ადრე წყლის მარწყვაბალახმა ჩემი სიცოცხლე იხსნა, მინდა ეს ისტორია თქვენც გაგიზიაროთ.

678

1996 წელს დამისვეს რევმატოიდული პოლიართრიტის დიაგნოზი. თვეობით ვიწექი საავადმყოფოში. მკურნალობისას ტკივილი უკან იხევდა, გამოწერის შემდეგ კი ისევ თავიდან იწყებოდა, მალე გულის პრობლემებიც დამეწყო, აბებისა და ნემსების გამო.

საერთო სურათს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაციაც დაემატა. იძულებული გავხდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საყვარელი სამსახური – სკოლა მიმეტოვებინა.

ბავშვებმა მომიტანეს წყლის მარწყვაბალახი (საბელნიკი), რომლის არსებობის შესახებაც მანამდე არ ვიცოდი.თუმცა, ეს ჩემი უკანასკნელი იმედი იყო და მას ისე ჩავეჭიდე, როგორც წყალწაღებული – ხავსს.

ლიტრიან ჭურჭელს 1/3-მდე ვავსებდი 12-სმ-მდე დაქუცმაცებული მცენარით, ვასხამდი არაყს. მჭიდროდ ვახურებდი თავსახურს და ვაყენებდი 21 დღით ბნელ ადგილას. ბოლოს ვწურავდი.

დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ვიღებდი 1 ს.კ. ნაყენს. ერთთვიანი კურსის შემდეგ აუცილებელია ერთთვიანი შესვენებაც.

ცალკე უნდა ვისაუბრო სახსრების დაზელაზეც, რადგან, ამ დაავადების დროს, ამის გაკეთება აუცილებელია.

დააყენეთ მარწყვაბალახი სხვა ჭურჭელში ისევ 21 დღით. გადაწურვა საჭირო არაა. შეიზილეთ სახსრებში ნაყენის მიღების და ერთთვიანი შესვენების დროსაც, თბილად შეიხვიეთ ისინი.

ტკივილის დასაძლევად შეასრულეთ ფიზიკური სავარჯიშოები, მეტხანს იარეთ. უარი თქვით ჰორმონალურ პრეპარატებზე.

მკურნალობის 2-3 კურსის შემდეგ, მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა. დამიბრუნდა რწმენა და იმედი იმისა, რომ დაავადების დაძლევას შევძლებდი.

დარეგულირდა წნევა, შემცირდა გულის პრობლემები. ახლა მცენარეს პროფილაქტიკის მიზნით ვიყენებ. იგი ჩვენს ოჯახის ექიმად იქცა. თქვენც ჯანმრთელობას გისურვებთ!

მარწყვაბალახი – სასწაული ადამიანისთვის

მე საკმაოდ დიდხანს ვაგროვებდი დოსიეს ამ მცენარეზე. ყოველდღე ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი. თანაც, ჩემი მკითხველებისგან დღემდე ვიღებ წერილებს ამ მკურნალის შესაძლებლობების შესახებ.

ეს სია ნამდვილად საინტერესოა:

მცენარის ფესვი გამოიყენება ნახარშისა და ნაყენის სახით რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, კუჭის ტკივილების, სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების, ფაღარათის, გრიპის, ღვიძლის დაავადებების, კუჭისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს.

მცენარის ნახარში რეკომენდებულია ტუბერკულოზის, თრომბოფლებიტის, საყვითლოს, ნევრალგიური ტკივილების, ჰიპოტონიისა და ქოლეცისტიტის დროს. მას სავლებად იყენებენ ანგინის სამკურნალოდ.

ბალახი გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ცოფიანი ცხოველის ნაკბენის, საშვილოსნოს სისხლდენის დროს.

გარეგანად, მას სავლებად იყენებენ პაროდონტოზისა და კბილის ტკივილის დროს.

ახლადშეგროვილ დაქუცმაცებულ ბალახს იყრიან დაჩირქებულ ჭრილობებზე.

მრავალი წლის მანძილზე, მარწყვაბალახს იკვლევენ, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას.

  • მარწყვაბალახი აახლებს ორგანიზმის დასუსტებულ უჯრედებს, რითიც ეფექტურად კურნავს სისხლის ყველა დაავადებას, მათ შორის, ლიმფო-სარკომას, ლეიკოზებსა და ლიმფოგრანულემატოზს.
  • ჭაობის მარწყვაბალახი, თავისი უნიკალური უნარის წყალობით, აღადგინოს ხრტილის ქსოვილი და გახსნას მარილოვანი დაგროვებები, ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებაა ართრიტისა და ართროზის დროს.
  • ჭაობის მარწყვაბალახი ეფექტურია პოლიართრიტის, რადიკულიტის, ართრიტის, ოსტეოპოროზის, ართროზის, მარილების დაგროვების დროს. მისი ნაყენის ხანგრძლივი მიღება დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, რაც მის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას ხსნის.
  • ჭაობის მარწყვაბალახი გვეხმარება ტუბერკულოზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში. გარდა ამისა, მას შესანიშნავი მატონიზებელი და მასტიმულირებელი მოქმედება აქვს.
  • ტანინების შემცველობის წყალობით, მცენარეს მკუმშავ საშუალებად იყენებენ ფაღარატის დროს. გარდა ამისა, ეს მცენარე შარდმდენი და ნაღველმდენი საშუალებაცაა.
  • ჭაობის მარწყვაბალახი შეუცვლელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
    მცენარეული ბოჭკოების (უჯრედისის) მოხმარება ჭაობის მარწყვაბალახის ნაყენთან ერთად, არეგულირებს საჭმლის მონელებასა და ნაწლავების მოტორულ ფუნქციას. ამრიგად, მცირდება წვრილ ნაწლავში ცხიმების შეწოვის დონე და მცირდება სისხლში “მავნე” ქოლესტერინის რაოდენობა.
  • ჭაობის მარწყვაბალახი – ეფექტური საშუალებაა თრომბოფლებიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იგი გამოიყენება, როგორც დამატებითი საშუალება გახდომის დროს.

ატიური ნივთიერებების უნიკალური შემადგენლობის წყალობით, მარწყვაბალახი ეფექტური საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად. მარწყვაბალახი ორგანიზმის ათავისუფლებს მინერალური შლაკების, რადიონუკლიდებისა და მარილებისგან.

მცენარე შეიცავს აქტიურ ანთებისსაწინააღმდეგო, ჭრილობების შემხორცებელ და სისხლის აღმდგენ ნივთიერებებს.

წყლის მარწყვაბალახის მოხმარება რეკომენდებულია აბსცესების, ფურუნკულების, ფლეგმონების, ჭრილობებისა და ნაკაწრების დროსაც.

უკუჩვენებები

მარწყვაბალახის ქიმიური შემადგენლობა სრულად არაა შესწავლილი. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, მარწყვაბალახი ამცირებს არტერიულ წნევას, სხვები კი ამბობენ, რომ იგი არტერიული ჰიპოტონიის დროს უნდა იყოს რეკომენდებული.

მე კონკრეტული მაგალითებით დავრწმუნდი, რომ მცენარის მოხმარება არ შეიძლება დაბალი წნევის დროს. უმნიშვნელო დოზებითაც კი, ჰიპოტონიკებს ცუდად გადააქვთ მცენარის ნაყენი. აგრეთვე, გამოვიტანე კიდევ ერთი დასკვნა – მცენარის მოხმარება არ შეიძლება ბრადიკარდიის დროსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს