სადღესასწაულო სალათის „ვარდების თაიგულის“ რეცეპტი

1620

როგორ უნდა გავიტანოთ სუფრაზე ყველასთვის საყვარელი სალათი ქათმის მკერდით და სოკოთი ისე, რომ ახალივით გამოიყურებოდეს? მართალია – მარტივი პროდუქტებისგან დიდებული თაიგული გააკეთეთ. ასე ყველაზე საპატივცემულო სტუმრის გამასპინძლებაც კი არ შეგრცხვებათ. წასახემსებელი იმდენად მარტივი და ამავდროულად სადღესასწაულოა, რომ შეგიძლიათ სამეფო კერძის სახით გამოიყენოთ. სტუმრებს დიდი ხნით დაამახსოვრდებათ.

სალათი „ვარდების თაიგული“ ხშირი სტუმარია იმ დიასახლისების მაგიდაზე, რომლებიც სტუმრებისგან შექებას მიჩვეულნი არიან. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ ეფექტური წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე ისე, რომ მან ოლივიე და ქურქი დაჩრდილოს. რეცეპტი სასწრაფოდ ჩაიწერეთ!

მსუბუქი სადღესასწაულო სალათი

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ქათმის ფილე
  • 2 მოხარშული ჭარხალი
  • 5 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 200 გრ ხმელი ყველი
  • 250 გრ ქამა სოკო
  • 5 ბლინი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 400 გრ მაიონეზი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • სალათის ფურცლები დეკორისთვის

მომზადება:

1. კვერცხი და ქათმის ფილე მოხარშეთ. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით და კარაქში გამჭვირვალობამდე შეწვით, შემდეგ დაჭრილი სოკო დაუმატეთ. სოკოს ტენის აორთქლებამდე შეწვით.

2. მოხარშული ფილე მცირე კუბებად დაჭერით. კაკალი დანით დააქუცმაცეთ და ქათმის ხორცს აურიეთ. კვერცხი მცირე ნაჭრებად დაჭერით, ქათამს და კაკალს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. გაგრილებული სოკოც აქვე მოათავსეთ. სალათს მარილი გემოვნებით მოაყარეთ და მაიონეზი მოასხით. კარგად აურიეთ. შეუდარებელი კერძის მთავარი ნაწილი მზადაა!

4. ნიორი და ჭარხალი წვრილ სახეხზე გახეხეთ და მაიონეზი მოასხით.

5. ბლინებს ჭარხლის შიგთავსი წაუსვით, ფრთხილად რულეტივით დაახვიეთ და 3,5-4 სმ სისქის რგოლებად დაჭერით.

6. საცხობ ფორმაზე, რომელსაც გვერდები ეხსნება, დაჭრილი ბლინის რულეტები შიგთავსით ზემოთ მოათავსეთ.

7. ბლინებს ზემოდან ქათმის სალათი თანაბარად წაუსვით, ოდნავ ჩატუმბეთ. საცხობი ფორმა 3-4 საათით მაცივარში შედგით.

8. გაგრილებული სალათი საცხობი ფორმის კედლებს დანით მოაშორეთ. ზემოდან სალათის ფურცლები დააფინეთ და ფორმა სუფრაზე გასატან თეფშზე გადმოაბრუნეთ.

9.ფორმის გვერდები და ძირი ფრთხილად მოაშორეთ. ბლინებს შორის ცოტა სალათის ფურცლები ჩადეთ და ვარდის ფურცლების იმიტაცია გააკეთეთ. ეფექტური კერძი სუფრაზე გასატანად მზადაა!

სიამოვნებით მოამზადეთ და სტუმრებს გაუმასპინძლდით. თუ ქათმის სალათის სადღესასწაულო რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს