არის შემთხვევები, როცა სახლში შედიხარ და უცნაურ, ძალიან უსიამოვნო სუნს გრძნობს. ხშირად პრობლემა დაულაგებლობით გამოწვეული არაა, უბრალოდ შენობა უკვე ძველი და საკმაოდ გაცვეთილია. ხრუშჩოვის და სხვა ძველი შენობების მაცხოვრებლები ამ უსიამოვნებას ხშირად აწყდებიან. თუმცა სახლიდან სუნის მოშორების რამდენიმე მეთოდი არსებობს.
რჩევები, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი სახლში
რატომ ჩნდება უსიამოვნო სუნი სახლში
ობი
ობი სახლში შმორის სუნის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ობი მაღალი ტენიანობის გამო თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე შეიძლება გამოჩნდეს. არაიზოლირებულ ხრუშჩოვის შენობებსა და კერძო სახლებში ხშირად ობდება კედლები, განსაკუთრებით თუ მასზე შპალერი გაკრულია. ობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა სამზარეულო და აბაზანა, რადგან აქ ყოველთვის ნოტიო ჰაერია. სოკო არა მხოლოდ აფუჭებს კედლების და ავეჯის იერს და აჩენს უსიამოვნო სუნს, არამედ ძალიან სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
საკანალიზაციო სისტემა
ძველი სახლების მაცხოვრებლებმა კარგად იციან, რა არის საკანალიზაციო სისტემის პრობლემები. საქმე მხოლოდ მილების მუდმივ დაზიანებას არ ეხება. სისტემა დაძველდა და თავის ამოცანას ეფექტურად ვეღარ უმკლავდება. სწორედ ამიტომაც, კანალიზაციის უსიამოვნო სუნი ჩნდება.
სავენტილაციო სისტემა
ჰაერის ცუდი მიმოქცევა დამყაყებული სუნის მიზეზი შეიძლება გახდეს. ჰაერი შენობაში გუბდება და ოთახში ყველა სუნს ინარჩუნებს. თავად ვენტილაციაც ხშირად სუნის წყაროა. მის გისოსებზე მტვერი და ტენი გროვდება, ამიტომ დროდადრო გაწმენდა სჭირდება.
ძველი რემონტი
მხოლოდ მოდურ ინტერიერს არ ვგულისხმობთ. რემონტი რამდენიმე წელიწადში ერთხელ ნამდვილად საჭიროა. მზა საკვების, შინაური ცხოველების, თამბაქოს და სხვა სუნები ავეჯსა და კედლებში ჯდება. შპალერის ქვეშ იგივე ობი შეიძლება გამოჩნდეს. ძველი სანტექნიკა კანალიზაციის მილებიდან სუნს ჟონავს. ახალი რემონტის გარეშე ყველა ეს „არომატი“ რაღაც ძალიან უსიამოვნოში აირევა ბინაში. ამის სუნთქვას არ ისურვებდით.
მეთოდები, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი სახლში
1. რემონტი ან გენერალური დასუფთავება. ლოგიკურია, რომ ჯერ მიზეზი უნდა აღმოფხვრათ, რის გამოც ჩნდება სუნი ძველ სახლში. თუ ბოლოს რემონტი დიდი ხნის წინ გააკეთეთ, იპოვეთ შესაძლებლობა მინიმუმი ცვლილებები მაინც შეიტანოთ. მაგალითად, შეცვალეთ ძველი შპალერი ან გადაღებეთ კედლები, წინასწარ ობის საწინააღმდეგო საშუალებით დაამუშავეთ. ხალიჩები და ავეჯი კარგად გარეცხეთ, რომ მოიშოროთ ლაქები, რომელთაც სუნი შეიძლება ჰქონდეთ. გირჩევთ, კარადას გადახედოთ და გადაყაროთ ნივთები, რომელთაც დიდი ხანია არ იცვამთ. ისინიც სიძველის უსიამოვნო სუნის წყარო შეიძლება გახდეს.
2. ოთახის რეგულარული ვენტილაცია. თუ გამწოვის ან ვენტილაციის პრობლემები გაქვთ, სასწრაფოდ გამოასწორეთ. დღეში ერთხელ მაინც ფანჯრები გააღეთ და ოთახები გაანიავეთ, რომ სუფთა ჰაერმა იმოძრაოს. ამ გზით ოთახებში ტენიანობას დაარეგულირებთ.
3. აეროზოლი არომატიზატორები. გამოიყენეთ მხოლოდ წინა პუნქტების შესრულების შემდეგ. თუ არ მოიშორებთ უსიამოვნო სუნის წყაროს და დაუმატებთ არომატიზატორს, სიტუაცია გაუარესდება. სუნი უფრო აშკარა გახდება. აი, სახლის დალაგების და ოთახების განიავების შემდეგ არომატიზატორი შექმნის სასიამოვნო ატმოსფეროს ძველ ბინაშიც. საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში ნებისმიერი გემოვნების ჰაერის გამწმენდს იპოვით. თუ ალერგიული ხართ, ფრთხილად გამოიყენეთ.
4. ხალხური საშუალებები. უსიამოვნო სუნის ნარჩენების მოსაშორებლად ხალხური საშუალებები გამოიყენეთ. მაგალითად, სახლში სხვადასხვა კუთხეში მოათავსეთ არომატული სანთლები, არომატულ ზეთში დასველებული ბამბის დისკები ან ბალახებით სავსე ქისები, რომ უსიამოვნო სუნი გააქროთ. შენობის განიავებისას ოთახში ჩაის პაკეტები მოათავსეთ, რომ ჰაერმა მათი სუნი მთელ ოთახში გაავრცელოს. თუ გსურთ, ბინაში სასიამოვნო ციტრუსის არომატი სუფევდეს, რამდენიმე ფორთოხლის ცედრა ტაფაზე დაწვით.
როგორც ხედავთ, არსებობს რამდენიმე მეთოდი სახლში უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ეს ხრიკები ძველი შენობების მაცხოვრებლებს ნამდვილად გამოადგებათ. სტუმრების მოყვანისას სახლში „არომატებზე“ ფიქრი აღარ მოგიწევთ. თქვენც ბევრად კომფორტულად იცხოვრებთ ყნოსვის რეცეპტორების გაღიზიანების გარეშე. ცდად ღირს!