაფნა
- 100 მლ წყალი
დაფნის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათით, გადაწურეთ და გააგრილეთ. მიღებული საშუალება შეურიეთ ბოლოკის წვენს, დალიეთ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი ერთკვირიანია.
ბოლოკის წვენის, მოცვის ფოთლებისა და ბაბუაწვერას ფესვის წამალი
ინგრედიენტები
- 100 მლ ბოლოკის წვენი.
- 10 გ მოცვის ფოთლები
- 10 გ ბაბუაწვერას ფესვი
- 120 მლ წყალი
ფოთლები და ფესვები დანაყეთ, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ოდენობით, ბოლოკის წვენთან ერთად, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი – 1-2 კვირა.
ბოლოკის წვენის, ჭინჭრისა და ანწლის ფოთლების წამალი
ინგრედიენტები
- 50 მლ ბოლოკის წვენი
- 5 გ ჭინჭრის ფოთლები
- 5 გ ანწლის ფოთლები
- 200 მლ წყალი
ფოთლებს დაასხით მდუღარე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით, გადაწურეთ, გააგრილეთ, შეურიეთ ბოლოკის წვენს და დალიეთ ერთ მიღებად. მკურნალობის კურსი – 1-2 კვირა.
ბოლოკის წვენის, ოროვანდისა და მოცხვის ფოთლების წამალი
ინგრედიენტები
- 30 მლ ბოლოკის წვენი
- 5 გ ოროვანდის ფოთლები
- 5 გ მოცვის ფოთლები
- 120 მლ წყალი
ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთით. გადაწურეთ, გააგრილეთ და შეურიეთ წვენს. მიიღეთ 100-150 მლ დღეში ორჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.
თაფლის, ბოლოკისა და სტაფილოს წვენის წამალი
ინგრედიენტები
- 100 მლ ბოლოკის წვენი
- 100 მლ სტაფილოს წვენი
- 70 გ თხევადი თაფლი
- 100 მლ რძე
შეურიეთ ინგრედიენტები, კარგად მოურიეთ და მიიღეთ დღეში ხუთჯერ, 30-40 მლ, 2 კვირის განმავლობაში.
ბოლოკის, ნიახურისა და სტაფილოს წვენების წამალი
ინგრედიენტები
- 200 მლ ბოლოკის წვენი
- 100 მლ ნიახურის წვენი
- 50 მლ სტაფილოს წვენი
შეურიეთ წვენები და დალიეთ მცირე ულუფებად დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი ერთკვირიანია. ათდღიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.
შეშუპება
შეშუპება ორგანიზმში სითხის შეკავების გამო ხდება. იგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლების დაავადებებისა და ვარიკოზული ვენებისათვისაა დამახასიათებელი.
სითხის სიჭარბე ქსოვილებში შეიძლება ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსის დარღვევით იყოს გამოწვეული.
შეშუპებების მოშორებაში დაგეხმარებათ ბოლოკი, რომელიც დიდი რაოდენობით კალიუმის მარილებს შეიცავს და აქვს შარდმდენი მოქმედება.
ბოლოკისა და ლიმონის წვენის წამალი
ინგრედიენტები
- 200 გ ბოლოკი
- 40 მლ ლიმონის წვენი
დახეხეთ ბოლოკი მსხვილად, მოასხით ლიმონის წვენი და მოურიეთ. მიიღეთ 30-40 გ დღეში 4-5-ჯერ. მკურნალობის კურსი 5-7 დღე გრძელდება.
ბოლოკის წვენისა და თაფლის წამალი
ინგრედიენტები
- 400 გ ბოლოკი
- 40 გ თაფლი
ბოლოკი დახეხეთ, დაწურეთ, შეურიეთ თაფლს და მიიღეთ 50-100 მლ დღეში 3-4-ჯერ, 5 დღის განმავლობაში.
წამალი ჭარხლის წვენისა და წყლისგან
შეურიეთ 150 მლ ბოლოკის წვენი და 150 მლ წყალი, მიიღეთ 100-100 მლ დღეში ორჯერ, ჭამამდე, დოზა თანდათან გაზარდეთ დღეში 500 მლ-მდე. მკურნალობის კურსი 2-4 კვირა უნდა გაგრძელდეს.