როგორ დავამწნილოთ კომბოსტო ჭარხალთან ერთად – გურული რეცეპტი

0
12477

ამ ძალიან გემრიელი კომბოსტოს რეცეპტი რამდენიმე თვის წინ ჩემმა დაქალმა, თამრიკომ გამომიგზავნა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. მეუღლის დაბადების დღეზე სწორედ ამ რეცეპტის გამოყენება გადავწყვიტე. ოღონდ რეცეპტი ოდნავ შევცვალე. უბრალოდ შეუდარებელი გამოვიდა – გემრიელი, წვნიანი და ცხარე!

რაც ყველაზე მთავარია, მაცივარში მის დიდხანს შენახვას შეძლებთ. არ ფუჭდება, თუმცა ჩემთან უკვე რამდენიმე დღეში დაამთავრეს. ახლა, კვლავ თავიდან უნდა მოვამზადო!

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გურული კომბოსტო. ძალიან უჩვეულო გემო ბავშვობას მოგაგონებთ.

კომბოსტო ჭარხალთან ერთად ქართული რეცეპტით

ინგრედიენტები:

  • 2,5 კგ თეთრი კომბოსტო
  • 1 ჭარხალი
  • 12 კბილი ნიორი
  • 1 ღერო ცხარე წიწაკა
  • 12 შავი წიწაკის მარცვლები
  • 2 ს/კ მარილი
  • 2 ლ წყალი

მომზადება:

1. პირველ რიგში დაგჭირდებათ ქვაბი, სადაც წყალი უნდა აადუღოთ. თანდათანობით მარილი დაუმატეთ. საბოლოოდ მარილწყალს მიიღებთ, რომელიც უფრო მარილიანი იქნება, ვიდრე მაგალითად, ბულიონი.

2. კომბოსტო გარეცხეთ და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. ხიკვის ნაწილი შეინახეთ.

3. ჭარხალი გაასუფთავეთ და რგოლებად დაჭერით. წიწაკა მცირე რგოლებად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ.

4. ახლა საკმაოდ ტევადი ქვაბი დაგჭირდებათ. მასში ფენებად ჩააწყვეთ ჯერ კომბოსტო, შემდეგ ჭარხალი, ამის შემდეგ ნიორი, შავი წიწაკის მარცვლები და ცხარე წიწაკის ნაჭრები. და ასე გააგრძელეთ, სანამ ქვაბის ავსებამდე 5 სმ-ს არ მიაღწევთ.

5. კომბოსტოს ქვაბში მარილწყალი დაასხით. სიმძიმის სახით თეფში აიღეთ, შემდეგ ქვაბს თავსახური დაახურეთ.

6. კომბოსტო 4-5 დღე დამწნილებისთვის გააჩერეთ.

7. ესეც ასე, კომბოსტოს მწნილი გურული რეცეპტით მზადაა.

წასახემსებელი შეგიძლიათ ხორცთან, კარტოფილთან და თევზის კერძებთან ერთად გაიტანოთ. სუფრაზე გატანის წინ შეგიძლიათ დაჭრილი ხახვით და მწვანილით მორთოთ. გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა

ჩემს ოჯახში დამწნილებული კომბოსტო ვაშლთან ერთად ტრადიციული წასახემსებელი გახდა. ამისთვის გვიანი სახეობის კომბოსტოს ვიღებთ, მწვანე ფოთლების გარეშე. ხოლო ბებია გვირჩევს, რომ ვაშლი „ანტონოვკა“ გამოვიყენოთ.

კომბოსტო ამ რეცეპტით აუცილებლად მოამზადეთ. ცხარე და გემრიელი გურული კომბოსტო კავკასიური სამზარეულოს ნებისმიერი მოყვარულის გულს დაიპყრობს.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი