ფოლგა თუ პერგამენტი – როდის რომელი გამოვიყენოთ ღუმელში მოსამზადებლად

146

ღუმელში მომზადებული კერძი გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე ტაფაში შემწვარი. ჯანსაღი ცხოვრების წესის თანამედროვე ტენდენციის გამო დიასახლისები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მომზადების ასეთ მეთოდს ფრიტიურში ბევრ ზეთში შეწვის ნაცვლად. თუმცა, როცა საქმე პროცესს ეხება, ზოგიერთ რეცეპტში გაურკვეველია, რომელია შესაფერისი, ფოლგა თუ პერგამენტი. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ მასალა ღუმელში მოსამზადებლად.

ფოლგა თუ პერგამენტი ღუმელში გამოსაცხობად

რა შემთხვევაში დაგჭირდებათ ალუმინის ფოლგა?

  • ფოლგა გამოიყენება მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას. ჩვეულებრივ, უმეტესობა კერძებისთვის ეს მაჩვენებელი 200-210 გრადუსიდან იწყება.
  • ეს მასალა დაგჭირდებათ ღია ცეცხლზე ან გრილის რეჟიმზე კერძების მომზადების დროს.
  • თუ ღვეზელს ამზადებთ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ზედა ნაწილი უკვე შეწითლდა, მაგრამ ცენტრში ჯერ არ არის გამომცხვარი. ამ შემთხვევაში ალუმინის ფოლგა გამოგადგებათ. ღვეზელს ფოლგა ერთ ფენად დააფარეთ და კიდეები შეკარით. ასე ზედა ნაწილს დაწვისგან დაიცავთ და ქვედა ნაწილს მეტ დროს მისცემთ გამოსაცხობად.
  • მომზადებული საკვები ფოლგაში შეგიძლიათ გაახვიოთ, რადგან სითბოს არ ატარებს. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ მიტანის სერვისები თბილი კერძების მიწოდებისთვის.

როგორც ხედავთ, ფოლგა არა მხოლოდ ღუმელში კერძების გამოსაცხობად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მარტივი ხრიკები ამ მასალის გამოყენებით დაგეხმარებათ ხარისხიანად და სწორად მოამზადოთ კერძები, ასევე შეინარჩუნოთ თბილ მდგომარეობაში მირთმევამდე.

როგორ გამოვიყენოთ პერგამენტის ქაღალდი?

პერგამენტის ქაღალდი ხშირად გამოიყენება ღუმელში მომზადების დროს. ღვეზელს ან ნებისმიერ სხვა კერძს ფორმიდან ადვილად ამოიღებთ, თუ საცხობი ფორმის ძირში პერგამენტს ჩააფენთ. პერგამენტს ასევე აფენენ საცხობ ფორმაზე, რომ პროდუქტი არ დაიწვას და ზედაპირს არ მიეწებოს. ერთი სიტყვით, ნამდვილად სასარგებლო ნივთია კულინარიაში.

პერგამენტის ქაღალდი ღუმელში მოსამზადებლად 200 გრადუსამდე ტემპერატურაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, უფრო მაღალ ტემპერატურაზე არ დაიწვება, მაგრამ შეიძლება გამუქდეს და დაიფშვნეს. ასე მოგიწევთ ქაღალდის ნაფლეთების ამოღება საკვებიდან, ზოგიერთ შემთხვევაში კერძს უიმედოდ აფუჭებს.

პერგამენტი არა მხოლოდ პროდუქტის გამოსაცხობად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ცომთან მუშაობის მისი გამოყენება მოსახერხებელია. გაბრტყელებისას ზედმეტი ფქვილის დამატება რომ არ მოგიწიოთ, ცომს საცხობი ქაღალდი დააფარეთ და საგორავით გააბრტყელეთ. შემდეგ პერგამენტს ცომს ადვილად მოაშორებთ. ასე მიიღებთ თხელ ფირფიტას საგორავზე მიწებების გარეშე.

საცხობი ქაღალდი იდეალურია სხვადასხვა შაბლონის მოსამზადებლად. დამწყები კონდიტრისთვის სწორედ რომ შესაფერისია. საკმარისია, პერგამენტზე საჭირო ფორმა დახაზოთ და მაკრატლით გამოჭრათ. შემდეგ ნიმუში ღვეზელს ან ტორტს დაადეთ და ზემოდან შაქრის ფხვნილი ან კაკაო მოაყარეთ.

თუ გჭირდებათ ორცხობილას ან კაკლის დაფშვნა და ბლენდერი არ გაქვთ, გამოიყენეთ ხრიკი პერგამენტით. ქაღალდი შუაზე გაკეცეთ და შუაში ჩაყარეთ პროდუქტი, რომელიც უნდა დაფშვნათ. პერგამენტი შეახვიეთ და სამზარეულოს ჩაქუჩით ან საგორავით პროდუქტი დააქუცმაცეთ. მზადაა!

როგორც ფოლგა, ასევე პერგამენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელში მოსამზადებლად და კიდევ ბევრი სხვა მიზნისთვის. ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ – შესაფერისი ტემპერატურა ღუმელში. გარდა ამისა, ორივე მასალა ძალიან გამოსადეგი შეიძლება იყოს საოჯახო საქმეში და სხვა მიზნებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს