ჩვეული სამზარეულოს ნივთების უცნობი თვისებები

4

დღითიდღე ჩნდება ახალი სამზარეულოს მოწყობილობები, რომლებიც იქმნება სახლის საქმეების შესამსუბუქებლად. თუმცა ზოგიერთი მათგანის დანიშნულება ყველა დიასახლისმა არ იცის. ხდება ხოლმე, რომ უცნობი თვისებები აქვთ ჩვეულ სამზარეულოს ნივთებსაც.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ სამზარეულოს ნივთების შესახებ ვისაუბრებთ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანს უფრო ბევრი ფუნქცია აქვს, ვიდრე გვგონია. გპირდებით, რომ თქვენც გაოცდებით!

სამზარეულოს ნივთების უცნობი ფუნქციები

ზოგიერთი სამზარეულოს ნივთი უფრო ფუნქციონალურია, ვიდრე ჩვენ გვგონია. იმის ცოდნით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ესა თუ ის მოწყობილობა, თქვენ შეძლებთ მის სრულფასოვნად გამოყენებას.

სამზარეულოს ნივთების უცნობი თვისებები

ჩინური სამზარეულოს მოყვარულებმა იციან, რომ შეკვეთის შემდეგ ჩინური კერძები სახლში მუყაოს ყუთებით მოაქვთ. ეს ყუთები ძალიან მოსახერხებელია თან წასაღებად, მაგრამ საკვების ამოსაღებად საჭიროა სპეციალური საშუალება. სწორედ ამიტომ მწარმოებლებმა დაამზადეს ყუთი, რომელიც გაშლის შემდეგ დიდ მუყაოს თეფშად გადაიქცევა. ასე ჭამა ბევრად მოსახერხებელია!

ვაგრძელებთ აზიური სამზარეულოს თემას, გავიხსენოთ ჯოხები. ერთჯერადი ჯოხები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ, ერთმანეთთან დაკავშირებულია პატარა ოთხკუთხედით. არის მოსაზრება, რომ ამ ნაწილის მოტეხით ჩვენ მივიღებთ ჯოხების სადგამს. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ყველაზე ხშირად, ამ ნაწილის ზუსტად მოტეხა თითქმის შეუძლებელია. ამ ნაწილის მთავარი მიზანია აჩვენოს, რომ ჩხირები ახალია და არავის გამოუყენებია.

ბავშვობაში ყველას გვიყვარდა ,,ჩუპა-ჩუპსები” და ყოველ ჯერზე, როცა ის რჩებოდა, საკუთარ თავს ვუსვამდით კითხვას, რატომ იყო ხვრელი ჯოხში. აღმიჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია. კანფეტის დამზადებისას კარამელი ხვდება ჯოხის ხვრელში და ასე მკვრივდება. ამ ფორმით, კარამელი უკეთესად ეკვრის ჯოხს, რაც ხელს უშლის მის ჩამოვარდნას.

მოგწონთ ყავის ყიდვა ერთჯერადი ჭიქებით? მაშინ ზუსტად გეცოდინებათ, რა ძნელია სახურავზე პატარა დეტალის მოძრობა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საერთოდ არ უნდა გაკეთდეს. საკმარისია უბრალოდ ჩასწიოთ ეს ნაწილი და დააფიქსიროთ პატარა ჩაღრმავებაში. ახლა სასმლის დალევა ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება.

ყურადღებით დააკვირდით ქვაბებს, რომლებშიც ჩვეულებრივ საჭმელს ამზადებთ. ქვაბებსა და ტაფებს სახელურზე აქვთ პატარა ნახვრეტი. ჭურჭლის მწარმოებლები ამას უმიზეზოდ არ აკეთებენ. ეს ნახვრეტი ძალიან მოსახერხებელია კოვზის ან ნიჩბის ჩასადებად, რომლითაც საჭმელს ურევთ. ეს გამორიცხავს დამატებით კოვზის დასადების საჭიროებას.

გიყვართ სპაგეტის მომზადება? მაშინ აუცილებლად გექნებათ სპეციალური კოვზი ამ კერძისთვის. ის საშუალებას გაძლევთ, რომ მოურიოთ სპაგეტს ქვაბში და ამოიღოთ იგი წყლიდან. მაგრამ ყველამ არ იცის ამ კოვზზე არსებული მრგვალი ხვრელის დანიშნულება. მასაც სპეციალური ფუნქცია გააჩნია. აღმოჩნდა, რომ ის ერთგვარი დოზატორის როლს ასრულებს. მასში სწორედ იმდენი მშრალი სპაგეტი ეტევა, რამდენიც საჭიროა ზუსტად ერთი პორციისთვის.

იმის შესახებ, რომ გაზქურის ღუმლის ქვეშ კიდევ ერთი თაროა, ყველა დიასახლისმა იცის. თუმცა, ყველაზე ხშირად იქ იმ ტაფებს ვინახავთ, რომლებსაც ხშირად არ ვიყენებთ. მეც ასე ვიქცეოდი, სანამ არ გავიგებდი, რომ ამ ყუთს სხვა დანიშნულება აქვს. იქ უნდა შედგათ ღუმელში ახლად მომზადებული კერძები, რათა სტუმრების მოსვლამდე არ გაცივდეს. ძალიან პრაქტიკულია, კერძს გაცხელება აღარ სჭირდება!

ამ ნივთების დანიშნულების ცოდნით, თქვენ მათ გამოყენებას უფრო ხშირად შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს